რეგისტრირებული ფაქტები87198
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1923
ტიპი: თანამდებობა
სიმონ ქვარიანის განცხადებით, 1923 წელს ის ოჯახთან ერთად დაბრუნდა თბილისში, სადაც მსახურობდა პ-დ ა/კ ფინსახკომში სავალუტო განყოფილების ინსპექტორად, შემდეგ მესამე შემნახველი სალაროს გამგედ. 1925-1930 წლებში კი შინვაჭრობის კომისარიატში, საქ. ფინსახკომში, საქ. წყალთა სამმართველოში და მიწსახკომში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921-23 წლებში სიმონ ქვარიანი ბათუმში ცხოვრობდა და საგარეო ვაჭრობის განყოფილებაში საქმეთა მმართველად მუშაობდა. მოგვიანებით კი სამხედრო საზღვაო სასწავლებელში ქართულ-ფრანგული ენის ლექტორად მიიწვიეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
სიმონ ქვარიანის განცხადებით, 1918 წლის ივნისში მენშევიკურმა მთავრობამ ის ფინანსთა სამინისტროში მდივნად მიიწვია. ორი თვის შემდეგ გადასახლდა ქალაქ სოხუმში, სადაც დანიშნეს საბჭოს უფროსად. იქვე აირჩიეს აფხაზეთის საბჭოს წევრად და საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგად.
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს ჯანდიერის სიკვდილის გამო, ჯარისკაცებმა გამოარკვიეს ვინ მოკლა ის და ლეკების დღესასწაულ ბაირამობაზე, როდესაც ყველანი მეჩეთში იყვნენ წასულები 15 კაცი სოფელს თავს დაესხა სამი მათგანი, რომელთაც მკვლელობა ჩაიდინეს დაიჭირეს, მეოთხემ დაღესტანში გადასვლა მოასწრო და წაიყვანეს მათი სახლების გასაჩხრეკად ერთმა ლეკმა დრო იხელთა და სახლში ყოფნისას ცულს ხელი დაავლო და ერთ -ერთ ჯარისკაცს ჯუგუ დადიანს მოუღერა, რომელიც ძლივს გადარჩა სიკვდილს რომ არა ალექსანდრე სულხანიშვილი. მან მოკლა ლეკი იარაღით. განვითარებული მოვლენების გამო საქართველოში დანიშნული მთავარი კომისარი, გოგი ხიმშიაშვილთან ერთად თბილისიდან გამოგზავნეს
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წელს თბილისში კოტე ნიკოლოზის ძე აფხაზმა ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტი (საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) ჩამოაყალიბა. კომიტეტი დაკავშირებული იყო საქართველოს იმ რაიონებთან, სადაც ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმებს მუშაობა არ შეეძლოთ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს საქართველოში ჩამოყალიბდა პატარა ჯგუფი, რომლის წევრებიც რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებას გეგმავდნენ. აჯანყების დასაწყებად ქაქუცა ჩოლოყაშვილის ასეული თელავში გაგზავნეს. გავლენიანი პირები სოფლებშიც ქმნიდნენ რაზმებს. ჩოლოყაშილი მათ პერიოდულად ხვდებოდა და რჩევებს აძლევდა. სიკო ჩოლოყაშვილსა და ალექსანდრე სულხანიშვილს კი მათთვის სურსათის მიტანა ევალებოდათ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს პარიზში სალომეა ანდრონიკაშვილმა შეასრულა სალომეს ცეკვა შტრაუსის ოპერიდან „სალომე“. სიმფონიურ ორკესტრს თავად ავტორმა უდირიჟორა. წარმოდგენის ნახვის შემდეგ ოსიპ მანდელშტამმა ს. ანდრონიკაშვილს ლექსი მიუძღვნა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს ივანე ანდრონიკაშვილის ინიციატივით დაარსდა ჟურნალი „სოფლის მეურნე“, რომელსაც თვითონ რედაქტორობდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი „ვაზი და ღვინო“ ივანე ანდრონიკაშვილის რედაქტორობით გამოდიოდა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-1916 წლებში ივანე ანდრონიკაშვილს ბათუმის ქალაქისთავის თანამდებობა ეკავა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889-1902 წლებში ივანე ანდრონიკაშვილი იყო კავკასიის საფილოქსერო კომიტეტის მთავარი ექსპერტი და ხელმძღვანელობდა ფილოქსერის საწინააღმდეგო ექსპედიციებს საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. იგი აგრონომიული ცოდნის პოპულარიზაციისთვის საჩვენებელ ნაკვეთებს აწყობდა და ახალ სასოფლო-სამეურნეო იარაღებს ცდიდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილი ბათუმში შეხვდა დიმიტრი ჟლობას ბათუმში. მათ ერთმანეთი ტვერსკის პოლკში გაიცნეს, რომელიც მეფის მთავრობის დროს თურქმენეთში იდგა. მაშინ ჟლობა ჩოლოყაშვილის ასეულის ვახმისტერი იყო. მათი ნაცნობობის წყალობით ჩოლოყაშვილის დივიზია და ათასეული განადგურებას გადაურჩა.
ტიპი: თანამდებობა
ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ბათუმში შეხვედრია ჟლობას, რომელსაც კარგად იცნობდა ტვერსკის პოლკიდან, რომელიც თურქმნეთში იდგა მეფის მთავრობის დროს. ამ დროს ჟლობა ვახმისტერი ყოფილა ქაქუცას ასეულში. სწორედ ამ ნაცნობობის წყალობით მომხდარა ისე ,რომ ქაქუცას დივიზია და ათასეული არ განუიარაღებიათ. ხოლო როდესაც ცხნოსანი დივიზია და პირველი ცხენოსანი ათასეული შეაერთეს ჟლობამ ქაქუცას ცხენოსანი ჯარის უფროსობა შესთავაზა,რაზეც უარი მიიღო. სამაგიეროდ კი მისივე მითითებით ფრიდონ წულუკიძე დაინიშნა სარდლად
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ალექსანდრე სულხანიშვილმა საჯავახოდან წამოსვლის შემდეგ მის ასეულში მყოფ შარაშენიძეს ქართლში გადასვლაში დახმარება სთხოვა. ხიდისთავში ისინი კომუნისტების პირველ კრებაზე აღმოჩნდნენ.
1924
ტიპი: ღონისძიება
ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებების მიხედვით, 1924 წელს დავით ჭავჭავაძემ სამეგრელოში გაჭირვებით მოაგროვა ასიოდე ცხენოსანი, რომელთაც სამეგრელოდან მოულოდნელად უკანდახეულ სხვა ნაწილებთან ერთად საჯავახოს სადგურზე მოუხდათ ბრძოლა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს დავით ჭავჭავაძე მთავრობამ სამეგრელოში გაგზავნა ცხენოსანი ნაწილების ჩამოსაყალიბებლად. ჭავჭავაძემ თან წაიყვანა ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს სიმონ ქვარიანი ოჯახთან ერთად გადმოსახლდა თბილისში, სადაც კოოპერატიული გამგეობა „შრომის“ თავმჯდომარედ აირჩიეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს იოსებ ოცხელმა სიმონ ქვარიანი ქუთაისის ქართული გიმნაზიის მასწავლებლად მიიწვია და სამი საგანი ჩააბარა: ფრანგული ენა, ქართული ლიტერატურა და საქართველოს ისტორია.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს სიმონ ქვარიანმა მუშაობა დაიწყო ჭიათურის შავი ქვის სამრეწველოში, სადაც მადნის მუშა-მზიდავთა და წვრილ მრეწველთა ინტერესების დასაცავად ძლიერი ოპოზიცია ჩამოაყალიბა.

