საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90472

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლის 30 სექტემბრის ჟურნ. „თავისუფალი საქართველო“ (N9-10) ცნობით, სამსონ კილაძე იყო მესამე დასელი. იგი ჯერ კიდევ სემინარიის წლებში დაუკავშირდა მათ. თავდავიწყებით უყვარდა პარტია და ასრულებდა მის დავალებებს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 30 სექტემბრის ჟურნ. „თავისუფალი საქართველო“ (N9-10) იუწყება, რომ ფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ ორგანოში „სოც.-დემოკრატი“ დაიბეჭდა ვრცელი ინტერვიუ კარლო ჩხეიძესთან საქართველოს ისტორიული მდგომარეობის, სამი წლის დამოუკიდებლობის ისტორიისა და რეფორმების, ასევე რუსეთის ბარბაროსული თავდასხმის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 ოქტომბერს ბოლშევიკებმა ოფიციალურად აცნობეს ქართული უნივერსიტეტის დეკანს, ივანე ჯავახიშვილს, რომ სტუდენტთა კავშირისა და სტუდენტთა სასადილოს გამგეობები დაითხოვეს და მათ ადგილს დანიშნულები დაიკავებდნენ, ასევე მოითხოვეს ლექციების რუსულად წაკითხვა და პოლიტექნიკუმთან შეერთება. ყველაფერ ამის გამო ივანე ჯავახიშვილმა თანამდებობაზე უარი განაცხადა, ხოლო გამგეობის წევრი სტუდენტები გადაიმალნენ.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 15 სექტემბრის ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“ (N8) იუწყება, რომ მანგლისში რევკომის თავმჯდომარეა გ. კობიძე, დანარჩენი წევრები რუსები და სოხები არიან. აქ ქართული ენა გაუქმებულია, კულტურა – გამასხარავებული.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 სექტემბრის ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“ (N8) იუწყება, რომ საფრანგეთის სინდიკალისტთა გაზეთ „პოპლში“ (Le Peuple) დაიბეჭდა ვარლამ ჩერქეზიშვილის დაწვრილებითი ინტერვიუ საქართველოს შესახებ, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ბევრმა დემოკრატიულმა გაზეთმა გადაბეჭდა.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის 15 სექტემბრის ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“ (N8) იუწყება, რომ მანგლისში იყო რეპრესიები. მღვდელი ჩიტაძე, რომელიც სამშობლოს დასაცავად ჯარში იყო, მესამე თვეა დაჭერილია.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სახალხო განათლების კომისარიატის პოლიტიკური განათლების სამუზეუმო, საგამოფენო და საექსკურსიო განყოფილება სთხოვს ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეთა სურათებს. განჩინებით ეს თხოვნა დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ივანე გომელაურმა სთხოვა 300 000 მანეთი „ქართველი მწერლების“ ჰონორარიდან. გამგეობამ დაადგინა, გომელაურისთვის 200 000 მანეთი მიეცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას კავკავის განყოფილების გამგეობა სთხოვს ადგილობრივი სკოლისთვის სახელმძღვანელო წიგნებსა და რვეულებს, დედა ენის პირველ და მეორე ნაწილებს 100 – 100 ცალს, ბუნების კარს – 80-ს, ქართველი მწერლების პირველ ნაწილს – 80 ცალს, მეორეს – 40- ს, русское слово-ს პირველ ნაწილს – 100 ცალს, მეორეს – 80-ს, რვეულებს – 2000 ცალს, ახლად გამოცემულ საბავშვო წიგნებსა და 10 გირვ. ცარცს. გამგეობამ დაადგინა, გაეგზავნა სკოლისთვის საჭირო წიგნები შესაბამისი ოდენობით და 1000 ცალი რვეული.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს ვასილ ბარნოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თავისი წიგნების ჰონორარიდან თანხა სთხოვა. იმ დროისთვის მწერალს 125 000 მანეთი ჰქონდა მიღებული. გამგეობამ ბარნოვისთვის 100 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს ნიკოლოზ ჩიგოგიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას საზოგადოების მოსამსახურე პირებმა სთხოვეს პურის რაციონის ფასის ერთ გირვანქამდე გაზრდა, ასევე ხორბლის შეძენა და ანაზღაურების სახით მათთვის დარიგება. ამ საკითხის განხილვა გადაიდო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს ნიკოლოზ ჩიგოგიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება საზოგადოების მდგომარეობის შესახებ. პრეზიდიუმის შუამდგომლობის შედეგად კვლავ გაიხსნა ნარკომპროსის განკარგულებით დალუქული მაღაზია და კანცელარია. ქაღალდის აღრიცხვისა და მთავარი სამმართველოს განკარგულებით 24 აგვისტოს საწყობიდან 124 ფუთი 32 გირ. საბეჭდი ქაღალდი წაიღეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: მდივანი ვარლამ ბურჯანაძე, წევრები – ნინო ნაკაშიძე, პავლე საყვარელიძე და თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩიგოგიძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ განყოფილების მთელი ქონება ადგილობრივ რევკომს გადაეცა. გამგეობამ პრეზიდიუმს ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების კომისარიატთან მოლაპარაკება დაავალა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას შიო დედაბრიშვილმა თავისი წიგნების ჰონორარი სთხოვა. გამგეობამ მწერლისთვის 100000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის სექტემბერში შვეიცარიის გამოჩენილმა მოღვაწეებმა გამოაქვეყნეს მიმართვა ერთა ლიგისა და მთელი კაცობრიობისადნი საქართველოს მდგომარეობის შესახებ. მიმართვას ხელს აწერენ: ჟენევის უნივერსიტეტის რექტორი ფიულიკე, დეპუტატი ლაშენალი, პელ ჰიკტე, „ჟურნალ დე ჟენევის“ რედაქტორი ჟან მარტენი. ეს მიმართვა დაიბეჭდა „თავისუფალ საქართველოში“ (1921 წლის N11-ში).

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლის შემოდგომიდან იუსტინე (ნიკო) შარაშიძემ სიღარიბის გამო უნივერსიტეტი დატოვა და მასწავლებლად მუშაობდა ზემო სურებში. აქაც განაგრძობდა პარტიულ მუშაობას, სხვა ამხანაგებთან ერთად ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა მარქისიტთა ორგანიზაციებს მთელ აღმოსავლეთ გურიაში.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 30 აგვისტოს ვარშავაში რუსეთის საევაკუაციო კომიტეტის თავმჯდომარე ბ. ა. სავინკოვმა მიმართა ევგენი გეგეჭკორს პარიზში საქართველოს სახელმწიფოებრიობის ცნობის შესახებ. მისი წერილის ამონაწერში ნათლად ჩანს ვაშინგტონში რუსეთის ელჩის, ბ. ა. ბახმეტიევისადმი ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად „მწვანეთა“ სამხედრო რაზმების ჩამოყალიბების მოთხოვნა (რუსულ ენაზე).

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 29 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ჩიგოგიძემ, თამარ ჯარიაშვლისა და საწყობების გამგე ლავრენტი სანოძის თანდასწრებით გააღო საზოგადოების წიგნებისა და ქაღალდების საწყობები, სადაც ყველაფერი რიგზე იყო, გარდა N 64 საწყობისა, საიდანაც გაიტანეს ნაწილი იმ ქაღალდებისა, რომელიც მობარებული იყო საწყობში მასწავლებელთა კავშირის მიერ. მათ საწყობებს ახსნეს ბეჭედი და გასაღებები საწყობების გამგე ლავრენტი სანოძეს ჩააბარეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25-30 აგვისტოს ევგენი გეგეჭკორსა და ეროვნებათა საბჭოს გენერალურ მდივან ერიკ დრიუმონს შორის გაიმართა მიმოწერა ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1920 წლის 7 მაისს საქართველოსთან დადებული ხელშეკრულების დარღვევისა და მისი ტერიტორიის ოკუპაციის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ჩიგოგიძემ, თამარ ჯარიაშვლისა და პარმენ ჭანიშვილის თანდასწრებით გააღო საზოგადოების წიგნებისა და ქაღალდების საწყობი N 64 და გამოიტანეს ნაწილი იმ ქაღალდებისა, რომელიც მობარებული იყო საწყობში მასწავლებელთა კავშირის მიერ. მათ ხელახლა დაკეტეს საწყობი, გასაღებები დავით კარიჭაშვილს გადასცეს, ხოლო ბეჭედი – თამარ ედილაშვილს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 10 აგვისტოს ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N5) დაბეჭდილ წერილში „დუშეთის აოხრება“ ნათქვამია, რომ რუსის ჯარი ყველაფერს აპარტახებს, ამან ბოლშევიკების კომისრებიც კი აალაპარაკა. სამხედრო გზაზე მომავალი ჯარის ნაწილებმა ააწიოკეს დუშეთის მაზრა, მშვიდობიანი მოსახლეობა ტერორის ქვეშაა, გზებზე აყაჩაღებენ, გლეხებს სახლებში უცვივდებიან, ადმინისტრაცია უძლურია ამ თვითნებობას ებრძოლოს. დახმარებას ითხოვს სამაზრო მილიცის უფროსი შაქრო მანგიაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 10 აგვისტოს ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“ (N5) წერს ფოთის დაწესებულებებში დაწყებულ გაფიცვებზე ფულის ნიშნების უქონლობის გამო ხელფასის გაუცემლობის შესახებ. უქონლობა გამოიწვია იმან, რომ ფულის დაზგას დაეპატრონა მე-11 არმია და რევკომს მხოლოდ მცირე ნაწილს აძლევდა, მე-11 არმია კი იმიტომ დაეპატრონა ქართულ ფულს, რომ რუსეთიდან სხვადასხვა დროს გამოგზავნილი ფული გზაში ნესტორ მახნომ წაართვა.