რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება თარიღი კლებადობით
1855
ტიპი: ღონისძიება
1855 წლის 17 ივლისს ალექსანდროპოლის ჯარის ნაწილი კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლისა და კავკასიის მეფისნაცვლის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე მურავიოვის მეთაურობით სოღანლუღის მთებს იქით გადავიდა და ანატოლიის არმიის პროვიანტის საწყობი გაანადგურა.
1855
ტიპი: გარდაცვალება
1855 წლის 15 ივნისს ზნაკვის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი გიორგი კიკვაძე გარდაიცვალა.
1855
ტიპი: ღონისძიება
1855 წლის 24 მაისს კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე მურავიოვის ხელმძღვანელობით მოქმედმა რუსთა კორპუსმა მდინარე არაფჩაი გადალახა და ყარსში განლაგებულ თურქებს შეუტია.
1855
ტიპი: ღონისძიება
1855 წლის 23 მაისს ახალქალაქის რაზმის ნაწილმა პოლკოვნიკ გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანის მეთაურობით თურქთა კავალერია დაამარცხა დაბა სელდასთან გამართულ ბრძოლაში.
1855
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1855 წლის 3 თებერვალს ვორონეჟის გუბერნიაში დაიბადა ილია ჭავჭავაძის გარდაცვლილი ძმის, კონსტანტინეს, შვილი, რომელსაც სიმონი დაარქვეს.
1855
ტიპი: ღონისძიება
1855 წლის 19 იანვრის ღამეს გურიის მილიციონრები გვარდიის შტაბ-როტმისტრ მალაქია გურიელის მეთაურობით თავს დაესხნენ დაბა ლეღვთან განლაგებულ თურქებს და გადაწვეს მათი ბანაკი.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855 წელს მარკოზ მათეს ძე წიქარიძე (წიქორიძე) შუბანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-56 წლებში სვიმონ დავითის ძე ვარდოსანიძე სოფ. ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-58 წლებში ვასილ გრიგოლის ძე ლოსაბერიძე სოფ. ახალდაბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855 წელს ვასილ ექვთიმეს ძე თავაძე ბაღდათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-69 წლებში ოქროპირ გიორგის ძე კახაია სოფ. ბაშის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-81 წლებში არსენ ეგნატეს ძე გოგორიშვილი სოფ. ბზვანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-1905 წლებში ალექსი გრიგოლის ძე გიორგობიანი ონის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-1897 წლებში ხარიტონ იოვანეს ძე მიქაუტაძე მოტყიარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-1867 წლებში სიმონ გიორგის ძე მესხი კვირიკეწმინდის წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-68 წლებში ივანე სიმონის ძე ქუთათელაძე სოფ. გვიშტიბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: გარდაცვალება
1855 წელს სოფ. გურნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სიმონ თადეოზის ძე გაბადაძე გარდაიცვალა.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-1902 წელს ანდრია სიმონის ძე გაბადაძე სოფ. გურნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-1901 წლებში სიმონ ნიკოლოზის ძე გორდულაძე საჩხერის დედაღვთისის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-1870 წლებში მაქსიმე კირილეს ძე მეტრეველი სხიერის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-1893 წლებში ტიმოთე როსტომის ძე იაშვილი სომიწოს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-1869 წლებში გაბრიელ პეტრეს ძე ბოჭორიშვილი პირველი ტოლას მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

