რეგისტრირებული ფაქტები89558
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ნ. ფ. აზაროვა მომარაგების სამინისტროს კომერციულ განყოფილებაში რემინგტონისტად მუშაობდა, მისი ხელფასი 2580 რუბლი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს დ. ც. დიმიტრაშვილი მომარაგების სამინისტროს კომერციულ განყოფილებაში რემინგტონისტად მუშაობდა, მისი ხელფასი იყო 4500 რუბლი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს კარპე სპირიდონის ძე მოდებაძეს მომარაგების სამინისტროს კომერციული განყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა. მისი ხელფასი 11.500 რუბლს შეადგენდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ვ. ითრიაშვილი მომარაგების სამინისტროს კონტროლის სამსახურში ეკავა საწყობის კონტროლიორის თანამდებობა და ქონდა ხელფასი 5.875 რუბლი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს სტანისლავა სტანისლავოვნა ბიტაჩეკი, გიორგი გრიგოლის ძე ბეჟიაშვილი და ბაქრაძე მომარაგების სამინისტროს კონტროლის სამსახურში კონტროლიორებად მუშაობდნენ. მათი ხელფასი იყო 7.050 რუბლი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ბრონისლავ სიმონოვიჩ მჩარსკის მომარაგების სამინისტროს კონტროლის სამსახურში ეკავა მთავარი კონტროლიორის თანამდებობა და მისი ხელფასი 11 500 რუბლი იყო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 12 მარტს, 20. 20 საათზე ამიერკავკასიის რკინიგზის საშუალო სამედიცინო პერსონალის კავშირის თავმჯდომარე სემიონოვმა თბილისიდან ტელეგრამა გაუგზავნა სამედიცინო სამმართველოს კომისარ ექიმ მახვილაძეს. ის სრულიად უჭერდა მხარს კავკასიის საზოგადოების მიერ ექიმების დამხმარეებისთვის განკუთვნილ დადგენილებას და კანონპროექტს სკოლის ფელდშერების უფლებების ლეგალიზაციის შესახებ. ტელეგრამას ხელს აწერდა მდივანი ბოკერია.
ტიპი: ავტორობა
სახელმწიფო მზრუნველობის კომისარის სახელზე 1918 წლის 14 მარტს გაიგზავნა წერილი, რომლის თანახმადაც კავკასიის ჯარის დემობილიზაციის გამო, ექიმები, რომლებიც საერთო გაწვევისას მსახურობდნენ , ეხლა განთავისუფლებულნი არიან საქმიანობისგან და უნდა დაუბრუნდნენ თავიან მუდმივ სამუშაოს. შესამჩნევი ეპიდემიის ზრდის გამო ,გუბერნიისა და სამხარეო კომისარიატებმა სამედიცინო პუნქტებს უნდა მოთხოვონ, შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩაითვლებიან, როგორც სამსახურის დამტოვებლები.ამ წერილს ხელს აწერენ სამედიცინო სამმართველოს კომისარი ვლადიმერ მახვილაძე და საქმთა მმართველი მმართველი ფ, ფეხნერი
1916
ტიპი: ღონისძიება
პოლკოვნიკმა სიმონ ესაძემ ფილმ „ქრისტინეს“ (1916-1919 წლები) გადასაღებად კინოოპერატორი ალექსანდრე შვუგერმანი მიავლინა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს სიმონ ესაძე კავკასიის სამხედრო შტაბის სამხედრო-ისტორიული განყოფილების უფროსი იყო.
1940
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრე წუწუნავას განცხადებით, ოპერატორთან ჩხუბის შემდეგ ისინი „ხაზეინმა“ შეარიგა.
1920
ტიპი: ავტორობა
1940 წლის 5 თებერვლის გაზეთ „კომუნისტში“ რეჟისორმა ალექსანდრე რაჟდენის ძე წუწუნავამ განაცხადა: „ფილმ „ქრისტინეზე“ მომუშავე ოპერატორი სრულიად უვიცი გამოდგა. ჩემი თხოვნა, ზოგიერთი რამ უფრო მსხვილად გადაეღო, უყურადღებოდ დასტოვა. ამაზე ჩვენ დიდი ჩხუბი მოგვივიდა და სოფელ აჭში ოპერატორი თავისი აპარატით მაღლობიდან ჩამოვაგორე“.
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წელს, როგორც მალაქია ტოროშელიძის აღიარებიდან ირკვევა, ნოე ჟორდანიას ბლოკს „საქართველოს ნაციონალური ცენტრი“ ბუდუ მდივანი კარპო მოდებაძის დახმარებით დაუკავშირდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916-18 წლებში გადაღებულ ფილმში „ქრისტინე“ თამაშობდნენ გრიგოლ ფრონისპირელი, ვასო არაბიძე, სოფიო ყიფშიძე, ბაბო როსტომაშვილი, მარგარიტა გოგოლიშვილი, ცეცილია წუწუნავა. მასობრივ სცენებში მონაწილეობდა ბევრი ცნობილი მსახიობი: ვასო აბაშიძე, ნიკო გვარაძე, სოსო ჟივიძე, თანდილა გაჩეჩილაძე, სოსო თარალაშვილი, პავლე ფრანგიშვილი, ვიქტორ მატარაძე, ილია ზურაბიშვილი და გიორგი იორდანიშვილი.
1919
ტიპი: ავტორობა
რეჟისორი გერმანე გოგიტიძე მოგონებებში ფილმზე „ქრისტინე“ (1919 წ.) წერს, რომ ქრისტინეს როლში მისი კანდიდატურა იყო ანეტა ქიქოძე, ქრისტინეს უბადლო შემსრულებელი ქართულ სცენაზე. ალექსანდრე წუწუნავა კი მოითხოვდა, არჩევანი სრულიად შეუფერებელ აბელოვას ქალზე შეჩერებულიყო. გოგიტიძის აზრით, ამის გამო ფილმმა წააგო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 ივლისს ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ იტყობინება, რომ „ქრისტინეს“ ეკრანზე გადასაღებად კინემატოგრაფის ერთმა ცნობილმა ფირმამ მიმართა ალექსანდრე წუწუნავასა და ალექსანდრე ახმეტელს, რომელთაც ეს საქმე იკისრეს. მათ განუზრახავთ „ქრისტინეს“ სურათები ადგილობრივ გადაეღოთ (გურიასა და ტფილისში, ორთაჭალაში).

