რეგისტრირებული ფაქტები81547
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ზაქარია სიმონის ძე მჭედლიძე ხონის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1828
ტიპი: თანამდებობა
1828 წელს პეტრე ივანეს ძე ჩხენკელი ხონის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1838
ტიპი: თანამდებობა
1838 წელს პეტრე ივანეს ძე ჩხენკელი ხონის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს ივანე მჭედლიშვილმა ავლაბარში სახალხო წარმოდგენების მმართველი წრე ჩამოაყალიბა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 28 აპრილის „დროების“ ცნობით, ივანე ავალიშვილი ბანკის დამფასებელი იყო.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, ქუთაისში, ბალახვანში სვიმონ ივანეს ძე მესხი და ელისაბედ ს. მარჯანოვი სამოსახლო ადგილებს ყიდდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სამეურნეო ბანკის მმართველობამ ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე კახეთში მიავლინა ადგილობრივი ჩარჩების მიერ ხელოვნურად შემცირებული ღვინის ფასის საკითხის შესასწავლად.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 2 ნოემბერს ვაჭარი ს. მიღდისოვი თელავის მამასახლისის თანაშემწედ აირჩიეს.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 12 ნოემბერს თბილისში, მოღნისის მოედნის პარკში, ვაჭარ მარტირუზოვის გვამი იპოვეს, რომელსაც ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკოლოზ ივანეს ძე პრიბილმა ბორჩალოს მაზრის პოლიციის რევიზია დაასრულა და მალე გუბერნიის სხვა მაზრებში გაემგზავრებოდა.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 13 ნოემბერს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ თბილისის ყოფილი გუბერნატორის, გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძის მიერ დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო ფონდის საქმიანობის შესახებ იუწყებოდა.