საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89553

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 25 აგვისტოს კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდალ პასკევიჩ-ერევანსკის თურქეთთან ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის წმინდა ანას მეოთხე ხარისხის ორდენით წარწერით „სიმამაცისათვის“ დაუჯილდოებია სამეგრელოს განაყოფის პრაპორშჩიკები: ბესარიონ დადიანი, პეტრე დადიანი და ალექსანდრე ხიტუს ძე ფაღავა.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 25 აგვისტოს კავკასიის კორპუსის მთავარსარდალმა პასკევიჩ-ერევანსკის თურქეთთან ომში გამოჩენილი სიმამაცისთვის წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა სამეგრელოს ქვეითი პოლკის პორუჩიკი დავით დადიანი და ორმოცდამეოთხე ეგერთა პოლკიდან გათავისუფლებული პოდპორუჩიკი მელიქოვი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 25 აგვისტოს კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდალ პასკევიჩ-ერევანსკის თურქეთთან ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დაუჯილდოებია: გურიის ლაშქრის პრაპორშჩიკები, მამუკა თუღუნოვი და გიორგი გურიელი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 25 აგვისტოს კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდალ პასკევიჩ-ერევანსკის თურქეთთან ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დაუჯილდოებია: სამეგრელოს ლაშქრის პრაპორშჩიკი ალექსი დადიანი, იმავე ლაშქარში მომსახურე სიკო კორზაევი, გურიის ლაშქრის პოდპორუჩიკი ალექსანდრე მამუკას ძე თავდგირიძე.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 16 აგვისტოს სამთავრობო სენატის უმაღლესი განკარგულებით, საქართველოში ოთხი წლის განმავლობაში მომსახურე, ხელმწიფის კარის მრჩეველი ლებედევი კოლეგიის მრჩევლად დაინიშნა.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 15 აგვისტოს, რუსთა მიერ ახალციხის აღების დღეს, ახალციხის მხარის მმართველ თედორე კარლის ძე დრეშერნის განკარგულებით ქალაქში ჩატარდა სამი ადგილობრივი ეკლესიის კურთხევის ცერემონია.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 12 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ: პასკევიჩ-ერევანსკის ქვეითი პოლკის კაპიტანი ვაჩნაძე, ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის პორუჩიკები – ჭავჭავაძე და შალიკოვი, ბელოგოროდის ულანთა პოლკის კავალერიის მაიორი ყორღანოვი, კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის პორუჩიკი ფიქალოვი.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ ორმოცდამეოთხე ეგერთა პოლკში მსახურობდნენ: ლეიბ-გვარდიის იუნკერი დოხტუროვი, უნტერ-ოფიცრები – წერეთელი და გარაყანიძე.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ დავით ლევანის ძე დადიანი კაზაკთა პოლკის ლეიბ-გვარდიაში მსახურობდა.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებით თურქთა წინაამღდეგ ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის ეგერთა პოლკის ლეიბ-გვარდიის იუნკერი დოხტუროვი პრაპორშჩიკად გაამწესეს ორმოცდამესამე ეგერთა პოლკში.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულების მიხედვით, პოდპორუჩიკი ნაკაშიძე გურიის ლაშქარში მსახურობდა.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ პოდპორუჩიკი ყორღანაშვილი ოცდამეერთე საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 8 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ კავკასიის ცალკეულ კორპუსში მსახურობდნენ: მაიორი თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანსკი, პრაპორშჩიკები – ციციანოვი და ჩერქეზოვი.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ სამეგრელოს ქვეით პოლკში მსახურობდნენ პრაპორშჩიკი კიკნაძე და უნტერ-ოფიცერი ზუბალაშვილი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ კავკასიის ცალკეული კორპუსის პორუჩიკები: ჩხეიძე და თუმანოვი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ: ქართული გრენადერთა პოლკის პრაპორშჩიკი აფხაზოვი, პასკევიჩ-ერევანსკის ქვეითი პოლკის პრაპორშჩიკი ბურკიევი, კავკასიის ცალკეული კორპუსის პრაპორშჩიკები – ციციანოვი და ჩერქეზოვი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის პორუჩიკი წინამძღვრიშვილი და იმავე პოლკის პრაპორშჩიკები: ავალიშვილი და ჭავჭავაძე.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ: ქართული გრენადერთა პოლკის შტაბს-კაპიტანი ბოსტოევი, იმავე პოლკის პორუჩიკი ოსინოვი, კავკასიის ცალკეული კორპუსის პოდპორუჩიკები – ორბელიანი და ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ კავალერიის პოლკოვნიკი ივანე მალხაზის ძე ანდრონიკოვი და ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის პორუჩიკები, ჭავჭავაძეები.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ: საარტილერიო ბრიგადის პოდპორუჩიკი ყორღანაშვილი, გურიის ლაშქრის პოდპორუჩიკი ნაკაშიძე, ეგერთა პოლკის ლეიბ-გვარდიის იუნკერი დოხტუროვი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ ორმოცდამეოთხე ეგერთა პოლკის უნტერ-ოფიცრები წერეთელი და გარაყანიძე.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის შტაბს-კაპიტნები: ნიკოლოზ შანშეს ძე შანშიაშვილი და იასონ ივანეს ძე ჭავჭავაძე.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ: კაზაკთა პოლკის ლეიბ-გვარდიის კორნეტი დავით ლევანის ძე დადიანი, სამეგრელოს ქვეითი პოლკის პრაპორშჩიკი კიკნაძე და უნტერ-ოფიცერი ზუბალაშვილი.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებით, თურქთა წინააღმდეგ ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის გურიის ლაშქრის პოდპორუჩიკი ნაკაშიძე კავალერიაში გადაიყვანეს.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებით თურქთა წინაამღდეგ ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის ოცდამეერთე საარტილერიო ბრიგადის პოდპორუჩიკი ყორღანაშვილი პორუჩიკად დააწინაურეს.