რეგისტრირებული ფაქტები89553
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საქართველოს მთავრობის პირველ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს ეროვნული ბანკის დაარსების საკითხი საემისიო უფლებებით გადასცემოდა ეროვნული საბჭოს საფინანსო კომისიას, რომელშიც მთავრობიდან შევიდნენ ფინანსთა მინისტრი გიორგი ჟურული და კონსტანტინე კანდელაკი.
1933
ტიპი: ნასამართლეობა
პარტიის რიგებიდან გამორიცხეს ყოფილი ვაჭრის ცოლი ნატალია ბიბილაური და ივანე დოლიაშვილი (1925 წელს ქურდობისათვის მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა), რომლებიც კინკლაობდნენ და ინტრიგებს ხლართავდნენ.
1933
ტიპი: ორგანიზაცია
1933 წლის 4 იანვრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) სტალინის რაიკომმა გამოიკვლია სოფელ დირბის პარტუჯრედის და საბჭოს მუშაობა და დაადგინა, დაეშალათ აღნიშნული ბიურო, გაერიცხათ პარტიიდან უჯრედის მდივანი ერაძე, კულაკებისადმი შემრიგებლური დამოკიდებულებისთვის. ასევე, სამუშაოდან მოხსნეს სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე ბაქრაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აგვისტოში პუშკინის ქუჩაზე ხაჩატურ ქოჩარიანს ამერიკის მისიის ავტომობილი დაეჯახა. ის მძიმედ დაშავდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აგვისტოში ბათუმიდან თბილისში მეუღლესთან ერთად ჩამოსული ამერიკელი პოლკოვნიკი უილიამ ჰასკელი ამერიკელთა სამხედრო ბინაში დაბინავდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს პარიზის კონფერენციაზე სომხეთის უმაღლეს კომისრად პოლკოვნიკი უილიამ ჰასკელი დაინიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აგვისტოში გამართულ ჯავშნიანი მატარებლის რაზმის გაერთიანებულ კრებაზე სიტყვით გამოვიდა რაზმის მეთაური ვალოდია გოგუაძე. რაზმმა მხარდაჭერა გამოუცხადა დამფუძნებელ კრებასა და მთავრობას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აგვისტოში სისხლის სამართლის მილიციამ სადგურზე დააკავა პოპანდოპულო,რომელსაც აღმოაჩნდა 225 ცალი ოსმალური ოქროს ლირა და ბაქოს მატარებლის ბილეთი. ვინაიდან ოქროს გატანა საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებიდან აკრძალული იყო, ოქრო ჩამოართვეს და საბაჟოს ჩააბარეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აგვისტოში გაიმართულ ლანჩხუთის საბჭოს სხდომაზე ქალაქისთავმა შარაშენიძემ აღნიშნა, რომ საბჭოს სურვილის თანახმად ქალაქის გასანათებლად ელექტროსადგური შეიძინეს და მიმდინარეობდა სამუშაოები მის დასადგმელად და მოსაწყობად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აგვისტოში ბორჯომის ქუჩაზე ეისანოვის ბინიდან მოიპარეს 10000 მანეთის ღირებულების სხვადასხვა ნივთი. დააკავეს რამდენიმე ეჭვმიტანილი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით ილია ჩიქოვანი ფინანსთა სამინისტროს საბჭოს წევრად დაინიშნა.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ცხინვალის ქუჩაზე ნატალია მღვდელაძისამ ქმარი დანით დაჭრა. ის მილიციამ დაიჭირა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ალექსანდრე კუხიანიძე ფოთის პირველი უბნის მოვალეობის აღმასრულებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს კანცელარიის მეორე განყოფილების უფროსი დიმიტრი წითლანაძე, ავადმყოფობის გამო დროებით სამსახურიდან გათავისუფლებული,სამუშაოს დაუბრუნდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ალექსანდრე გოგავა ფოთის საზღვაოსნო სასწავლებლის უფროსის მოვალეობის აღმასრულებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 12 აგვისტოს ფოთის საზღვაოსნო სასწავლებლის უფროსი ივანე კოსტიუკოვი საკუთარი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ნოე რამიშვილის შვებულებაში გასვლის გამო სამხედრო მინისტრის მოვალეობის შესრულება ნოე ცინცაძეს დაეკისრა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ნოე რამიშვილის შვებულებაში გასვლის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობა დაეკისრა ნ. ჭიჭინაძეს. მასვე მიეცა მინისტრთა საბჭოში საკითხების გადაჭრაში მონაწილეობის უფლება.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
შინაგან საქმეთა, სამხედრო და სახალხო განათლების მინისტრმა ნოე რამიშვილმა აიღო შვებულება.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საჯირითო მოედანზე, დიდუბეში მოკლეს ინგლისელი ჯარისკაცი და დაჭრეს ანა კონიშევა. სისხლის სამართლის მილიციამ მკვლელობის კვალს მიაგნო. ისინი აღმოჩნდნენ რკინიგზის ბატალიონის ჯარისკაცები ერმილე ბარდაველიძე და ბაგრატ გვენაძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს მთავრობის საქმეთა მმართველ კ. ჯაფარიძის დაბრუნების გამო მმართველობის მდივანი დ. დიდებულიძე მოვალეობის აღსრულებისგან გაათავისუფლეს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის აგვისტოში შინაგან საქმეთა და სამხედრო მინისტრმა ნოე რამიშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ხდებოდა დამატებითი ზომების მიღება, რათა შესრულებულიყო დამფუძნებელი კრების დეკრეტი „თავისი ნებით წასვლის და სამსახურიდან გაქცევის პასუხისმგებლობისა და 2 აგვისტოს სამხედრო ბეგარის აუსრულებლობის, ამ დანაშაულის დაფარვის და წაქეზებისათვის დასჯის“.

