საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90611

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის მოხსენება რწმუნებულთა საზოგადო კრების მიწვევის შესახებ. განჩინების თანახმად, თბილისის გამგეობას დაევალა მთავარი გამგეობისთვის განყოფილების წევრთა სიის მიწოდება. შემდეგ უნდა განესაზღვრათ განყოფილების რწმუნებულთა რიცხვი და გაემართათ საზოგადოების რწმუნებულთა მორიგი კრება. თევდორე კიკვაძის წინადადება კრების 20 ივნისისამდე გამართვის შესახებ არ მიიღეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას კანცელარიის მსახურმა მიხეილ შიოშვილმა აუწყა, რომ თავს ანებებდა სამსახურს და ითხოვდა სალიკვიდაციო თანხას. გამგეობამ შიოშვილის სამსახურიდან გათავისუფლება და ორი თვის ჯამაგირის, 20 000 მანეთის, მიცემა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მონაწილეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მომსახურე პირთა თხოვნა ჯამაგირის გაზრდის შესახებ. გამგეობამ ამ საკითხთან დაკავშირებით პროექტის წარდგენა პრეზიდიუმს დაავალა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების საბჭომ ამცნო, რომ აღარ კისრულობდა საგურამოს მამულის მოიჯარეობას, რადგან თავისი მამულებიც მიწათმოქმედების სამინისტროსთვის ჰქონდა გადაცემული. გამგეობამ ამ საკითხის შესწავლა პრეზიდიუმს დაავალა. ასევე გადაწყვიტა, საჭიროების შემთხვევაში საქმის უშუალოდ გასაცნობად წარმომადგენელი გაეგზავნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება „დედა ენისა“ და „აკიდოს“ სარეცენზიოდ წარდგენის შესახებ. გამგეობამ „დედა ენის“ პირველი ნაწილის სარეცენზიოდ წარდგენა საჭიროდ არ ჩათვალა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ეფროსინე აღლაძე სთხოვს დახმარების გაზრდას. განჩინების თანახმად, გამგეობას დაევალა სობესის წინაშე შუამდგომლობა ეფროსინე აღლაძის სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე (თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი) გამგეობამ განიხილა მაღაზიის მსახურ პ. გლადიშევის თხოვნა მამის ავადმყოფობის გამო დახმარების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, გლადიშევისთვის 10 000 მანეთი მიეცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ია კარგარეთელის თხოვნა, სახელმძღვანელოს ჰონორარიდან 100 000 მანეთი მიეცათ. კარგარეთელი დააკმაყოფილეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე იმსჯელეს მაღაზიების სამუშაო გრაფიკის შესახებ. მთავრობის განკარგულების მიხედვით, მაღაზიები ღია უნდა ყოფილიყო დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე. საზოგადოების მაღაზიის გამგის აზრით, სავსებით შესაძლებელი იყო მაღაზიის დილის ცხრის ნახევარზე გაღება და ოთხ საათზე დაკეტვა. გამგეობა ამ მოსაზრებას დაეთანხმა. ოქმს ხელს აწერენ: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (დედაბრიშვილი), კირილე იესეს ძე ნინიძე, მეთოდე მიხეილის ძე კაკაბაძე, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, ს. ბახტაძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს ხელოვანთა საზოგადოების თხოვნა, 26 მაისის მომწყობ კომისიაში ორი წარმომადგენლის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ დავით კარიჭაშვილი და კირილე ნინიძე შეარჩია.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება საგურამოს მამულის მდგომარეობის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ეფროსინე აღლაძე სთხოვს დახმარების გაზრდას. განჩინების თანახმად, გამგეობას დაევალა სობესის წინაშე შუამდგომლობა ეფროსინე აღლაძის სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 7 მაისს, დღის 12 საათზე, ქუთაისში უცნობმა პირებმა ბომბი ესროლეს საგუბერნიო კომისარს, საშა გეგეჭკორს. ამის გამო დ. ხონის კომუნისტებმა დაიწყეს მენშევიკების პარტიის წევრთა დატუსაღება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 მაისს მამია ორახელაშვილი სრულიად აზერბაიჯანის საბჭოების პირველ ყრილობას დაესწრო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6 მაისს მამია ორახელაშვილმა და ალექსანდრე ბეკზადიანმა სრულიად აზერბაიჯანის საბჭოების პირველ ყრილობაზე ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების ფედერაციის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 მაისს ნოე ხომერიკი სწერს თავმჯდომარე ნოე რამიშვილს და სთხოვს, მოიპოვოს პუნქტის აგების უფლება ტრაპიზონში, ან რიზეში და ატყობინებს, რომ ქართველმა მოვაჭრეებმა დაადგინეს საბჭოთა საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 3 მაისს ნოე ჟორდანიამ წაიკითხა მოხსენება საფრანგეთის სოციალისტური პარტიის (რეკონსტრუქტორების) ცეკაში, სიტყვით გამოვიდა ასევე ირაკლი წერეთელი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 3 მაისს ნოე ჟორდანიამ საფრანგეთის სოციალისტური პარტიის (რეკონსტრუქტორების) ცეკაში გამოსვლისას დააყენა საკითხი, რა მოხდა საქართველოში – რევოლუცია, აჯანყება-გადატრიალება თუ ომით დაპყრობა – დოკუმენტებით გააშუქა და დაამტკიცა, რომ ეს იყო საბჭოთა რუსეთის მიერ დაწყებული ომი საქართველოს დასაპყრობად.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 2 მაისს სერგეი კიროვი თბილისში ამიერკავკასიის რესპუბლიკების ტერიტორიული საკითხების მოსაგვარებლად შექმნილი სპეციალური კომისიის თავმჯდომარე იყო.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის 24 მაისს ნოე ხომერიკი პარიზში წერილს უგზავნის პოლიტიკურ კომისიას, ატყობინებს, რომ 1-ელ მაისს საქართველოში გაიმართა მენშევიკების მიტინგი. ბოლშევიკებმა ვერ მოითმინეს და მიტინგზე ყველა მენშევიკი დააკავეს, მათ შორის იყვნენ სოლომონ ჯიბლაძე და ვლასა მგელაძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მაისში მურად გუნთაიშვილსა და სულეიმან კაიკაციშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ერთდროული დახმარება მისცა, თითოს 300 000 მანეთი.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლის მაისში ლავროსი კალანდაძე მიიღეს კომუნისტური პარტიის წევრად.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ ნიკოლოზ ჭუმბურიძე დააპატიმრა.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ გიორგი ფაღავა დააპატიმრა.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ გიორგი ნესტორის ძე ანჯაფარიძე დააპატიმრა.