რეგისტრირებული ფაქტები89942
სორტირება თარიღი კლებადობით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს საქართველოს ტექნიკური საზოგადოების სხდომაზე ინჟინერმა აბრამ ცეიტლინმა ნავთის წარმოების შესახებ მოხსენება გააკეთა. საზოგადოებამ დაადგინა, ნავთის წარმოება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხად მიეჩნიათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს საქართველოს ტექნიკური საზოგადოების სხდომაზე სამთო სამმართველოს გამგე ივანე ყიფშიძემ წაიკითხა მოხსენება საქართველოში ნავთის წარმოების შექმნის უახლოესი პერსპექტივების შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს, საღამოს არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრებაზე ალექსანდრე ასათიანმა წაიკითხა მოხსენება საქართველოს ეკონომიური ვითარების შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს არასოციალისტური პარტიების კონფერენციაზე გრიგოლ ვეშაპელმა წაიკითხა მოხსენება საქართველოს საგარეო მდგომარეობის შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს, 7 საათზე საქართველოს ტექნიკურ საზოგადოებაში გაიმართებოდა კრება. მოხსენებებს წაიკითხავდნენ: ინჟინერი ა. ცეიტლინი − „საქართველოს ნავთის მრეწველობის ისტორია“, ინჟინერი ი. ყიფშიძე − „უახლოესი პერსპექტივები საქართველოში ნავთის მრეწველობის შექმნისა“ და ასევე „ტყვარჩელის ქვა-ნახშირი და საკონცესიო ხელშეკრულება იტალიელებთან“. დასწრება თავისუფალი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრებამ (თავმჯდომარე ალექსანდრე შანშიაშვილი) ერთხმად დაადგინა, გაერთიანებული პარტიისთვის ეწოდებინათ „საქართველოს დემოკრატიული პარტია გაერთიანებული ეროვნულ-დემოკრატიული, ეროვნული, რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტია და უპარტიოთა კავშირი“.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს გამართული არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრების თავმჯდომარე იყო ალექსანდრე შანშიაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 23 იანვარს, დილის 11 საათზე საზაფხული წრის ბინაზე (ვერის ხიდთან) სახლის მეპატრონთა საერთო კრება გაიმართებოდა შემდეგი დღის წესრიგით: 1. ნაფიცი ვექილის, ნ. ე. მზარეულოვის მოხსენება საქართველოს ქვეშევრდომობის საკითხთან დაკავშირებით და ქალაქის საბჭოს არჩევნები, 2. საარჩევნო კომისიის არჩევა და 3. მიმდინარე საქმეები.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 იანვარს ვლადიმერ მიხეილის ძე კობახიძეს სოფელ ხეთაში დაკრძალავდნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 იანვარს ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში ექიმ თადეოს პავლეს ძე ბურჯანაძეს 40 დღის წირვას და პანაშვიდს გადაუხდიდნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 23 იანვარს ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ნინო იოსების ასული მაყაშვილი-ბრივკისას პანაშვიდი გაიმართებოდა. წირვის შემდეგ მას იმავე ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო იოსების ასული ბრივკისა თამარ ზაქარიას ასულ თარხნიშვილის ძმისშვილი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო იოსების ასული ბრივკისა პოეტ კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილის ძმისშვილი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იოსებ, ილია, კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილები და თამარ ზაქარიას ასული თარხნიშვილისა და-ძმანი იყვნენ.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო ბრივკისა იოსებ ზაქარიას ძე მაყაშვილის ქალიშვილი იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო იოსების ასული ბრივკისა ილია ზაქარიას ძე მაყაშვილის ძმისშვილი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 23 იანვრის N1 ბრძანების თანახმად, გენერალი ილია ზურაბის ძე ოდიშელიძე რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა. დოკუმენტს ხელს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია აწერდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 23 იანვარს სოფ. ოტობაიაში გამართულ საქართველოს დემოკრატიული (ეროვნულ-დემოკრატიული) პარტიის თანამოაზრეთა კრებას 400-მდე კაცი დაესწრო. კრებაზე აირჩიეს კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: დიმ. ბესელია, არ. მესხია, ნ. კიზირია, ნოე ფატურია.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგანგებო მისია სიმონ მდივანის თავმჯდომარეობით ქალაქ სამსუნიდან ანგორისკენ (ანკარა) ავტომობილებით გაემართა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანკარაში გაგზავნილი საქართველოს საგანგებო მისია სიმონ მდივანის თავმჯდომარეობით ტრაპეზუნდში ჩავიდა. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები დელეგაციას ზეიმით დახვდნენ, მათ პატივსაცემად გაიმართა ჯარების აღლუმი, შემდეგ კი გუბერნატორის სასახლეში – ბანკეტი.

