საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90615

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 3 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „გეგეჭკორის განცხადება“ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 3 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ტიტე მარგველაშვილის წერილი „მუნიციპალური მეურნეობა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 3 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „მენშევიკური მოქალაქობრიობა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის ბოლო სხდომაზე აირჩიეს პარტიული პერიოდული ორგანოს, გაზეთ „საქართველოს“ სარედაქციო კოლეგია შემდეგი შემადგენლობით: სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, რაფიელ ინგილო (ივანიცკი), ლელი ჯაფარიძე, სანდრო შანშიაშვილი და ტიტე მარგველაშვილი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 3 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ელისე პატარიძემ გამოაქვეყნა „წერილი რედაქციის მიმართ“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 თებერვალს გაქურდეს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების, მ. თავდიდიშვილისა და ა. მინოვიჩის ოთახი ჭავჭავაძის ქუჩა N12-ში, წაიღეს 200 00 მან. ღირებულების ნივთები. დაზარალებულებმა განაცხადეს მეორე კომისარიატში და სისხლის სამართლის მილიციაში.

1921

ტიპი: მფლობელობა

1921 წლის 2 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ვასილის ძე მაჩაბელი ფლობდა ბინას მისამართზე: პეტრე დიდის ქუჩა N9, ბინა 1.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 2 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ელენა კონსტანტინეს ასული მაჩაბელი ნიკოლოზ ვასილის ძე მაჩაბლის მეუღლე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 2 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილია ვასილის ძე მაჩაბელი ნიკოლოზ ვასილის ძე მაჩაბლის ძმა იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 2 თებერვალს ნიკოლოზ ვასილის ძე მაჩაბლის პანაშვიდი დანიშნული იყო საკუთარ ბინაზე, მისამართი: პეტრე დიდის ქუჩა N9, ბინა 1.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 2 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) მოხუცის ფსევდონიმით წერილი „მწარე ფიქრები“ (ნაწილი 2) გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 2 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „თბილისის არჩევნებისთვის“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარე - დ. კარიჭაშვილი, მდივანი - ვ. ბურჯანაძე, წევრები: ს. იაშვილი, ვ. წულაძე, ი. ვართაგავა, ი. გიორგობიანი, მ. კაკაბაძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი სევასტი გაჩეჩილაძის მიერ წარმოდგენილი პოემის ,,საღათას ძილი"/ ,,ჯიბილოს ნაამბობის" გამოცემის შესახებ. ამ საკითხის გარჩევა იპოლიტე ვართაგავას მიენდო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1 თებერვალს ქ.შ.წ.კ. გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკასიის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოთხოვნა ქართული სკოლისთვის 50ც. Р(ძველებური დიდი ,,რ"), е. 2-ი და მასწავლებელთა კავშირის გამოცემული საბვშვო წიგნების გაგზავნის შესახებ. განჩინებამ წიგნების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1 თებერვალს ქ.შ.წ.კ. გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა მოქალაქე მიქაძისთვის 52.000 მანეთის მიცემის შესახებ. სკოლის შესანახი თანხის ანგარიშში 1921 წელს ეს ფული მიქაძეს მიუღია სკოლის საჭიროებისთვის . განჩინებამ მიიღო გადაწყვეტილება 52.000 მანეთის მიცემისა და დადასტურების შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1 თებერვალს ქ.შ.წ.კ. გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ. განჩინებამ მიიღო გადაწყვეტილება გადადებულიყო სკოლის შესანახად ნახევარი მილიონი (500.000), იმჟამად უნდა მისცემოდა 100.000, ხოლო სკოლის გამგეს განჩინების თანახმად მოეთხოვოს დაწვრილებითი ანგარიში სკოლის საჭიროებებზე გაწერილი ხარჯების.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის ყოფილი ნოქრის, ივ. მელაძის თხოვნა ყველა იმ სახელმძღვანელოს უფასოდ მიცემის შესახებ, რომლებიც საზოგადოებამ მისი სამსახურის დროს გამოსცა. გამგეობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქალაქის სტამბის კავშირთა გამგის, ნესტორ გელოვანის განცხადება. ის „დედა ენის“ პირველი და მეორე ნაწილების თითოეული ეგზემპლარის დაბეჭდვაში 12 მანეთს ითხოვდა. წიგნების გამოცემის საქმეს თევდორე კიკვაძე აწარმოებდა. მისი აზრით, სამართლიანი იქნებოდა, ცალზე 9-10 მანეთი მიეცათ. თავდაპირველი გარიგების თანახმად, მას თითო წიგნზე 6 მან. ერგებოდა, მაგრამ შემდეგ ტირაჟი შეიცვალა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს იოსებ ავალიშვილის რეცენზია შაფაქიძის „თვალსაჩინო გეომეტრიის“ შესახებ. განჩინების გადაწყვეტილებით, შაფაქიძის წიგნს დაუბრუნებდნენ ავტორს სასწავლო კომიტეტში წარსადგენად და თუ მოიწონებდნენ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომას, მიიღებდნენ დაბეჭდვის გადაწყვეტილებას. განჩინების თანახმად, იოსებ ავალიშვილისთვის გამგეობას 200 თუმანი უნდა მიეცა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საზოგადოების წევრმა თ. კიკვაძემ მოახსენა, რომ ის არ ეთანხმებოდა 25 იანვრის სხდომაზე გამგეობის მიერ გამოტანილ დადგენილებას. ამ დადგენილების მიხედვით, გამგეობის წევრ ნინო ნაკაშიძეს, იმ შემთხვევაში თუ ის არ დააბრუნებდა სესხად წაღებულ 18 ფუთ ქაღალდს, ფუთში 15000 მანეთი უნდა გადაეხადა. კიკვაძის თქმით, ქაღალდი, რომელიც გამგეობამ ნაკაშიძეს ასესხა ბაზარზე ფუთი 35000 მანეთად ფასობდა. 18 ფუთში გამგეობას 530000 მანეთი უნდა აეღო, ხოლო დადგენილებით განსაზღვრული ფასის მიხედვით 270000 მან. რის გამოც, ზარალი 360000 მანეთს შეადგენდა. 11 იანვრის სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, ქაღალდის შეძენა ფუთი 20000 მანეთად. ის ქაღალდი პატარა ფორმატის იყო და მხოლოდ ბროშიურებისთვის გამოდგებოდა. მიუხედავად ამისა, მეპატრონემ 24000 მანეთზე ნაკლებად არ დათმო. ნაკაშიძემ ქაღალდი ისესხა და ვალდებული იყო დაებრუნებინა ისეთივე ხარისხის ქაღალდი ან გადაეხადა იმდენი, რომ საზოგადოებას თვითონ შეეძინა ეს ქაღალდი. კიკვაძის აზრით, გამგეობას არც ზნეობრივი და არც იურიდიული უფლება არ ჰქონდა, შინაურულად საქმის მოგვარებით ამოდენა ზარალი მიეყენებინა საზოგადოებისთვის.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს განცხადება გამგეობის წევრებისთვის ჯამაგირის 100%-ით მომატების შესახებ. განჩინების თანხმად ეს სიახლე ყველაზე უნდა გავრცელებულიყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საზოგადოების წევრმა თ. კიკვაძემ მოსთხოვა, მისი მოსაზრებები იმ წლის 25 იანვრის სხდომაზე გამგეობის მიერ გამოტანილ დადგენილებებთან დაკავშირებით, დაერთოთ სხდომის ოქმისათვის.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ს. ბახტაძის წინადადება მაღაზიის საქმეთა მოწესრიგების თაობაზე. იგი კვლავ ითხოვდა, რომ გამგისა და მისი თანაშემწისთვის მაღაზიის ნავაჭრიდან პროცენტი მიეცათ. გამგეობამ პრეზიდიუმს დაავალა, ან საკითხის გასარკვევად სპეციალისტები მოეწვიათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას პარმენ თვალჭრელიძის (ცახელი) მეუღლე სთხოვს 10000 მანეთს ავანსად თვალჭრელიძის წიგნის „გურგენ რაინდი“ ჰონორარიდან. გამგეობამ დააკმაყოფილა მისი თხოვნა.