საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81860

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით კლდიაშვილის იუბილესთვის მწერალთა კავშირი  სპეციალურ, საიუბილეო კრებულს ამზადებდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ ქალაქის მოურავის, ბენიამინ ჩხიკვიშვილის განცხადებით, სინამდვილეს არ შეეფერებოდა ქალაქში გავრცელებული ხმები თბილისში კერძო ელექტრონის სადგურების მუნიციპალიზაციის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ გამოვიდა სარგის კაკაბაძის „საქართველოს მოკლე ისტორია“. წიგნი მოიცავდა ახალი საუკუნეების ეპოქას მე-16 საუკუნიდან უკანასკნელ დრომდე, თანდართული ჰქონდა ისტორიული რუკა, ფასი იყო 50 მანეთი.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 10 თებერვალს ელენე კონსტანტინეს ასულ ბარათაშვილს საკუთარი სახლიდან (ოლღას ქ. N20) ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენებდნენ და ვერის წმ. ნიკოლოზის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნაფიცი ვექილი იასე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი და მისი მეუღლე ელენე კონსტანტინეს ასული სვიმონიშვილი ფლობდნენ სახლს ოლღას ქუჩა N20.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის მზრუნველობის სამინისტროს წარმომადგენელმა საქართველოში დავითხანიანმა პრემიერმინისტრ ალექსანდრე ხატისოვს დეპეშით აცნობა, რომ ფოთში გემით ჩამოვიდა 850 სამხედრო ტყვე, რომლებიც 1-ელ თებერვალს სომხეთში გაემგზავრნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „იძულებითი ჩამორთმევა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ შალვა ბერიძის წერილს „ნაციონალური ჰიმნი“ ერთვის რედაქციის შენიშვნა. რედაქციის განცხადებით, ვინაიდან ნაციონალური ჰიმნის აღიარების საკითხი საკმაოდ საყურადღებო იყო, ამიტომ მუსიკოსებს ამის შესახებ უნდა გამოეთქვათ თავისუფალი აზრი, რასაც სიამოვნებით დაუთმობდა თავის ფურცლებს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორთან სადარბაზოდ საფრანგეთის მისიის თავმჯდომარე მაიორი დე ნონანკური და უკრაინის დიპლომატიური რწმუნებული კრასკოვსკი იმყოფებოდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ასლან აბაშიძის „წერილი რედაქციის მიმართ“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაადგინა, მონაწილეობა მიეღო დავით კლდიაშვილის იუბილეში, რომელიც გაიმართებოდა 15 თებერვალს, 20 საათზე. იუბილარს საზოგადოების სახელით მიულოცავდნენ დავით კარიჭაშვილი და მეთოდე კაკაბაძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთს „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში დაიბეჭდა ახალი წიგნები: პროფესორ გიორგი ახვლედიანის რუსული ენის გრამატიკა (ფასი 15 მან), გიორგი ნათაძის „ინგლისის მოკლე ისტორია“ (ფასი 31 მან.) და რომანოზ ხომლელის „ნ. ბარათაშვილი და მისი დრო“ (ფასი 21 მან). გამოცემები იყიდებოდა საზოგადოების მაღაზიაში (რუსთაველის გამზირი N9, სასტუმრო „ორიანტის“ ქვეშ).

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალჟირისა და ტუნისის სპეციალური წარმომადგენელი დიურანი ასევე იყო საფრანგეთის დიდი ბანკის წარმომადგენელი და თბილისში აპირებდა ამ ბანკის განყოფილების დაარსებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ (მინისტრი ნოე რამიშვილი) წინადადება მისცა სტამბის მეპატრონეებს, რათა დამფუძნებელი კრების 1919 წლის 16 დეკემბრის კანონის თანახმად, სამინისტროსთვის გაეგზავნათ გაზეთისა და სხვა ბეჭდვითი სიტყვის ნაწარმოების 2-2 ეგზემპლარი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ჭიჭინაძემ მთავრობის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რათა ქალაქთა და ერობათა სასურსათო ოპერაციებისთვის გადადებულიყო 45 მილიონი მანეთი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ მიწათმოქმედების სამინისტროს (მინისტრი ნოე ხომერიკი) ცნობით, რაჭის, ქუთაისის, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები სათესლე მასალის (1 მილიონი ფუთი) უქონლობას განიცდიდა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 10 თებერვალს ნინო ზაალის ასულ ჩიკოიძეს პეტრე-პავლეს ეკლესიაში გადაასვენებდნენ.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 9 თებერვალს ზესტაფონიდან ანდრო ივანეს ძე აბაშიძე თბილისში ვაჟთა მეხუთე გიმნაზიას სწერდა, რომ 15 თებერვალს დაბრუნდებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 თებერვალს ოლივერ უორდროპი ევგენი გეგეჭკორს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ჟორდანიას მეუღლის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო საღამოზე პატარა სცენაზე რამდენიმე ნომერი წარმოადგინეს: იმღერეს, ბალალაიკაზე დაუკრეს, განსაკურებით დიდი დრო დაუთმეს ცეკვებს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ჟორდანიას მეუღლის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო საღამოზე ძალიან მოეწონა ცეკვები, განსაკუთრებით აღმოსავლური, ხოლო ყველაზე მეტად – მთიელთა ცეკვები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ჟორდანიას მეუღლის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო საღამოზე თანხის შესაგროვებლად „ამერიკული აუქციონი“ გაიმართა. ერთ ებრაელ ქართველს ერგო პატივი, ბავშვთა დასახმარებლად შექმნილ ფონდს მის სახელი დარქმეოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ჟორდანიას მეუღლის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო საღამოზე უფრო დიდი თანხა შეგროვდა, ვიდრე ელოდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ნოე ჟორდანიას მეუღლის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო საღამოზე ახალგაზრდა მხატვარმა მისი პორტრეტის ესკიზი შექმნა და აჩუქა. მოეწონა, თუმცა არ იყო მაღალ დონეზე შესრულებული. ჟორდანიას პორტრეტიც იგივენაირი წარმატებით დახატა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 9 თებერვალს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, ნოე ჟორდანია ძალიან მოსწონდა და უხაროდა მისი მეუღლის მიერ გამართულ საქველმოქმედო საღამოზე მასთან ოთხი საათის გატარების საშუალება რომ მიეცა.