რეგისტრირებული ფაქტები90615
სორტირება თარიღი კლებადობით
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 13 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ილია სოლომონის ძე ალხაზაშვილი გარდაიცვალა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ 13 იანვარს თბილისში, მიხეილის საავადმყოფოში, გარდაიცვალა ქართველი ფარმაცევტი ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი, რომელიც ცნობილი იყო არა მხოლოდ ფარმაციაში, არამედ ქართულ მწერლობაშიც.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 12 იანვარს ივანე პეტრეს ძე წულუკიძეს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში 40 დღის პანაშვიდს გადაუხდიდნენ.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინა თავმას ასული შერვაშიძისა პოლკოვნიკ მიხეილ ლევანის ძე შერვაშიძის მეუღლე იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 12 იანვარს აფხაზეთში, სოფელ კვიტაულში პოლკოვნიკ მიხეილ ლევანის ძე შერვაშიძის 2 წლისთავის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 12-28 იანვარს ევგენი გეგეჭკორი და მ. სუმბათაშვილი შეხვდნენ საფრანგეთის პრეზიდენტ მილერანდს და საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივან პერეტი დე-ლა როკას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ სფორცასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების საკითხებზე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომაზე სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის მოხსენების შემდეგ ოფიცერთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ დადგინდა, ულუფა მისცემოდა იმ ოფიცერთა ოჯახებს, რომლებიც ფრონტზე იყვნენ გაწვეულნი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ თევდორე კიკვაძის მოხსენება საზოგადოების საქმეთა მდგომარეობის შესახებ. მომხსენებლის დაუსწრებლობის გამო განხილვა შემდეგი კრებისთვის გადაიდო.

