საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88290

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ რევიზორ გ. ხუნდაძეს თბილისში პურის დამზადების შემოწმების საქმის გაგრძელება დაავალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ნიკო ნიკოლაძე მექრთამეობაში დაადანაშაულეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ გამოაქვეყნა ბრძნება, რომლითაც მოითხოვა, რომ გადაეყენებინათ და გაესამართლებინათ მომარაგების რწმუნებულები, საყვედური გამოცხადებინათ თბილისის გამგეობისთვის, სამსახურიდან დაეთხოვათ შრომის სამინისტროს მიერ დანიშნული კონტროლიორები და სასურსათო განყოფილების გამგე რუხაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 ოქტომბერს განათლების სამინისტრო სწერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს, რომ ნებას რთავს კონსტანტინე ორჯონიკიძეს ყოველთვე გამოუწეროს 500 მანეთი სპეციალური თანხიდან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „მოუსმინეთ ჰუისმანსს“, რომელიც ეხმაურებოდა გაზეთის რედაქტორ სპირიდონ კედიას მიერ წინა ნომერში დაბეჭდილ წერილს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „სპირიდონ კედიას სიტყვა დამფუძნებელ კრებაში“.

1920

ტიპი: ავტორობა

ალექსანდრე გაჩეჩილაძე სთხოვდა გორის მაზრის განათლების განყოფილების გამგეს, რომ მისთვის მიეცათ მეჯვრისხევის უმაღლეს პირველ დაწყებით სასწავლებელში გამგის ადგილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გრიგოლ რობაქიძის წერილი „რუსთაველის მსოფლიო მზერა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რაჟდენ გვეტაძის ლექსი „მარტოობა შემოდგომის წვიმიან ღამეში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „გაუგონეთ ჰიუსმანსს!..“

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქომბერს სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის მოხსენება ხსენებული გიმნაზიის მასწავლებლის, ალ. ბარნოვის სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზის შესახებ. გიმნაზიის დირექტორის ცნობით, სამსახურიდან განთავისუფლების ზუსტი მიზეზი გიმნაზიის საქმიდან არ ჩანდა, ხოლო თანამოსამსახურეთა აზრით, ალ. ბარნოვს სამსახურისთვის თავი დაღლილობის გამო დაუნებებია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბერს შავი ქვის მრეწველთა საბჭომ გამოაცხადა კონკურსი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი ზდანოვიჩის სახელობის სახალხო სახლის საესკიზო პროექტის შედგენაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს შავი ქვის მრეწველთა საბჭოს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად ჭიათურაში გიორგი ზდანოვიჩის სახელობის სახალხო სახლის აგება იყო დაგეგმილი. ხარჯი ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოს“ უნდა დაეფარა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტში“ გამოქვეყნებული მ. იშხნელის სტატიის მიხედვით, ალექსანდრე მელიქ-აზარიანცმა 26 მაისის ქუჩაზე მდებარე შენობა სომხეთს გადასცა საჩუქრად, რითიც ის ქართველი მენშევიკების რეკვიზიციისგან დაიხსნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტში“ „პროვინციელის“ სახელით ცნობილმა ავტორმა გამოაქვეყნა სტატია „ქუთაისის ერობის ბიუროკრატია“, რომელშიც ქუთაისის სამაზრო ერობის თავმჯდომარე გააკრიტიკა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 2 ოქტომბერს „ნაციონალისტში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ ბენია გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილი საქართველოს სამხედრო მინისტრი გახდებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „ნაციონალისტის“ ცნობით, ინგლისელებისგან არტაანის დაცლის შემდეგ ხალხის განწყობის გასარკვევად იქ ქართველ მაჰმადიანთა დივიზიონერი, ბაშხი-ბეგ მაჩაბელი გაიგზავნა (არტაანის ოლქის ჩრდილო ნაწილის მოსახლეობამ სურვილი გამოთქვა საქართველოს შემოერთებოდნენ).

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტში“ გამოქვეყნდა მ. იშხნელის სტატია „მენშევიკების სიბრძნის ნიმუშები“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნ. გოგიტიძემ განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ყოფილმა მასწავლებელმა ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება ახალ სამსახურში დანიშვნამდე შეიტანა. ხელს აწერენ დირექტორი ნ. გოგიტიძე და საქმისმწარმოებელი ვალერი კიკნაძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 ოქტომბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა, ნ. გოგიტიძემ განათლების სამინისტროს მისწერა, რომ, ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვის თანამშრომლების ინფორმაციით, ბარნოვმა გადაღლილობის გამო დატოვა თანამდებობა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 ოქტომბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნ. გოგიტიძემ განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვის სამსახურიდან წასვლის შესახებ 17 სექტემბრის N383 განცხადება სამინისტროში იყო გაგზავნილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების კრების მდივანი იყო ვასილ მაქსიმეს ძე ბერიშვილი. კრებაზე გადაწყდა, რომ ვინაიდან უსახსრობის გამო ვეღარ ინახავდნენ სამკითხველოს, მთავარგამგეობას ის ქალაქის თვითმმართველობისთვის გადაეცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბერს ვარლამ ბურჯანაძე, იპოლიტე ვართაგავა, იოსებ გიორგობიანი და მეთოდე კაკაბაძე თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბორჩალოს სამაზრო ერობის თხოვნა 100 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ ორი თვის ვადით 50 000 მანეთის ოდენობის კრედიტის მიცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება საზოგადოების თანხის სხვადასხვა ბანკში შენახვის შესახებ.