საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88290

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე 17 ოქტომბრისთვის ადგილობრივი ფილიალის აღსადგენად თბილისში მცხოვრებ საზოგადოების წევრთა საზოგადო კრების მიწვევა გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მაღაზიაში დროებით მიწვეული ნოქრებისთვის თვიურად 6 000 მანეთის დანიშვნა გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება კორექტურის საქმის მოწესრიგების შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ტიტე მარგველაშვილის წერილი „მატყლის მონოპოლია“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 ოქტომბერს მიხეილ იშხნელმა გაზეთ „ნაციონალისტში“ გამოაქვეყნა კრიტიკული სტატია „მენშევიკების სიბრძნის ნიმუშები“, რომელშიც ვარაუდი გამოთქვა, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკის შედეგად საქართველოში არსებული ქონება უცხოელების ხელში აღმოჩნდებოდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 22 სექტემბრის N118 ბრძანების თანახმად, 1-ელი ოქტომბრიდან ხაშურის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელი კონსტანტინე გეგელიძე თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.

1920

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 25 სექტემბრის N115 ბრძანების თანახმად, ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელი ანტონ მუჯირი 1-ელი ოქტომბრიდან დაინიშნა ამავე გიმნაზიის დირექტორად. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.

1920

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 25 სექტემბრის ბრძანების თანახმად, თბილისის ვაჟთა მეექვსე გიმნაზიის მასწავლებელი ამბროსი სვანიძე დაინიშნა ქუთაისის რეალური სასწავლებლის ინსპექტორის თანამდებობაზე 1-ლი ოქტომბრიდან. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.

1920

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 2 ოქტომბრის N117 ბრძანების თანახმად, ქუთაისის ქალთა 1-ელი გიმნაზიის მასწავლებელი ნიკოლოზ დუმბაძე 1-ლი ოქტომბრიდან დაინიშნა ხაშურის გიმნაზიის ინსპექტორის თანამდებობაზე. დედანთან სისსწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნებული იოსებ გობეჩიას ცნობით, ლადო გუდიაშვილსა და დავით კაკაბაძეს იმავე წლის შემოდგომაზე პარიზში გამოფენა უნდა მოეწყოთ.

1920

ტიპი: თანამდებობა

გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი ამბროსი მებურიშვილის განცხადების თანახმად, გიმნაზიაში განმეორებითი გამოცდები და სწავლა 1920 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

გორის სამაზრო ერობის გამგეობა შუამდგომლობდა დაბალი სკოლების მთავარგამგის წინაშე, გორის სამაზრო ერობის სკოლების ინსპექტორის, ალექსანდრე გაჩეჩილაძის მეჯვრისხევის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორად დანიშვნის თაობაზე 1920 წ. I ოქტომბრიდან.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის პირველი ოქტომბრდან ალექსანდრე გრიგოლის ძე გაჩეჩილაძე მეჯვრისხევის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

1920

ტიპი: ავტორობა

მიხეილ გიორგაძე თბილისის ვაჟთა III გიმნაზიის დირექტორს სთხოვს სამინისტროს წინაშე შუამდგომლობას მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 1920 წლის 1-ლი ოქტომბრიდან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის ოქტომბერში სამხედრო სასამართლოს პროკურორმა დ. მირიანაშვილმა ბრალდების ოქმი შეადგინა გიორგი მაზნიაშვილის, არტემ ჯიჯიხიას, პ. ნაზარეიშვილის, ნ. მამულაშვილისა და მ. კანდელაკის სახელზე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 22 სექტემბერს განათლების სამინისტრო სწერს კონსტანტინე გიორგის ძე გოგელიძეს, რომ 1920 წლის პირველი ოქტომბრიდან დანიშნულია თელავის ვაჟთა გიმნაზიაში ინსპექტორის თანამდებობაზე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ნიკიფორე გრიგოლის ძე გეგელია ბათუმის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლად დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის ოქტომბერში დავით კარიჭაშვილმა სენაკის წიგნის მაღაზიაში საჭირო სახელმძღვანელოები გაგზავნა. 

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ელი ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ტიტე მარგველაშვილის წერილი „ბანკები“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 სექტემბერს თბილისში ჩამოსულ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, მარქსიზმის თეორეტიკოსს, კარლ იოან კაუცკის ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, კონსტანტინე საბახტარიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე და დამფუძნებელი კრების სხვა წევრები დახვდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

„ერთობა“ მკითხველს აცნობებს, რომ 1920 წლის 30 სექტემბერს საოპერო სეზონი გაიხსნება ორიგინალური ქართული ოპერით „აბესალომ და ეთერი“, მუსიკა ზაქარია ფალიაშვილისა, დადგამს ალექსანდრე წუწუნავა, იდირიჟორებს ავტორი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 30 სექტემბრიდან ქართული ენის მასწავლებელი მიხეილ გიორგაძე, თანახმად მისი თხოვნისა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 სექტემბერს მომარაგების სამინისტროს საქმეთა მმართველი ე. ლოლაძე და საქმისმწარმოებელი ლ. ნ. ასათიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრს, ნინო ნაკაშიძეს სწერდნენ, რომ სამინისტრო გაჭირვებაში მყოფ ოლღა ჭავჭავაძეს ვერ დაეხმარებოდა ვერც პენსიით, ვერც საკვებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ზაქათლის ოლქის ბედი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, სოხუმის ქალაქის თვითმართველობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბინიათ-ოღლისთვის სახლის ჩამორთმევის შესახბ (რომელიც მუშათა სასახლედ უნდა გამოყენებინათ) დადგენილების დამტკიცება სთხოვა.