საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81990

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 ივლისს ოზურგეთის თეატრში გიორგი ქუჩიშვილის, ნოე ჩხიკვაძის, გალაკტიონ ტაბიძის, პოლიევქტოს ირეთელის, მარგარიტა წულუკიძისა და სხვ. მონაწილეობით ლიტერატურული საღამო უნდა გამართულიყო, მაგრამ მონაწილეთა ნაწილის დაუსწრებლობის გამო საღამო არ შედგა.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 26 მაისს თბილისის მმართველობის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო იაგორ, სოლომონ და ზაქარია პატარკაციშვილების სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეებს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 26 მაისს თბილისის მმართველობის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო მოსე ოჰანეზის ძე აღამოვის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 26 მაისს თბილისის მმართველობის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო კარაპეტ ალავერდის ძე ალავერდოვის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 19 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქართული თარგმანი კონსტანტინე მამაცაშვილის რუსულენოვანი წერილისა „რამდენიმე ცნობა საქართველოზე“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 17 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რაფიელ ივანიცკის ნარკვევი „გურაჯი“ ინგილოს ფსევდონიმით.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 13 მაისს თბილისის თეატრში გაიმართა პრემიერა გიორგი ერისთავის დრამისა „მაიკო“. შესვენებაზე მევიოლინე ალექსანდრე მარკევიჩმა შეასრულა ნაწარმოები Fantaisie caprise.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 8 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის წერილი „რამდენიმე სიტყვა შესახებ კ. ბ. ჯორჯაძისა“ ბარბარე ჯორჯაძის შემოქმედების შესახებ.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 27 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის მიერ თარგმნილი ფრაგმენტი ფრიდრიხ შილერის დრამისა „ვილგელმ ტელლი“.

1867

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეხუთე ნაწილი გიორგი წერეთლის მოთხრობისა „გვრიტია“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 13 სექტემბერს გაზეთი „დროება“ იუწყება, რომ მესამედ გამოიცა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 9 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მიხეილ ბეთანიშვილის წერილი-ნეკროლოგი ოდესაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პუბლიცისტისა და სტუდენტის, თომა მაჭავარიანის შესახებ.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესოვის კორესპონდენცია გორის მაზრის სოფლებში მცხოვრები გლეხობის ყოფაზე ბატონ-ყმობის გაუქმების შემდეგ.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 28 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეხუთე ნაწილი ფილიპე დათეშიძის ნარკვევისა „მუშა ხალხის ქალის და ოჯახის მდგომარეობა ევროპის წინა-სახელმწიფოებში“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 16 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნა ნიკო ცხვედაძის მოსაგონარი მოსკოვში გარდაცვლილი დეკანოზის, მიხეილ გურგენიძის შესახებ, რომელსაც მოსკოვში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებზე უზარმაზარი ამაგი ჰქონდა.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ლექსი „მოზარე“.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 8 დეკემბერს გაზეთი „დროება“ იუწყება, რომ იოსებ მამაცაშვილის ინიციატივითა და ხელშეწყობით გორის მაზრაში სამი სასოფლო სკოლა დაარსდა.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე კერესელიძის ლექსი „ვუძღვნი ა. ფ.-ს“.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 25 მარტს თბილისში აკურთხეს გენერალ-ფელდმარშალ მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის ძეგლი, რომელსაც დაესწრო დიდი მთავრინა, ოლღა თეოდორეს ასული რომანოვა შვილებითურთ.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით თბილისის მაზრის უფროსი, თავადი იოსებ თუმანიშვილი სასამართლოს მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნეს.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით თბილისის გუბერნიის საგლეხო საქმის სამმართველოს წევრი, თავადი ერასტი ჩოლოყაშვილი სასამართლოს მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 11 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო სვიმონ მათუზას ძე მათუზოვის დუქანი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 1-ელ სექტემბერს გორის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად ასლან ნიკოლოზის ძე თარხან-მოურავიშვილის სამი სოფელ კავთისხევში, რომლებიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1968

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 22 მარტს გორის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ივანე და ილია ციციანოვების ვენახი სოფელ ხიდისთავში, რომელიც მეპატრონეებს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 10 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ოტია ბერიძის ლექსი „დედა და შვილი“, რომელსაც წინ უძღვის მისივე წერილი ბავშვების სწორად აღზრდის საკითხებზე.