საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89987

1873

ტიპი: ღონისძიება

1876-1883 წლებში იაკობ ფანცხავა რეპეტიტორობიდან აღებული ფულით კლასგარეშე საკითხავ წიგნებს ყიდულობდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში იაკობ ფანცხავა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის პარალელურად რეპეტიტორობდა.

1883

ტიპი: განათლება

1883-1889 წლებში, ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავა თავისუფალ დროს მთლიანად კლასგარეშე წიგნების კითხვას უთმობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 მაისს სახალხო სახლში რომანოზ ნიკოლოზის ძე სალაყაიას სცენაზე მოღვაწოეობის 20 წლისთავის აღსანიშნავად წარმოადგინეს „პარიზის ღარიბ-ღატაკნი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის ივნისში მწერალი იაკობ თომას ძე ცინცაძე ალექსანდრე ყიფშიძის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 26 აპრილს ბაქოში თეატრალური სეზონის გამოსათხოვარი წარმოდგენა ანტონ ჭუმბურიძის სიმღერით დასრულდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვლადიმერ მირიანაშვილი გერმანიაში ტყვედ წაიყვანეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 26 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ლუკას ძე სიხარულიძის ლექსი „მოწყალების დასა“.

1916

ტიპი: ღონისძიება

ვლადიმერ მირიანაშვილი I მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 26 ივნისს საჩხერის თეატრის კურთხევაზე კიტა გიორგის ძე აბაშიძე სიტყვით უნდა გამოსულიყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 26 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვასილ ურუშაძემ დაწერა ვოდევილი „ფუტურისტები“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 21 აპრილს თელავის საკრებულო დარბაზში მსახიობ ალექსანდრე შანშიაშვილის მონაწილეობით ლიტერატურული საღამო გაიმართა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის მაისში გრიგოლ მესხი კავკასიელ მხატვრებთან მოსალაპარაკებლად თბილისში ჩამოვიდა, რათა მათ ქუთაისში სურათების პირველ გამოფენაში მიეღოთ მონაწილეობა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 4 მაისს არქიტექტორმა სვიმონ კლდიაშვილმა ხარფუხში სცენის მშენებლობა დაიწყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის მაისში დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის მიერ შედგენილი წიგნი „ქართველების ისლამთან დაკავშირება“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 6 მაისს საექიმო საზოგადოების დარბაზში მღვდელმა მელიტონ კელენჯერიძემ ქართული მართლწერის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს თბილისში გრიგოლ მესხმა რუსი მხატვრების გამოფენა მოაწყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876-1883 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწე იყო ივანე გაფრინდაშვილი.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876-1883 წლებში ნიკო მაღრაძე იყო ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის არითმეტიკის მასწავლებელი.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის ზამთარში იაკობ ფანცხავას დედამ, მაკრინემ მას თვლა შეასწავლა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის ზამთარში იაკობ ფანცხავას დედა, მაკრინე ქართულ ენას ასწავლიდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ხარკოვიდან დაბრუნებულმა ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ სახაზინო პალატაში დაიწყო მუშაობა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ ქუთაისის გუბერნატორის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე თბილისის დეპუტატთა საკრებულოს სამიწათმოქმედო კომისიის მდივნად დანიშნეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლიდან ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე გაზეთ „ივერიის“ თანამშრომელი გახდა.