რეგისტრირებული ფაქტები89988
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს იაკობ ფანცხავა სახბანკის ნიკოლაევის განყოფილების ბანკის თანამშრომლებს გამოემშვიდობა და სამსახურიდან წავიდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 აპრილს იაკობ ფანცხავა გამოცხადდა ფოთის ქალაქისთავ ნიკო ნიკოლაძესთან.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის აპრილიდან ერთი წლის განმავლობაში იაკობ ფანცხავა მსახურობდა ბუღალტრის თანამდებობაზე სახბანკის ნიკოლაევის განყოფილებაში.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს იაკობ ფანცხავამ სახბანკის ნიკოლაევის განყოფილების გამგეს გადასცა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს სანდრო გუგუშვილმა იაკობ ფანცხავას ამცნო, რომ ფოთის ქალაქისთავი ნიკო ნიკოლაძე მას ქალაქის თვითმმართველობაში სამუშაოდ ეპატიჟებოდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის აპრილში იაკობ ფანცხავა სახბანკის ქალაქ ნიკოლაევის განყოფილების გამგესთან გამოცხადდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის აპრილში იაკობ ფანცხავა ნიკოლაევში ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლისთვის ლეტურნოს არც ერთი თხზულება არ იყო რუსულად თარგმნილი, ამიტომ იაკობ ფანცხავას ავტორის „სოციოლოგიის“ წაკითხვა ფრანგულ ენაზე უხდებოდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს „პურ-ღვინოს“ პატრონი ალექსანდრე თოიძე იაკობ ფანცხავას ოთხი თვის განმავლობაში ნისიად არჩენდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს იაკობ ფანცხავა მატერიალური პრობლემების გამო დათანხმდა ფინანსთა მინისტრ სერგეი ვიტეს წინადადებას ქალაქ ნიკოლაევში ბანკის მეორე ხარისხის ბუღალტრად მუშაობასთან დაკავშირებით.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის იანვარში იაკობ ფანცხავამ თავისივე თხოვნის საფუძველზე მიიღო განკარგულება ქალაქ ნიკოლაევის ბანკში მეორე ხარისხის ბუღალტრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის სექტემბერში იაკობ ფანცხავამ უარი თქვა ფინანსთა მინისტრის, სერგეი ვიტეს შემოთავაზებაზე, გადასულიყო ქალაქ პერმში იქაური ბანკის მეორე ხარისხის ბუღალტრის თანამდებობაზე.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს იაკობ ფანცხავა თბილისის სახბანკის კანტორაში დადიოდა და საბანკო ოპერაციებს ეცნობოდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის სექტემბერში, ფინანსთა მინისტრის განკარგულების თანახმად, იაკობ ფანცხავას ბანკის მეორე ხარისხის ბუღალტრის თანამდებობა შესთავაზეს ქალაქ პერმში.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს, საფილოქსერო კომიტეტის დატოვების შემდეგ, იაკობ ფანცხავა თბილისში დარჩა და სამსახურის ძებნა დაიწყო.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა მედვედევმა საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობაზე იაკობ ფანცხავა არ დაამტკიცა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობაზე ივანე ანდრონიკაშვილმა იაკობ ფანცხავა წარადგინა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულ მედვედევს უწყებაში გაახსნევინეს საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის გაზაფხულზე იაკობ ფანცხავა საფილოქსერო კომიტეტის ფილოქსერას მაძიებლის პოზიციაზე სამუშაოს მისაღებად თბილისში ჩამოვიდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ქალაქ ნიკოლაევში ჩასულ იაკობ ფანცხავას გამოუცხადეს, რომ იგი პოლიციის ღია მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
1895
ტიპი: ნასამართლეობა
1895 წელს, ჯანდარმერიაში დაკითხვის შედეგად, იაკობ ფანცხავა პოლიციის ღია მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანეს.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს ქუთაისის ჟანდარმთა სამმართველოში დაკავებულ იაკობ ფანცხავას სამმართველოს ერთ-ერთ ოთახში ამყოფებდნენ და იქვე აწვდიდნენ საკვებს.

