რეგისტრირებული ფაქტები89988
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 სექტემბერს არტაანს დეპუტატი აკაკი ჩხენკელი და გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე ეწვივნენ.
1920
1920 წლის 7 სექტემბერს გარდაიცვალა სახალხო გვარდიის ფერშალი ერ. ასათიანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 სექტემბერს გაიმართა თბილისის სამაზრო ერობის წევრთა მე-8 ყრილობამ უკანასკნელ სხდომაზე ფარული კენჭისყრით ერობის წევრებად აირჩია: დავით ონიაშვილი (ს.დ.) – თავმჯდომარედ, ესტატე ავალიშვილი, ივანე ხელაძე, გიორგი ჯიღაური, მიხეილ იშხანოვი; სარევიზიო კომისიაში აირჩიეს მაქსიმე ბერძნიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 სექტემბერს პოლიექტივ გაგოშიძემ თბილისის მეორე ქალთა გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც ითხოვდა მისი ასულის, ეკატერინე გაგოშიძის მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში მიღებას მეხუთე კლასის მოწაფედ. ასევე გაუგზავნა ეკატერინეს ატესტატი ჭრებალოს უმაღლეს დაწყებითი სასწავლო კურსის დასრულების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 სექტემბერს ალექსანდრე ხელაძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს პროფესიულ კავშირთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ: მიწათმოქმედების სამინისტროს წარმომადგენელი მიხეილ ახალაძე, შრომის კომისარი ქელბაქიანი და რუსეთში წამსვლელი მუშათა დელეგაციის წარმომადგენლები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის შესახვედრად მუშებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგა კომისია. თბილისის გამგეობამ ამ კომისიის წევრად აირჩია გამგეობის წევრი გიორგი კონიაშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 6 სექტემბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის პირველი ოთხი კლასის რუსული ენის მასწავლებელმა ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვმა თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს სთხოვა, 1920-1921 სასწავლო წლის დასაწყისიდან სამსახურიდან გაეთავისუფლებინა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 სექტემბერს სიღნაღში უნდა გადაეხადათ ვასილ ბარნოვის 30 წლის მოღვაწეობის იუბილე. მის შემოქმედებაზე მოხსენებას წაიკითხავდა გ. ლეონიძე, მონაწილეობას მიიღებდნენ კოტე მაყაშვილი, დუტუ მეგრელი, სანდრო შანშიაშვილი და სხვ., იუწყება „ერთობა“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ რედაქციამ ხონის რაიონული კომიტეტისგან რაფიელ ჩიხლაძის ობლების დასახმარებლად 1000 მანეთი მიიღო, რომელიც შეგროვდა განსვენებულის მეგობრის, დავით კაკაბაძის სურათების გაყიდვით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ სამტრედიიდან დაბრუნდა საქართველოს პროფ. კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ხელაძე, რომელსაც დავალებული ჰქონდა რაიონის რკინიგზელთა კავშირის გამგეობაში მომხდარი კონფლიქტის მოგვარება.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, საინჟინრო-ტექნიკური ჯარების უფროსმა, გენერალმა თაყაიშვილმა სამხედრო მინისტრს უმაღლესი სამხედრო-ტექნიკური განათლების განვითარების საჭიროების შესახებ მოხსენება წარუდგინა, რომელიც საავტომობილო და საჰაერო საქმის სპეციალისტთა კადრების მომზადებას ითვალისწინებდა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობაში“ საქართველოს მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭო იუწყება ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის გარდაცვალებას.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობაში“ დაბეჭდილი თეოფანე ზემო აკეთელის წერილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყოფილ წევრ სიმონ ხუხუნაიშვილის ხსოვნას ეძღვნებოდა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ ქაშვეთის ეკლესიაში დანიშნული იყო დამფუძნებელი კრების კანცელარიის მოსამსახურის, ტრაგიკულად გარდაცვლილი ვერა საღარაძის პანაშვიდი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ფინანსთა სამინისტრომ მიიღო ხისგან ქაღალდის გაკეთების სპეციალისტის, როზენკრანცის შუამდგომლობა. იგი აღნიშნავდა, რომ ჰქონდა გაუმჯობესებული ქაღალდის საკეთებელი მანქანები და 7-8 თვის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა ქარხნის ამუშავება. წარადგინა მისი მოწყობის გეგმა და ხისგან დამზადებული საქონლის ნიმუშებიც. სამინისტრომ ეს მასალები შესასწავლად სპეციალისტს გადასცა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობა“ წერს, რომ საინჟინრო-ტექნიკური ჯარების უფროსმა, გენ. თაყაიშვილმა სამხედრო მინისტრს წარუდგინა მოხსენება უმაღლესი სამხედრო-ტექნიკური განათლების საქმის განვითარების საჭიროების შესახებ, რათა ამ გზით მომზადდეს საავტომობილო და საჰაერო საქმის სპეციალისტთა კადრი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 9 სექტემბრის „ერთობას“ რუბენ ყიფიანმა დეპეშით აცნობა, რომ მთელ სვანეთში იარაღის აკრეფა დასრულდა. 4 სექტემბერს მოწვეული ჰყავდათ სვანეთის წარმომადგენელთა კრება ზოგიერთი საკითხის მოსაგვარებლად. ფრანგი მწერალი ქალი ოდეტ კიუნი ყაჩაღებს შეუშინებიათ. ყაჩაღებმა იარაღი რომ ჩააბარეს, მწერალი მათ გახარებული დაემშვიდობა; რამდენიმე დღე მათთან ერთად იმგზავრა დამფუძნებელი კრების წევრმა ვლასა მგელაძემ.

