საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89988

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექვთიმე სვიმონის ძე ვაშაკიძე ექიმი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 აგვისტოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე ინახულა გერმანიის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა ფონ დრიუფელმა, რომელმაც იმ დღეებში საგარეო საქმეთა სამინისტროს თავისი რწმუნებულების ქაღალდი გადასცა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი) სპირიდონ კედია გამოქვეყნდა მეთაური წერილი „კარგი პოლიტიკის შედეგი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 27 აგვისტოს გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ მაქსიმე ონისიმეს ძე გაჟონია „საქართველოსთვის“ და სხვა გაზეთებისთვის განცხადებებს სასამართლოს ქ. N52 იღებდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ნინო ნადირაძისა ალექსანდრე მაკარის ძე ნადირაძის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ნინო ნადირაძისა კონსტანტინე მაკარის ძე ნადირაძის რძალი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ალექსანდრე მაკარის ძე ნადირაძე კონსტანტინე მაკარის ძე ნადირაძის ძმა იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქ სიღნაღში კონსტანტინე მაკარის ძე ნადირაძე გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 აგვისტოს განათლების სამინისტროს მთავარგამგემ ახალქალაქის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორ კირილოვსა და მაზრის კომისარს, დეკანოზ გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძეს მისწერა, რომ სასწავლებელი ფული, ქონება და საქმეები მაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თანდასწრებით გადაეცათ დეკანოზ აბესაძისთვის. აქტი კი სამინისტროში გაეგზავნათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 აგვისტოს ქუთაისში, მუშათა კლუბ ინტერნაციონალში, საქართველოს ცენტრ. კოოპ. კავშირის ინსტრუქტორმა, ი. ირემაშვილმა წაიკითხა ლექცია კოოპერაციაზე. ლექციის წინ ქუთაისის კოოპერ. კავშირის თავმჯდომარემ, პ. თალაკვაძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა კოოპერაციის უდიდესი როლზე ეკონომიკის განვითარებაში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ერთობაში“ ზემო ნიჩბისელი გლეხი აფრია პავლეს ძე ხუტაშვილი აცხადებდა, რომ 1920 წლის 26 აგვისტოს ის დაიბარა კავთისხევის კომისარმა ერეკლე გედევანიშვილმა და შვილის მიყვანა სთხოვა. მის შვილს რა დანაშაული მიუძღოდა, არ უთხრა, მათრახი ურტყა და ჩექმით ფერდები ჩაუმტვრია. ამ ფაქტის გაზეთში დაბეჭდვას ითხოვდა სიმართლის დასადგენად, რომ მთავრობას ყურადღება მიექცია. თუ შვილი იყო დამნაშავე, მას რატომ კლავდნენ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 26 აგვისტოს განათლების სამინისტროს მთავარგამგემ ახალქალაქის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორ კირილოვს მისწერა, რომ პირველი სექტემბრიდან განთავისუფლებული იყო ინსპექტორის მოვალეობისაგან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნიკო კეცხოველის წერილი „ბარათი თუშეთზე“.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 25 აგვისტოს სიღნაღში დამთავრდა სამასწავლებლო კურსები, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამაზრო სკოლების ინსტრუქტორი ნიკო გიორგის ძე ახმეტელაშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი) სპირიდონ კედია გამოქვეყნდა მეთაური წერილი „პოლონეთი და რუსეთი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნ. აზიანის (ნატალია დონდაროვას) წერილი „სიძვირე და მომატება“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლად რუსეთში ინიშნება დამფუძნებელი კრების წევრი გერასიმე მახარაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოში მყოფმა გერმანიის წარმომადგენელმა, გრაფმა ფონ დრიუფელმა სავაჭრო-სამრეწველო პალატას სთხოვა, ხელი შეეწყოთ საქართველო-გერმანიის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებისთვის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 აგვისტოს „ერთობაში“ პროხოროვის (დონის ოლქი) ქვანახშირის მაღაროს მუშები გიორგი ჭილაშვილი და იონა მშვიდობაძე, რომლებიც ვლადიკავკაზის ჩეკაში იყვნენ დატუსაღებულები, მადლობას უხდიან საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველოს კონსულს ვლადიკავკაზში, რომლებმაც ისინი ტყვეობიდან დაიხსნეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 აგვისტოს „ერთობაში“ დაიბეჭდა ფერშალ-ვეტერინარის, ნ. სხულუხიას წერილი „სამრეწველო საკლავ საქონელზედ საპროცენტო ფულის აკრეფის საქმე.“

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ შრომის სამინისტროს რწმუნებული მიხეილ ჯაჯანიძე წავიდა საჩხერესთან მდებარე ტყეში იმ 400 მუშის შრომის პირობების გამოსაკვლევად, რომლებიც რკინიგზის ლიანდაგისა და შეშის დამზადებაზე მუშაობდნენ. მან მაშინვე მიიღო ზომები და მუშებმა ისეთივე პირობებში დაიწყეს მუშაობა, როგორშიც სხვა მუშა-მოსამსახურეები მუშაობდნენ. იქ მან შექმნა „საჩხერის რკინიგზის ხე-ტყის საექსპლუატაციო მუშათა კავშირი“. ექსპლუატატორები კი გააფრთხილეს, მკაცრად დაეცვათ შრომის კანონები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 აგვისტოს „ერთობაში“ დაიბეჭდა ექიმ დიმიტრი ერისთავის წერილი „სიმართლე ახტალაზე“ კურორტის მნიშვნელობაზე, მის მდგომარეობასა და სასწრაფოდ სახელმწიფოს განკარგულებაში გადასვლის აუცილებლობის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გრიგოლ რობაქიძის წერილი „ქართული რიტმიული“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რაჟდენ გვეტაძის ლექსი „ქმრიანი ღვთისშობელი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „დაისი N13“.