რეგისტრირებული ფაქტები82206
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 18 იანვარს სოფელ ურიათუბანში ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გიორგი მიხეილის ძე რჩეულიშვილი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ სტეფანე პეტრეს ძე სტურუას მეუღლე იყო დომნა სტურუა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს ქართულ კლუბში წარმოდგენილი იქნებოდა კონსტანტინე (კოტე) ფოცხვერაშვილის „აშენდა საქართველო“ და მიხეილ ქორელის მიერ თარგმნილი ერთმოქმედებიანი პიესა „სიმართლე“. მონაწილეობდნენ: ალექსანდრე წუწუნავა, მიხეილ ქორელი, ალექსანდრე არაბიძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, მიხეილ ჭიაურელი, ელენე ციმაკურიძე, მ. მიქელაძე, სანდალა და სხვები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს გორის კათოლიკეთა ეკლესიაში ჩატარდა სამადლობელი წირვა და პანაშვიდი საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო, სიტყვა წარმოთქვა მღვდელმა კ. საფარაშვილმა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მისალმებისა და მილოცვის წერილები მოუვიდა ახალქალაქიდან (ერობის თავმჯდომარე ფაჩულიასგან), სიღნაღიდან (ერობის თავმჯდომარე ახმეტელაშვილისგან) და სოხუმიდან (ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეთაგან).
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, თვმჯდომარის ამხანაგი თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და საზოგადოების წევრები: მეთოდე მიხეილის ძე კაკაბაძე, შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (დედაბრიშვილი), ქრისტინე გიორგის ასული შარაშიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის განყოფილების შეკითხვა განყოფილების გამგებლობაში არსებული 29 ბიბლიოთეკა-სამკითხველოს ადგილობრივი ერობისთვის გადაცემის შესახებ. მთავარი გამგეობა დაეთანხმა ბიბლიოთეკების ადგილობრივი ერობისთვის გადაცემის საკითხს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჭყონაგორის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს (დაარსდა 1917 წელს) თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ მისთვის საზოგადოების გამოცემებიდან თითო ეგზემპლარის გადაცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: თანამდებობა
ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარემ 1920 წლის 17 იანვარს განათლების სამინისტროს დაწყ. სასწავლებლის მთავარგამგეს აცნობა, რომ ლაილაშის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორის, ინჯიას ნაცვლად მისი მოვალეობის შესრულება დროებით დაევალა იმავე სასწავლებლის პედაგოგ ერმილე გაბლიანს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს განათლების სამინისტრო სწერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორ ზაქარია კლიმიაშვილს, რომ საბუთებთან ერთად ეგზავნებათ აღნიშნული გიმნაზიის ინსპექტორ გიორგი გიორგიძის ნამსახურეობითი სიაც. ხელს აწერენ: კანცელარიის დირექტორის მაგიერ ალექსანდრე მიქაბერიძე, მდივანი გ. მებუკე, საქმისმწარმოებელი დ. მესხი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამრეწველო გადასახადთა დაწესებულების თხოვნა ხაზინაში დამატებითი გადასახადის – 3 648 მანეთის შეტანის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს ინა ივანეს ასულმა ჟორდანიასამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ახლად დაარსებულ ბავშვთა სახლთან ბიბლიოთეკა-სამკითხველოს მოსაწყობად დახმარება სთხოვა. გამგეობამ მისთვის 500 მანეთის საბავშვო წიგნების გადაცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის სახლის დაზღვევის საკითხი. სახლი 17 იანვრამდე 15 000 მანეთად იყო დაზღვეული. გამგეობის გადაწყვეტილებით, 18 იანვრიდან 30 000 მანეთად უნდა დაეზღვიათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება 3 წლის ვადით 5-მილიონიანი სესხის აღების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მთავრობისთვის უნდა ეთხოვათ სესხი უპროცენტოდ და თუ ვერ მოხერხდებოდა, პროცენტით სამი წლის ვადით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჟურნალ „ჯეჯილის“ 30 წლისთავის აღნიშვნის საკითხი. გამგეობამ ჟურნალის რედაქტორის, ანასტასია წერეთლისთვის 1 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ჭყონაგორის ბიბლიოთეკა 1917 წელს საზოგადოების შუამდგომლობით დაარსდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს ნიკოლოზ (ბაჩანა) რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დასაბეჭდად წარუდგინა თავისი ნაწერები და ავანსად 5 000 მანეთი სთხოვა. გამგეობამ ავტორს 2 500 მანეთი გადასცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების ბინის გამოცვლის საკითხი განიხილეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სენაკის განყოფილება აუცილებლად მიიჩნევდა თავის გამგებლობაში მყოფი ბიბლიოთეკა-სამკითხველოების ადგილობრივი ერობისთვის გადაცემას, რადგან განყოფილებას მათ შესანახად სახსარი არ ჰქონდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პეტრე სურგულაძის წინადადება ოლღა გურამიშვილისთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენის შესახებ. გამგეობამ ქვრივის მდგომარეობის შესახებ ცნობების მოძიება დავით კარიჭაშვილს დაავალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს ქართულ კლუბში ილია ჭავჭავაძის ხსოვნის აღსანიშნავად გაიმართებოდა დიდი საზეიმო საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ: ივანე გომართელი, ივანე მაჭავარიანი, ნიკოლოზ ერისთავი და სხვები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს ქართულ კლუბში გაიმართებოდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ მარო თარხნიშვილის გუნდი და ნეაპოლიტანის კაპელა. საღამოს უხელმძღვანელებდა ნიკოლოზ ერისთავი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ შავი ქვის მრეწველ ილარიონ დავითის ძე ბერიძის ოჯახი: მშობლები მართა და დავითი, დები ელისაბედ და მატრონა, ძმები გერასიმე, არისტო, სოლომონ, პარმენ, გიორგი, არტემ და ივანე ბერიძეები იუწყებოდნენ, რომ მას დაკრძალავდნენ 17 იანვარს ქ. ხონში.