რეგისტრირებული ფაქტები88290
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის აპრილში ამაღლების ქუჩაზე აღმოაჩინეს ტერორისტ კომუნისტთა ორგანიზაცია, რომლის მეთაური იყო პანტელეიმონ კვინტრაძე. ორგანიზაციის შემოწმებისას იპოვეს პარიკები, ყუმბარები, მაუზერები და 4 მანეთი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის პირველი აპრილის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ ივანე ანდრონიკაშვილი წერდა, როგორ მოიმატებდა ღვინის ფასი და მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე, თუკი მეღვინე-მევენახეები მისი დაყენების ტექნოლოგიას შეცვლიდნენ. მისი აზრით, მარტო მევენახეები ამას ვერ შეძლებდნენ და ეს საქმე კოოპერატივებსა და ღვინით მოვაჭრე სააქციო საზოგადოებებს უნდა გაეკეთებინათ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის პირველი აპრილის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ ველისციხის შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობის წევრი იმ ღვაწლსა და ქველმოქმედებაზე წერდა, რომელსაც მისი ამხანაგობა ეწეოდა. 1919 წლის 28 მარტს შემდგარა კრება, რომელზეც განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიშები, გაანაწილეს მოგება, მაგრამ ამის შემდეგ გამგეობის არჩევნები ჩატარდა და რამდენიმე თანამდებობის პირი შეიცვალა. სტატიის ავტორმა იმედი გამოთქვა, რომ ამხანაგობა გეზს არ შეიცვლიდა და ისევ ისე გააგრძელებდა მუშაობას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ აპრილს ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროს უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს გაუგზავნა ცნობა გიმნაზიის ისტორიის ყოფილი მასწავლებლის კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ასევე აუწყა, რომ იგი გიმნაზიაში 1-ლი მარტიდან აღარ მუშაობდა. ხელს აწერენ დირექტორი და საქმისმწარმოებელი ა. დობორჯგინიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის აპრილში ბოლშევიკები აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიიდან შემოიჭრნენ საქართველოში, მათ წინააღმდეგ საბრძოლველად წასულ ჯარს გენერალი გიორგი კვინიტაძე სარდლობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის აპრილში ქართულმა ჯარმა გენერალ გიორგი კვინიტაძის მეთაურობით აზერბაიჯანისა და სომხეთის მხრიდან საქართველოში შემოსული ბოლშევიკები უკან გააბრუნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის აპრილში, როცა რუსეთის სამხედრო შენაერთებმა ბაქო დაიკავეს და აზერბაიჯანში სამხედრო ხელისუფლება გამოაცხადეს, სერგო ორჯონიკიძემ XI არმიის ნაწილები საქართველოსკენ დაძრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 მარტს იტალია-კავკასიის ბანკის გამგემ შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს აუწყა, რომ ევროპასთან მჭიდრო კავშირისთვის მათ შეიმუშავეს ამიერკავკასიაში რადიოტელეგრამის ექსპლოატაციისა და დამოუკიდებელი საზოგადოების დაარსების პროექტი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 31 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ეროვნული გუნდის გამგემ, კონსტანტინე გიორგის ძე ფოცხვერაშვილმა მთავრობის თავმჯდომარეს ეროვნული გუნდის სუბსიდირების 30000 მანეთამდე გაზრდის შუამდგომლობით მიმართა. ძველი დაფინანსება ვერ აკმაყოფილებდა გუნდის მოთხოვნილებებს. თანხა 26 მაისის სამზადისისთვისაც იყო საჭირო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 31 მარტს თბილისის ჟურნალისტების კრებაზე ო. ბუკშტეინი თავმჯდომარედ აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის მარტში ნოე ჟორდანიამ მიუღებლად ჩათვალა ზუგდიდის მაზრის მასწავლებელთა კავშირის მდგომარეობა, ამიტომ საქმე გამოსაკვლევად შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა.
1920
ტიპი: ავტორობა
30 მარტს ერევნიდან მოვიდა დეპეშა, რომელშიც ხატისოვი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სწერდა ყარაბაღში შექმნილი კონფლიქტის შესახებ. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ივანეს ძე ხატისოვი აზერბაიჯანს სომეხთა შევიწროებასა და ხოცვა-ჟლეტაში, ასევე 1919 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებდა. ხატისოვი ქართულ მხარეს სთხოვდა, გავლენა მოეხდინა აზერბაიჯანის მთავრობაზე, რათა მას შეეჩერებინა თავდასხმა ყარაბ-ზანგეზურზე და ყარაბაღის საკითხი იარაღის საშუალებით არ გადაეწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 მარტს დამფუძნებელი კრების სხდომის თავმჯდომარე იყო ექვთიმე თაყაიშვილი.
1920
ტიპი: ავტორობა
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 30 მარტის სხდომაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ეფრემის ძე ონიაშვილმა წარმოადგინა კანონპროექტი სამაზრო-სასოფლო მილიციისა და ადმინისტრაციის ახალი შტატის შემოღების შესახებ. მაზრისა და რაიონის კომისრის ნაცვლად დამტკიცდა მაზრისა და რაიონის მილიციის უფროსის თანამდებობები.

