რეგისტრირებული ფაქტები91154
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ელიუსა დიმიტრის ასული მამულაიშვილი მარიამ (მანია) აბესალომის ასულ მამინაიშვილის ქალიშვილი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მარიამ (მანია) აბესალომის ასული მამინაიშვილი ანტონ იესეს ძე მამინაიშვილის მეუღლე იყო.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მარიამ (მანია) აბესალომის ასული მამინაიშვილი და ანტონ იესეს ძე მამინაიშვილი ფლობდნენ საკუთარ სახლს მისამართზე − პეტრე დიდის ქ. N25.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ (მანია) აბესალომის ასულ მამინაიშვილის პანაშვიდი გაიმართებოდა საკუთარ სახლში, პეტრე დიდი ქუჩა N25.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მარიამ (მანია) აბესალომის ასული მამინაიშვილისა გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინა ოტიას ასულ აბდუშელიშვილის პანაშვიდი გაიმართებოდა ყოველ საღამოს საკუთარ სახლში, ტერ-გუკასოვის ქ. N15.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 სექტემბერს საქართველოს განათლების სამინისტრომ მთავრობის საქმეთა მმართველობას დაუბრუნა კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს შუამდგომლობა სკოლებში საღვთო სჯულის აღდგენის შესახებ განმარტებით, რომ 1918 წლის 22 ნოემბერს მიღებული კანონის თანახმად, ყველა ტიპის და საფეხურის სახაზინო და კერძო სკოლაში გაუქმდა საღვთო სჯულის სწავლება, ამიტომ შეუძლებლად მიაჩნდა ამ საკითხზე შუამდგომლობის დაკმაყოფილება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 სექტემბერს გაბრიელ ხუნდაძე ლექციების წასაკითხად ლანჩხუთსა და ბათუმში გაემგზავრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 სექტემბრის გაზეთმა „ერთობამ" გამოაქვეყნა სენაკის სამაზრო ერობის გამგეობის განცხადება, რომ ერობის კონტრაგენტები – ზინა კალანდარიშვილი, ანდრია ხოფერია, შამუშე თოფურიძე – აღარ ითვლებოდნენ კონტრაგენტებად და ერობასთან კავშირი არ ჰქონდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ სოფ. ქარელი კულტურით ბევრად მაღლა დგას ქართლის ზოგიერთ სოფელზე. აქ არსებობს თეატრი, სადაც კვირადღეს ადგილობრივი სცენისმოყვარეები წარმოდგენებს მართავენ მასწავლებელ ნატო ყორბესაშვილის ხელმძღვანელობით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 სექტემბერს არტაანს დეპუტატი აკაკი ჩხენკელი და გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე ეწვივნენ.
1920
1920 წლის 7 სექტემბერს გარდაიცვალა სახალხო გვარდიის ფერშალი ერ. ასათიანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 სექტემბერს გაიმართა თბილისის სამაზრო ერობის წევრთა მე-8 ყრილობამ უკანასკნელ სხდომაზე ფარული კენჭისყრით ერობის წევრებად აირჩია: დავით ონიაშვილი (ს.დ.) – თავმჯდომარედ, ესტატე ავალიშვილი, ივანე ხელაძე, გიორგი ჯიღაური, მიხეილ იშხანოვი; სარევიზიო კომისიაში აირჩიეს მაქსიმე ბერძნიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 სექტემბერს პოლიექტივ გაგოშიძემ თბილისის მეორე ქალთა გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც ითხოვდა მისი ასულის, ეკატერინე გაგოშიძის მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში მიღებას მეხუთე კლასის მოწაფედ. ასევე გაუგზავნა ეკატერინეს ატესტატი ჭრებალოს უმაღლეს დაწყებითი სასწავლო კურსის დასრულების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 სექტემბერს ალექსანდრე ხელაძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს პროფესიულ კავშირთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ: მიწათმოქმედების სამინისტროს წარმომადგენელი მიხეილ ახალაძე, შრომის კომისარი ქელბაქიანი და რუსეთში წამსვლელი მუშათა დელეგაციის წარმომადგენლები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის შესახვედრად მუშებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგა კომისია. თბილისის გამგეობამ ამ კომისიის წევრად აირჩია გამგეობის წევრი გიორგი კონიაშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 6 სექტემბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის პირველი ოთხი კლასის რუსული ენის მასწავლებელმა ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვმა თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს სთხოვა, 1920-1921 სასწავლო წლის დასაწყისიდან სამსახურიდან გაეთავისუფლებინა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 სექტემბერს სიღნაღში უნდა გადაეხადათ ვასილ ბარნოვის 30 წლის მოღვაწეობის იუბილე. მის შემოქმედებაზე მოხსენებას წაიკითხავდა გ. ლეონიძე, მონაწილეობას მიიღებდნენ კოტე მაყაშვილი, დუტუ მეგრელი, სანდრო შანშიაშვილი და სხვ., იუწყება „ერთობა“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ რედაქციამ ხონის რაიონული კომიტეტისგან რაფიელ ჩიხლაძის ობლების დასახმარებლად 1000 მანეთი მიიღო, რომელიც შეგროვდა განსვენებულის მეგობრის, დავით კაკაბაძის სურათების გაყიდვით.

