საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88320

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ თედო რაზიკაშვილი ხელთუბანში მოკლეს.

1802

ტიპი: ღონისძიება

1802 წლის 13 ნოემბერს კასპიის ფლოტილია პავლე ციციანოვის განკარგულებაში გადავიდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს აფხაზეთში მოგზაურობის დროს თედო სახოკიამ დაკარგა დღიური, რომელიც შემდგომში საქართველოს მუზეუმში აღმოჩნდა.

1811

ტიპი: ღონისძიება

1811 წელს გენერალ-მაიორმა თეოდორე სიმონოვიჩმა და თამაზ ორბელიანმა კახეთში აჯანყება ჩაახშეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898-1900 წლებში თედო სახოკია სოხუმში თავგანწირვით ებრძოდა რუსული იმპერიალიზმის მიერ ქართველთა გარუსების პოლიტიკას.

1898

ტიპი: ავტორობა

თედო სახოკია წერდა, რომ 1898-1900 წლებში სოხუმში უძრავი ქონება ქართველებს ეკუთვნოდათ.

1826

ტიპი: ღონისძიება

1826 წლის 13 სექტემბერს გენერალ-მაიორი ვალერიან მადათოვი თავისი ჯარით განჯაში ჩავიდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 1-ელ ივნისს გაზეთ „დროებაში“ დავით მიქელაძის ფელეტონი „ლუი ბლანის აზრი ჯონ სტუარტ მილლზე“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 1-ელ ივნისს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის წერილი „ქუთაისის ბანკი“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 1-ელ ივნისს გაზეთ „დროებაში“ დავით მიქელაძის კორესპონდენცია „პარიჟი, 24 მაისს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 8 ივნისს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „ვლადიკავკაზი, 3 ივნისს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 8 ივნისს გაზეთ „დროებაში“ პეტრე ჩერექოვის წერილი „რამდენიმე სიტყვა კომმერციულს სასამართლოზე“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 8 ივნისს გაზეთ „დროებაში“ დავით მიქელაძის კორესპონდენცია „პარიჟი, 1 ივნისს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 15 ივნისს გაზეთ „დროებაში“ ნ. გორელის ფსევდონიმით ნიკო ლომოურის კორესპონდენცია „პეტერბურღი, მაისის 24“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 7 მაისის „დროების“ ცნობით, სიღნაღის მაზრაში მოუსავლიანობის გამო დაზარალებული გლეხების დასახმარებლად ნუხიდან კონსტანტინე ჭიჭინაძემ, ესტატე მაღალაშვილმა და სოლომონ ზანდუკელმა 13 მანეთი შესწირეს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 22 მაისს გორის სასამართლომ განიხილა სოფ. ხიდისთავის მცხოვრებთა საჩივარი გრიგოლ ივანეს ძე ერისთავისა და მღვდელ ტერ-სტეფანოვის წინააღმდეგ, რომელთა ინტერესებს სხდომაზე ვექილი კ. ნ. რეიტერი წარმოადგენდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 1-ელი ივნისის „დროების“ ცნობით, თაღლითი ეპშტეინი ქუთაისში მოსახლეობას ძარცვავდა.

1826

ტიპი: ღონისძიება

1826 წელს გენერალმა ალექსი პეტრეს ძე ერმოლოვმა აიღო ჩეჩნეთის აულები: ატაღი, ჩაქლერი, ურუს მარტანი.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 1-ელი ივნისის „დროების“ ცნობით, სათავადაზნაურო ბანკის მმართველი ილია ჭავჭავაძე და დირექტორი დიმიტრი ყაზბეგი ბანკის ახალი პროექტის შესათანხმებლად პეტერბურგში გაემგზავრნენ.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 7 მაისის „დროების“ ცნობით, პოლიციამ სოფ. ჯიხაიშში შეიპყრო მეტეხის ციხიდან გაქცეული პატიმარი ბეჟან მესხი, ბრალდებული ბრიტანელი სუინსონის მკვლელობაში.

1826

ტიპი: ღონისძიება

1826 წელს გენერალმა ალექსი პეტრეს ძე ერმოლოვმა სამხედრო ექსპედიცია მოაწყო ჩეჩნეთში.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 11 მაისის „დროების“ ცნობით, მეფისნაცვლის მთავარმა სამმართველომ გადამდგარ პორუჩიკ ნიკოლაი გუბარევს ამიერ და იმიერკავკასიაში ოქროს საბადოების სამძებრო სამუშაოების დაწყება დაავალა.

1823

ტიპი: ღონისძიება

1823 წლის ოქტომბერში გენერალ-მაიორმა ალექსი ერმოლოვმა აჯანყების ჩასახშობად დაღესტანზე გაილაშქრა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 25 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის სასამართლო პალატის თავმჯდომარე ალექსანდრე ოგოლინი იმერეთის სასამართლოებში არსებული მდგომარეობის შესასწავლად ქუთაისში გაემგზავრა.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წლის 7 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის გუბერნიის საბჭომ რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილი განმეორებით აირჩია თავადაზნაურობის მარშლის თანამდებობაზე.