რეგისტრირებული ფაქტები93063
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იასონ გიორგის ძე ჭუმბურიძის თხოვნა თავისი შედგენილი „ფიზიკური გეოგრაფიის“ გამოცემის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დუტუ მეგრელის თხოვნა თავისი წიგნების ჰონორარიდან ავანსის მიცემის შესახებ. გამგეობამ 10 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ, მუშათა მაგიდის განცხადებით, დაწესებულებები ვალდებულნი იყვნენ 15 დეკემბრამდე ყველა მუშა-მოსამსახურის ოჯახისთვის წარედგინათ 5 000 მანეთი, რაც საზოგადოებისთვის ერთიანად 63 000 მანეთს შეადგენდა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის სახალხო განათლების სამინისტროს მონაცემების მიხედვით, ეფემია გეგეშიძის მშობლები იყვნენ ანტონ გლახუას ძე და მარიამ გიორგის ასული გეგეშიძეები.
1920
ტიპი: განათლება
სენაკის მაზრის სოფელ საჭილაოს მცხოვრები ეფემია ანტონის ასული გეგეშიძე სახალხო განათლების მინისტრს სწერს, რომ მას სურდა სწავლის გაგრძელება ფოთის ქალთა გიმნაზიის მე-6 კლასში, მაგრამ ადგილობრივმა სკოლის დირექტორმა ნება არ დართო, რადგან დაბადების მოწმობის მიხედვით, ასაკი უშლიდა ხელს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 13 დეკემბრიდან 1921 წლის 16 თებერვლამდე ილია ზურაბის ძე ოდიშელიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ჯარების მთავარსარდალი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 13 დეკემბერს ილია ოდიშელიძე საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 12 დეკემბერს ქალაქ ქუთაისში, საკათედრო ტაძარში ნიკოლოზ ბესარიონის ძე უზნაძის სულის მოსახსენიებლად გადაიხდიდნენ ნახევარი წლის წირვას და პანაშვიდს.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 10 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, შუშანა უზნაძე პედაგოგ დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძის მეუღლე იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 10 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, პედაგოგი შუშანა უზნაძე იყო ნიკოლოზ ბესარიონის ძე უზნაძის რძალი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 10 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ცაცა უზნაძე იყო ნიკოლოზ ბესარიონის ძე უზნაძის რძალი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 10 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე უზნაძე იყო ნიკოლოზ ბესარიონის ძე უზნაძის შვილი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 10 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, პედაგოგი დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძე იყო ნიკოლოზ ბესარიონის ძე უზნაძის შვილი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 10 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი პავლე ნიკოლოზის ძე უზნაძე იყო ნიკოლოზ ბესარიონის ძე უზნაძის შვილი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 10 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ივანე ნიკოლოზის ძე უზნაძე იყო ნიკოლოზ ბესარიონის ძე უზნაძის შვილი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 10 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ლიუბა ნიკოლოზის ასული უზნაძე იყო ნიკოლოზ ბესარიონის ძე უზნაძის შვილი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 10 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ანა მერაბის ასული უზნაძე იყო ნიკოლოზ ბესარიონის ძე უზნაძის მეუღლე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 10 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ ნიკოლოზ ბესარიონის ძე უზნაძის გარდაცვალებიდან ნახევარი წლის შესრულებას იუწყებოდნენ მეუღლე ანა მერაბის ასული უზნაძე, შვილები: ლიუბა, ივანე, პავლე, დიმიტრი, ნიკოლოზი და რძლები: ცაცა, ანა და შუშანა შვილებით. 12 დეკემბერს წირვას და პანაშვიდს ქუთაისის საკათედრო ტაძარში გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 10 დეკემბერს ეროვნული საბჭოს წევრ მიხეილ ნიკოლოზის ძე გედევანიშვილს გამოასვენებდნენ საკუთარი ბინიდან (ჩერქეზიშვილის ქ. სახლი12) და დაკრძალავდნენ კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაოზე.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 10 დეკემბერს ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ლუარსაბ (ლუკა) ბეჟანის ძე ნამგალაძის სულის მოსახსენიებლად წლის წირვასა და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორი ინგლისის პრემიერმინისტრმა დევიდ ლოიდ ჯორჯმა მიიღო. გეგეჭკორმა ლოიდ ჯორჯს საქართველოს იმდროინდელი მდგომარეობა და ამიერკავკასიის პოლიტიკური გარემოებები გააცნო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ანასტასია დავითის ასული ნამგალაძისა იყო ლუარსაბ (ლუკა) ბეჟანის ძე ნამგალაძის მეუღლე.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ექიმი ალექსანდრე პეტრეს ძე წულუკიძე იყო ივანე პეტრეს ძე წულუკიძის ძმა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ელენე პეტრეს ასული წულუკიძე-ფაღავა იყო ალექსანდრე ფაღავას მეუღლე.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, თეიმურაზ ალექსანდრეს ძე ფაღავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ელენე პეტრეს ასული წულუკიძე-ფაღავას და ალექსანდრე ფაღავას ვაჟი იყო.

