საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82144

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ (მაიკო) დიმიტრის ასული ბილანიშვილის ნათესავი იყო გიორგი გაბიტაშვილი, ხოლო მისი მეუღლე – ლოლა გაბიტაშვილი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ (მაიკო) დიმიტრის ასული ბილანიშვილის ნათესავი იყო ბიკენტი მდივანი, ხოლო მისი მეუღლე – თეკლა მდივანი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა ოპერის სახელმწიფო თეატრის აფიშა. თეატრის საოპერო დასის ხელმძღვანელი იყო სერგო ივანეს ძე ევლახიშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა სტატია „სომხეთ-აზებაიჯანის კონფლიქტი (ამიერკავკასიის რესპუბლიკების კონფერენციების მოწვევა)“, რომელშიც გადმოცემული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ევგენი გეგეჭკორის მიმოწერა ერევანსა და ბაქოში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან: ალექსანდრე ხატოსოვთან და ფატალი ხან ხოისკისთან, ასევე მისი დამოკიდებულება ამ კონფლიქტისა და მისი მოგვარების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის გაზეთ „საქართველოში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი იუწყება, რომ მალე გაიმართება ამიერკავკასიის რესპუბლიკათა საერთო კონფერენცია, რომელმაც მშვიდობიანი გზით უნდა გადაჭრას სადავო საკითხები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 იანვრის გაზეთი „საქართველო“ ბერლინში არსებულ რუსულ გაზეთ „პრიზივზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ იაპონიამ ამირბარ კოლჩაკს 30 მილიონი მანეთის მეორე სესხი გაუხსნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პოღოს ნუბარმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ხატისოვს მისწერა, რომ მისი დეპეშიდან გაიგო ზანგეზურში მომხდარი გამარჯვებისა და თბილისში შეთანხმების ამბავი, რის გამოც ნუბარ-ფაშა გამოთქვამდა სიხარულს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ამერიკაში მოქმედი სომხეთის დამოუკიდებლობის კომიტეტი, რომელშიც შედიოდა ზოგიერთი ამერიკელი საზოგადო მოღვაწე, ვაშინგტონის მთავრობას სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ ცნობას სთხოვდა. სენატორმა ვილეასმა კი სენატში მეორე წინადადება შეიტანა: სომხეთში გაგზავნილიყო ამერიკის შეიარაღებული ძალები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ზდანოვიჩის ნების აღმსრულებლის მიერ წარდგენილ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ გარდაცვლილის თანხით 85 000 მანეთის ბანკის გირავნობის ფურცელი ჰქონდათ ნაყიდი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ზდანოვიჩის ნების აღმსრულებლის მიერ წარდგენილ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ გარდაცვლილის სახლი 145 000 მანეთად გაიყიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენება კორექტორების გასამრჯელოს შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, პრეზიდიუმი ჰონორარის შესახებ დროებით მიწვეულ კორექტორებს უნდა შეთანხმებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ზდანოვიჩის ნების აღმსრულებლის მიერ წარდგენილ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ გარდაცვლილს დაახლოებით 12 000 მანეთი ვალი ჰქონდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებს გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება გიორგი ზდანოვიჩის ნაანდერძევი ქონების განაღდების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, გიორგი ზდანოვიჩის ნაანდერძევი ქონების საქმე დასამუშავებლად ვექილებისთვის გადაეცათ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვარს ნიკოლოზ ჯანაშიას მეუღლემ, ელენე ჯანაშიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დახმარება სთხოვა. გამგეობამ მისთვის 5 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ გადილიას თხოვნა მაღაზიის გამგის თანაშემწედ დანიშვნის შესახებ. პრეზიდიუმმა იგი პასუხისმგებელ ნოქრად მიიწვია და ჯამაგირი თვეში 5 000 მანეთი დაუნიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 იანვარს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი იყო, მოადგილე – თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, მდივანი – ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ ერისთავი იყო პირველი ქართული საბავშვო ბაღის თანამშრომელი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 იანვარს იუსტიციის მინისტრმა რაჟდენ არსენიძემ მიიღო დაწვრილებითი მოხსენება დეპარტამენტის მმართველ გიორგი თევდორეს ძე ჟორდანიასგან.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციაზე კრებას საჩხერის რაიონის დელეგატებმა მოახსენეს ცნობები დაპატიმრებული ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გუჯეჯიანის საქმეზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციაზე ნიკო ნიკოლაძემ წაიკითხა მოხსენება „საერობო და საქალაქო თვითმმართველობა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციაზე ალექსანდრე ასათიანმა წაიკითხა მოხსენება „დამფუძნებელი კრების ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის და მთავარი კომიტეტის მუშაობა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციაზე მიხეილ გვალიამ წაიკითხა მოხსენება „პარტიული მუშაობა სოფლად“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციაზე მიხეილ გვალიამ წაიკითხა მოხსენება „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაარსება და მუშაობა შორაპნის მაზრაში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციაზე სპირიდონ კედიამ წაიკითხა მოხსენება „ჩვენი მიმართულება და სოციალისტური პარტიები“.