რეგისტრირებული ფაქტები91154
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 17 ივნისს სოფელ ახალსაყდარში (ოზურგეთის მაზრა) ახალგაზრდა რევოლუციონერი სიმონ ივანეს ძე გუჯაბიძე დაკრძალეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივნისს ხონში სამუსიკო საზოგადოების ადგილობრივმა ფილიალმა გამართა ვოკალურ-ინსტრუმენტული საღამო, რომელსაც ხელმძღვანელობდა მელიტონ კუხიანიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ წერდა, რომ საქართველოს ეროვნული გალერეის დირექტორი, მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე ეროვნული გალერეისთვის სურათების შესაძენად ათვალიერებდა უცხოელ და ადგილობრივ ხელოვანთა კერძო სამხატვრო გალერეებს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ საღამოს, სახალხო კინო-თეატრში (მადათოვის ქ., ალექსანდროვის ბაღის პირდაპირ) გაიმართება მეორე საბავშვო საღამო ი. მ. სუნდუკიანცის ხელმძღვანელობით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იტყობინება, რომ გორის მაზრაში მიწისძვრისგან დაზარალებულთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხაკო ხოფერიამ მთავრობის საგანგებო კომიტეტს გადასცა სოჭსა და სოფ. ლაზარევკაში შეგროვებული 136. 822 მან.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იტყობინება, რომ ცხინვალში ოსების შემოსევის დროს დაიკარგა 14 წლის ნიკა ილიას ძე მაისურაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გერმანიიდან მიღებულია წერილები: ვოლდემარ ტატიშვილის, ალექსანდრე მასხარაშვილის, ისააკ მურუსიძის, ნინა ბერეჟიანის, მიხაკო წერეთელისა და ალექსანდრა გიორგობიანის სახელზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გერმანიიდან მიღებული იყო წერილები თბილისელების – ექიმ მორის გოლდშტეინის, გიორგი გველესიანის, გიორგი შაიშმელაშვილის, ბიქტორ თევზაიას, სოლომონ ვადაჭკორიას, გრიგოლ ვებაცელიასა და მარიამ წერეთლის – სახელზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გერმანიიდან მიღებულია წერილები შემდეგ ქუთაისელთა სახელზე: სოლომონ ხუნდაძის, ნესტორ კაკაბაძის, ზაქარია მოროზოვისა და ბათუმში – ერნისა და ნინა ვარძელოვას სახელზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისს სასამართლოს პროკურორმა შინაგან საქმეთა მინისტრს აცნობა, რომ განკარგულება გასცა „საქართველოს კომუნისტისა“ და „კომუნისტის“ გამოცემის შეჩერების შესახებ, მათი რედაქტორების -- ორახელაშვილისა და თუმანოვის დაპატიმრების შესახებ. გამოძიებას აწარმოებს გამომძიებელი დილევსკი. ორახელაშვილი მიიმალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 17 ივლისს სოფელ ნასირის სასწავლებლის გამგე ავქსენტი ანტონის ძე გულავა ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა სოფელ ჭალადიდში.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 17 ივლისს სოფელ ახალქალაქში მოკლეს ყოფილი მემამულე ალექსანდრა გიორგის ასული თარხნიშვილისა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისს ჭიათურაში აკაკი ჩხენკელმა წაიკითხა მოხსენება რუსეთის, ამიერკავკასიის, კერძოდ, საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისს დეპუტატი აკაკი ჩხენკელი გაემგზავრა ჭიათურაში, სადაც 17-ში უნდა წაეკითხა საჯარო მოხსენება, მეორე დღეს კი მოხსენებით გამოსულიყო ზესტაფონსა და ქუთაისში.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 ივლისის სხდომაზე, რომლის თავმჯდომარე იყო ალექსანდრე ლომთათიძე, ივანე გომართელის წინადადებით მიიღეს მადნეულობის სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადების კანონის საბოლოო ტექსტი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ ფოთში გაემგზავრნენ რუსეთ-საქართველოს სამხედრო გარანტიათა შერეული კომისიის რწმუნებულები. საქართველოს დელეგაციის მხრიდან პ. კოსტანაშვილი გაიგზავნა და რუსეთიდან – ზარიანი. მათ უნდა დაეთვალიერებინათ საკონცენტრაციო ბანაკი და გაერკვიათ, რომელ დაკავებულს სურდა რუსეთში წასვლა. გაირკვა, რომ 500 დაკავებულიდან მხოლოდ 20-მა შეავსო საანკეტო ფურცელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ მთავრობამ დეპეშა მიიღო ახალქალაქიდან, სადაც მრავალრიცხოვან მიტინგზე მოისმინეს ისიდორე რამიშვილის მოხსენება შინაური და საგარეო პოლიტიკის შესახებ, იწონებენ მთავრობის პოლიტიკას და გამარჯვებას უსურვებენ მას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის წლის 16 ივლისს ნოე რამიშვილი ავლაბრის მუშათა კლუბში მოწვეულ ს.ს.-დ მუშათა პარტიის წევრთა კრებას დაესწრებოდა.

