საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93063

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „ხელშეკრულება ერთა ლიგისა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „ალ. ასათიანის სიტყვა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა იასონ ჯავახიშვილის წერილი „სამხედრო სასამართლო“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ N135 ნომერში გამოქვეყნებული ანონსის თანახმად, სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედ სახელმწიფო თეატრში სპექტაკლების დასაწყისი საღამოს 8 საათზე იყო გამოცხადებული. რეპერტუარი: 29 ოქტომბერს დაიდგამებოდა „ევგენი ონეგინი“, 30 ოქტომბერს − მ. მორდკინის ბალეტი, 31 ოქტომბერს − „ტაისი“, ხოლო 1-ელ ნოემბერს − „ვერტერი“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 29 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ფარნაოზ ნიკოლოზის ძე მაყაშვილი იყო რეზო ნიკოლოზის ძე მაყაშვილის ძმა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 29 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ნიკოლოზ მაყაშვილი იყო რეზო ნიკოლოზის ძე მაყაშვილის მამა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 29 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, დარია მაყაშვილი იყო რეზო ნიკოლოზის ძე მაყაშვილის დედა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 29 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, რეზო ნიკოლოზის ძე მაყაშვილი ქ. თელავში, წითელ ხიდთან მამაცურად დაიღუპა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვასილ წერეთლის წერილი „ნაციონალიზაცია“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „ალ. ასათიანის სიტყვა დამფუძ. კრებაში“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო თეატრში დადგამდნენ ოპერა „მეფის სარძლოს“ სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 ოქტომბერს ვლადიმერ დემურიამ და გიორგი გამზარდიამ დავით კარიჭაშვილს მისწერეს, რომ მათ სენაკის წიგნის მაღაზიისთვის კრედიტის გაზრდის შესახებ ცნობა არ მიუღიათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 ოქტომბერს ვლადიმერ დემურიამ და გიორგი გამზარდიამ დავით კარიჭაშვილს მისწერეს, რომ სენაკის წიგნის მაღაზიაში ვაჭრობა შეფერხდა, რადგან მთავარმა გამგეობამ სახელმძღვანელოების გაგზავნა დაუგვიანა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „ალ. ასათიანის სიტყვა დამფუძ. კრებაში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „მოსკოვის ელჩის დაპირებანი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 27 ოქტომბერს სახელმწიფო თეატრში სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით, ოპერა „აბესალომ და ეთერის“ დადგმა იგეგმებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს აგრაფინა ბახტაძემ მიმართა სახალხო განათლების სამინისტროს, რომ გიმნაზიის გამგე კ. გაბარაშვილი ადანაშაულებდა მას, როგორც სწავლის პროცესის ხელის შემშლელს და ინტრიგანს. მიუხედავად იმისა, რომ აგრაფინა ბახატაძე უკვე დანიშნული იყო გიმნაზიის უფროს ქალად კ. გაბარაშვილი მაინც არ სცნობდა მას და სასწავლებლის საქმეები სხვას გადააბარა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 ოქტომბერს სახალხო განათლების სამინისტრომ მიმართა თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების გამგეს, რომ განათლების სამინისტროს კანცელარიის მემანქანე, ეკატერინე ბახტაძე უბინაობის გამო დიდ გაჭირვებაში იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

ეკატერინე ბახტაძის განცხადებით ანასტასიევის ქუჩაზე, სახლი N: 9, თავისუფალი იყო ერთი ოთახი. განათლების სამინისტრო ხსენებული ოთხის ეკატერინე ბახტაძისთვის დათმობას სთხოვდა ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების გამგეს. ბინა უკვე დაკავებული აღმოჩნდა და ბახტაძე უბინაობის გამო ისევ დიდ გაჭირვებაში იმყოფებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „ერთა ლიგის გარშემო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „ალ. ასათიანის სიტყვა დამფუძ. კრებაში“.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 26 ოქტომბერს თბილისის ვაჟთა მე–4 ვაჟთა გიმნაზის მე–7 კლასის მოწაფე ნიკოლოზ (ნიკო) წიკლაურის პანაშვიდი გაიმართებოდა ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 26 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისის ვაჟთა მე–4 გიმნაზის მე–7 კლასის მოწაფე ნიკოლოზ (ნიკო) წიკლაური უდროოდ გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ თბილისის ვაჟთა მე–4 გიმნაზიის მე–7 კლასის მოწაფეები და კლასის დამრიგებელი აპოლონ სამსონია მწუხარებით იუწყებიან ამავე კლასის მოწაფე ნიკოლოზ (ნიკო) წიკლაურის უდროოდ გარდაცვალებას.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 26 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, აპოლონ ტიტეს ძე სამსონია თბილისის ვაჟთა მე-4 გიმნაზიის პედაგოგი იყო.