საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93566

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წელს ილია ოდიშელიძე აღმოსავლეთ ციმბირის მე-6 მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902-1904 წლებში ილია ოდიშელიძე აღმოსავლეთ ციმბირის მე-6 მსროლელი ბრიგადის მმართველობის შტაბ-ოფიცრად მსახურობდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 30 მარტს ასაკობრივი ცენზის გამო ვასილ გაბაშვილი დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან მუნდირით, პენსიით და გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდების მინიჭებით.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904-1908 წლებში ვასილ გაბაშვილი ყურინის 79-ე ქვეით პოლკს ხელმძღვანელობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916–1917 წლებში ანდრია ბენაშვილი კამიშინის 404-ე ქვეით პოლკს მეთაურობდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 1 აპრილს ანდრია ბენაშვილს კაპიტნის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის თებერვალში არტემ ჯიჯიხია 1-ელი ქვეითი დივიზიის მე-4 ქვეითი პოლკის მეთაურად დაინიშნა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს არტემ ჯიჯიხიას შტაბს-კაპიტნის წოდება მიენიჭა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 9 სექტემბერს ალექსანდრე ზაქარიაშვილმა ყურინის 79-ე ქვეით პოლკში დაიწყო სამხედრო სამსახური.

1937

ტიპი: გარდაცვალება

დიდი საბჭოური რეპრესიების დროს, 1937 წელს, დავით რატიშვილი დააპატიმრეს და დახვრიტეს. მისი საფლავი არ არსებობს.

1921

ტიპი: ღონისძიება

დავით რატიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, ემიგრაციაში არ წასულა და დარჩა სამშობლოში.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 3 მარტს დავით რატიშვილი ახალციხის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს დავით რატიშვილი მონაწილეობდა თვითგამოცხადებული სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის, იგივე „ყარსის რესპუბლიკის” შეიარაღებული ძალების და ისლამისტური საბრძოლო რაზმების აგრესიის აღკვეთაში.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 23 იანვარს დავით რატიშვილს გენერლის წოდება მიენიჭა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სომხეთ-საქართველოს ომში დავით რატიშვილი მე-5 ქვეით პოლკს მეთაურობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლიდან დავით რატიშვილი იყო 1-ელი ცხენოსანი პოლკის მეთაური.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის ბოლოს დავით რატიშვილი დაინიშნა კავკასიის ფრონტის ქართული საარმიო კორპუსის ცხენოსანი ბრიგადის მეთაურად.