საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92955

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლების თეატრალურ სეზონზე შაქრო ბერიშვილი სახელმწიფო დრამის თეატრის რეჟისორი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლების თეატრალურ სეზონზე ნინო ალექსანდრეს ასული გამრეკელი-თორელი სახელმწიფო დრამის თეატრში რეჟისორის თანაშემწე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლების თეატრალურ სეზონზე ალექსანდრე წუწუნავა სახელმწიფო დრამის თეატრის რეჟისორი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლების თეატრალურ სეზონზე აკაკი ფაღავა სახელმწიფო დრამის თეატრის რეჟისორი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლების თეატრალურ სეზონზე ალექსანდრე ახმეტელი სახელმწიფო დრამის თეატრის რეჟისორი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლების თეატრალურ სეზონზე ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი სახელმწიფო დრამის თეატრის რეჟისორი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლების თეატრალურ სეზონზე მიხეილ ქორელი სახელმწიფო დრამის თეატრის რეჟისორი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 ოქტომბერს ახალციხის მაზრის სოფელ ქვაბისხევის კომისარი ერასტი მაისურაძე ესწრებოდა ამავე სოფლის მცხოვრებთა კრებას, რომელიც გაიმართა ეკლესიის ეზოში. კრებას ესწრებოდა სოფლის დაახლოებით 30 მცხოვრები. განიხილეს სკოლებში საღვთო სჯულის აღდგენის საკითხი. მათი აზრით, აღნიშნული საგნის ამოღება ვნებდა ბავშვების ზნეობრივ განვითარებას. ერთხმად დაადგინეს, რომ თავიანთ მოთხოვნას წარუდგენენ დამფუძნებელ კრებას და გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქციას. ისინი მოითხოვდნენ საგნის დაუყოვნებლივ შემოღებას განახლებული პროგრამით.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 7 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტის“ მეხუთე ნომერში ვლადიმერ ვაჩნაძის პანაშვიდის შესახებ ცნობა გამოქვეყნდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „სპირიდონ კედიას სიტყვა დამფუძნებელ კრებაში“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში იდგმებოდა ოპერა „სევილიელი დალაქი“. მონაწილეობდნენ: ბოიარსკაია, ოვსიანიკოვა, ზალიპსკი, დროზდო-პოლიაევი, ისეცკი, დემიანენკო, ეზროვი, ქურხული.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 7 ოქტომბერს ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ნელი ვიქტორის ასული მდივანის 40 დღის თავზე წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ვიქტორ ბესარიონის ძე მდივანი ნელი მდივანის მამა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ანა ოტიას ასული მდივანისა ნელი ვიქტორის ასულ მდივანის დედა იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 7 ოქტომბერს სოფიო სოლომონის ასულ ფავლენიშვილს დაკრძალავდნენ დუშეთში, სოფელ საშაბუროში.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ვიქტორ ბესარიონის ძე მდივანი ანა ოტიას ასულ მდივანის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 7 ოქტომბერს პეტრე (ჭიჭიკო) ვასილის ძე კუპრაშვილს დაკრძალავდნენ საფიჩხიის ეკლესიის მახლობლად.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 6 ოქტომბერს ანდრო ივანეს ძე აბაშიძე თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის დირექტორს ავადმყოფობის შესახებ ატყობინებს და დახმარებას სთხოვს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ოქტომბერს მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტში გამართულ თათბირზე საზოგადოება „ჩემოს“ წარმომადგენელმა, კონსტანტინე თუმანიშვილმა ნოე ჟორდანია სახელმწიფოს წინააღმდეგ კერძო პირის ინტერესების დაცვაში დაადანაშაულა.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 6 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე კონსტანტინე თუმანიშვილს მიესაჯა 6 თვით (ადმინისტრაციული წესით) დაპატიმრება მთავრობის თავმჯდომარის შეურაცხყოფის ბრალდებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „ერნესტ ნისი“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მავრა ვასილის ასული კუპრაშვილი პეტრე ვასილის ძე კუპრაშვილის და იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ნოე ვასილის ძე კუპრაშვილი პეტრე ვასილის ძე კუპრაშვილის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ბარბარე დიმიტრის ასული კუპრაშვილი პეტრე ვასილის ძე კუპრაშვილის დედა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ვასილ პეტრეს ძე კუპრაშვილი პეტრე ვასილის ძე კუპრაშვილის მამა იყო.