საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91154

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ვასილ მალაშხია სამხედრო მფრინავ გრიგოლ ვასილის ძე მალაშხიას მამა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი მინადორა (ნადია) ზურაბის ასული ბელქანია ზურაბ გუდუს ძე ბელქანიას ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, თედოტი (ბიჭიკო) ზურაბის ძე ბელქანია ზურაბ გუდუს ძე ბელქანიას ვაჟი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ნინო მალაშხია სამხედრო მფრინავ გრიგოლ ვასილის ძე მალაშხიას დედა იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 26 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, გრიგოლ ვასილის ძე მალაშხია სამხედრო მფრინავი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სტანისლავ პატეკისგან მიიღო ნოტა, რომ პოლონეთი მზად იყო ეცნო საქართველო როგორც დამოუკიდებელი „დეფაქტო“ რესპუბლიკა, იმ მომენტამდე, სანამ საზავო კონფერენცია არ ცნობდა ხალხთა სურვილთან შეთანხმებულ სტატუსს საქართველოს მიმართ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 მარტს სახელმწიფო თეატრში გაიმართა ნინა კოშიცის მერვე გასტროლი, რომლის ხელმძღვანელი სერგო ევლახიშვილი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავაზ-ყადირ გვარამაძისგან მიიღო დეპეშა, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ ახლად შემოერთებული არტაანი განიცდიდა საშინელ შიმშილობას. კომისარი ითხოვდა სურსათის უფასოდ მიწოდებისთვის სათანადო ზომების მიღებას. ასევე ექიმის, ფერშლისა და მსაჯულის გაგზავნას, რომელიც დაგროვილ საქმეებს კანონიერ მსვლელობას მისცემდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების წევრის, ნიკიფორე ბესარიონის ძე იმნაიშვილის წინადადებით მიიღეს დეკრეტი საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეის დაარსების შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, 25 მარტს ნოე ჟორდანიამ თავის მოხსენებაში განაცხადა: „პრინციპულად ბოლშევიკები სცნობენ ერთა თვითგამორკვევას, მაგრამ პრაქტიკულად დღევანდლამდის მათი დამოკიდებულება ჩვენთან ისეთია, როგორც იყო მოხალისეების მხრიდან, როგორც მოხალისეები არ გვცნობდნენ... მათ როგორც წინათ არ სურდათ მენშევიკებთან მეგობრობა, არც ახლა სურთ“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა იოსებ ხანანაშვილის წერილი „რუსეთი და საქართველო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „აფხაზეთის არჩევნები“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, პეტიკო ტრიფონის ძე ლოლაძე ელენა იაკობის ასულ ლოლაძის შვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ჟენია ტრიფონის ასული ლოლაძე ელენა იაკობის ასულ ლოლაძის შვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ნანა ტრიფონის ასული ლოლაძე ელენა იაკობის ასულ ლოლაძის შვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, კოისტიკო ლოლაძე ელენა იაკობის ასულ ლოლაძის შვილი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოში ოლივერ უორდროპს გაუგზავნა ნოტა, რომელშიც გააპროტესტა ბათუმის პორტო- ფრანკოდ (თავისუფალი ეკონომიკური ზონა) გამოცხადება და აღნიშნა, რომ ეს იყო ბათუმის მოსახლეობის ინტერესების ფეხქვეშ გათელვა და საქართველო ამ ფაქტს არასდროს შეეგუებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ავქსენტი აბესაძის წერილი „აჭარა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი„საფრთხის წინაშე“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სოფიო ივანეს ასული ოცხელი-პოლოლიკაშვილისა იოსებ ოცხელის და იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანა სტეფანეს ასული ოცხელისა იოსებ ოცხელის დედა იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოში“ დედა, ანა სტეფანეს ასული ოცხელისა, დები – სოფიო ივანეს ასული პოლოლიკაშვილისა და ნინო ივანეს ასული სააკაშვილისა, ძმები – სიმონ, დავით და კონსტანტინე ივანეს ძე ოცხელები იუწყებოდნენ, რომ 27 მარტს ქუთაისის კათოლიკეთა ეკლესიაში იოსებ ივანეს ძე ოცხელის სულის მოსახსენებლად წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე ივანეს ძე ოცხელი იოსებ ოცხელის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით ივანეს ძე ოცხელი იოსებ ოცხელის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი სიმონ ივანეს ძე ოცხელი იოსებ ოცხელის ძმა იყო.