საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82260

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს მამია ხუხუნაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სასტიპენდიო ვალი – 376. 85 მანეთი დაუბრუნა, ნინო ციციშვილმა – 750, პავლე დადვაძემ – 3000 და სვიმონ ფიცხელაურმა – 1000.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ყოველდღიურ დახმარებას აძლევდა ბათუმის ქართული გიმნაზიის ორ ქართველ მაჰმადიან მოსწავლეს – მურად გულთაიშვილსა და სულეიმან კაიკაციშვილს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს სიმონ ნიკოლოზის ძე ჯანაშიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან 1200 მანეთის ოდენობის სტიპენდია მიიღო.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში კავკავის სკოლას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი განყოფილება ინახავდა. საზოგადოება სკოლას 211760 მანეთით დაეხმარა.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მიერ მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საზოგადოების წიგნსაცავში 2157 ქართული ხელნაწერი და 4795 დაბეჭდილი წიგნი იყო. წლის განმავლობაში კიდევ დაემატა და 1921 წლის პირველი იანვრისთვის 2158 ხელნაწერი და 5025 წიგნი გახდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს დავით კარიჭაშვილისა და თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომებზე განიხილეს რწმუნებულთა საზოგადო კრების მოწვევის, სარევიზიო კომისიის მიერ შედგენილი ანგარიშების, საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანის, დედა ენის შესწორებით გამოცემის, წიგნების გამომცემლობის საქმის გაფართოების, გამოჩენილ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვისა და სხვა საკითხები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს დავით კარიჭაშვილისა და თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომებზე განიხილეს დასაბეჭდად წარდგენილი წიგნების რეცენზიების, მურად გულთაიშვილისა და სულეიმან კაიკაციშვილის დახმარების, საზოგადოების ქონების დაზღვევის, ბითუმად ვაჭრობის, მაღაზიის გამგის დანიშვნის და სხვა საკითხები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 50 სხდომიდან არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი არც ერთს არ დასწრებია.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მიერ მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბათუმის სკოლას საზოგადოების ადგილობრივი განყოფილება ინახავდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავში 6151 უცხო ენაზე დაბეჭდილი წიგნი და ხელნაწერი იყო, 1921 წლის პირველი იანვრისთვის კი მათმა რიცხვმა 6176-ს მიაღწია.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მიერ მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კავკავის სკოლაში 5 განყოფილება იყო, 4 პედაგოგი ასწავლიდა და 340 მოსწავლე ჰყავდათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების გამგებლობაში მხოლოდ ბათუმისა და კავკავის სკოლები დარჩა.

1920

ტიპი: განათლება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მიერ მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბათუმის სკოლაში 3 განყოფილება იყო და 170 მოსწავლე სწავლობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომებს 2-ჯერ დაესწრო საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, 44-ჯერ – დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, 42-ჯერ – თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის თანაშემწე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ პრეზიდიუმი დატოვა და მის ნაცვლად კირილე იესეს ძე ნინიძე აირჩიეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის ვალი 49 225 მანეთი და 26 კაპიკი ჰქონდათ სხვადასხვა პირებს. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე და წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს თბილისის გიმნაზიაში რუსულ ენას ასწავლიდნენ ალექსი ბარსოვი, კ. ს. ზაბეჟკინი, გიორგი აგლაძე და პ. კორხანიდი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების თავმჯდომარე 44-ჯერ იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, 5-ჯერ – თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და 1-ჯერ – სერგო იაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის პირველ იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნუმიზმატიკურ კოლექციაში 5495 მონეტა იყო. მათგან 1513 იყო ქართული, 514 – რუსული, 831 – რომაულ-ბერძნულ-ბიზანტიური, 186 – ევროპული და 2391 – აზიური. წლის განმავლობაში ნუმიზმატიკურ კოლექციას არაფერი შემატებია.