საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91155

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საქართველოს სახელოვნო ცენტრის ინიციატივით 14 მარტს ქალაქის საბჭოს დარბაზში გაიმართებოდა კულტურის სფეროს წარმომადგენელთა კრება. სხდომაზე კავკასიის მუზეუმის ფასადის შეცვლის საკითხი უნდა განეხილათ. გამგეობამ კრებაზე დავით კარიჭაშვილის გაგზავნა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 13 მარტს კალოუბნის ეკლესიაში ოფიცერ პეტრე სოლომონის ძე ჯავროვის წლისთავის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „დამფუძნებელ კრების წლის თავზე“.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 12 მარტს ვაჟთა 1-ელი გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლე კონსტანტინე (კოლია) ნესტორის ძე მერკვილაძე გარდაიცვალა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ეთერ ანტონის ასული გელაზარაშვილი თამარ პეტრეს ასულ გელაზარაშვილის ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, შალვა ანტონის ძე გელაზარაშვილი თამარ პეტრეს ასულ გელაზარაშვილის ვაჟი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ანტონ სტეფანეს ძე გელაზარაშვილი თამარ პეტრეს ასულ გელაზარაშვილის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ელისაბედ სვიმონის ასული ვაჩნაძისა გიორგი დავითის ძე ფორაქაშვილის ბებია იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, თინათინ გიორგის ასული ფორაქაშვილი გიორგი დავითის ძე ფორაქაშვილის დედა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, დავით ილარიონის ძე ფორაქაშვილი გიორგი დავითის ძე ფორაქაშვილის მამა იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, გიორგი დავითის ძე ფორაქაშვილი როტმისტრი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მ. მ. ჯავროვისა პეტრე სოლომონის ძე ჯავროვის რძალი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, გიორგი სოლომონის ძე ჯავროვი პეტრე სოლომონის ძე ჯავროვის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მიტრადიარა იოსების ასული ჯავროვისა პეტრე სოლომონის ძე ჯავროვის დედა იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, პეტრე სოლომონის ძე ჯავროვი მე-4 ქართული პოლკის ოფიცერი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოში“ მეუღლე ანტონ სტეფანეს ძე და შვილები, შალვა და ეთერ გელაზარაშვილები თამარ პეტრეს ასულ გელაზარაშვილისას გარდაცვალებას იუწყებიან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების წევრის, ჰაიდარ ალის ძე აბაშიძის განცხადებით, ოსმალეთისა და აზერბაიჯანის აგენტების განზრახვა ქართველი მუსლიმანების ბრმა იარაღად გამოყენება, ავანტიურაში ჩაბმა და საქართველოს წინააღმდეგ ამხედრება იყო. მათი მთავარი მიზანი ნავთობის ბათუმით თავისუფლად გატანა იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ ეკატერინოდარიდან მიიღო დეპეშა, რომელშიც გორში მომხდარი მიწისძვრის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 მარტს გორის სამაზრო ერობის გამგეობამ დაბალი სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ინსპექტორმა ივ. სანაყოევმა თავისი სურვილით გორის სასწავლებელში მასწავლებლებად დანიშნა გიკაევი და მ. სანაყოევი. ერობამ ინსპექტორ ივ. სანაყოევს აცნობა, რომ გიკაევი არასაიმედო პირი იყო, გარდა ამისა, იგი მთავარგამგის მიერ არ იყო დანიშნული თანამდებობაზე და მიუხედავად ამისა, გიკაევი კვლავ რჩებოდა სასწავლებელში. გორის ერობას ინსპექტორ ივ. სანაყოევის თვითნებური ქმედებები უკანონოდ მიაჩნდა და დაბალი სკოლების მთავარგამგეს სთხოვდა მისი გორის მაზრიდან გადაყვანას. ხელს აწერდნენ მთავარგამგე, გამგეობის წევრი დ. მელიქაძე, საქმისმწარმოებელი ფიდედვაძე.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 11 მარტს სოფელ მელექედურში (გურია) გრიგოლ სპირიდონის ძე ღლონტს დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 13 მარტს თამარ პეტრეს ასულ გელაზარაშვილს მიძინების კათოლიკურ ეკლესიაში (კათოლიკების ქუჩა N13) წირვის შემდეგ სოლოლაკის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 11 მარტს გარდაიცვალა თამარ პეტრეს ასული გელაზარაშვილი.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 10 მარტს ივანე გიორგის ძე ფალავანდიშვილს საკუთარი სახლიდან (ფომინის ქუჩა N3) გადაასვენებდნენ ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში და იმავე დღეს ეკლესიის გალავანში დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 10 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ ხერხეულიძე გრიგოლ სპირიდონის ძე ღლონტის სიძე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 10 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიშა გრიგოლის ძე ღლონტი გრიგოლ სპირიდონის ძე ღლონტის შვილი იყო.