საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82260

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 20 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ივანე ფორაქიშვილისა და ზაქარია სარაჯიშვილის მაღაზიებში პურის არაყი იყიდებოდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 21 აგვისტოს „დროებაში“ სამსონ ყიფიანის წერილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 21 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ანდრია ბენაშვილმა ქართული საეკლესიო გალობათა და სახალხო სიმღერათა ნოტები შეადგინა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ელენე ჩერქეზიშვილის წერილების ნაწყვეტები (პირადი მიმოწერიდან მხოლოდ ზოგადი საკითხების შემცველი ფრაგმენტები).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნინო დავითის ასულ გოგოლაძის (სევდია) თხზულება „ქრისტე აღსდგა!“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია „ბედკრული მომღერალი“ (ია ეკალაძე – თომაანთ კობა).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ქუთაისში ია ეკალაძის თხზულებათა II ტომი გამოიცა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს თბილისში ია ეკალაძის თხზულებათა I ტომი გამოიცა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „სალამი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბეგლარ ახოსპირელის ლექსი „მე, მე ასე მსურს“... (კ. ბალმონტიდან).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სეზმან ერთაწმინდელის პიესის „არონ შეენც?!“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „იცი, ოლოლ!“.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს, იაკიმოვის ქალაქის გამგეობის მდივნად დანიშვნის შემდეგ, ქალაქის თვითმმართველობის სამდივნოს სამუშაო ასე განაწილდა: სტეფანე ჭრელაშვილი საბჭოს ყველა მომამზადებელი კომისიის მდივანი იყო და იაკიმოვი – საბჭოს აღმასრულებელი კომისიებისა.

1817

ტიპი: თანამდებობა

1817-56 წლებში გაბრიელ მათეს ძე ცაგარეიშვილი ჯიხაიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1851

ტიპი: თანამდებობა

1851-87 წლებში ლუკა იოანეს ძე ჩომახიძე ჯიხაიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წლის 26 სექტემბერს ჯიხაიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი ლუკა იოანეს ძე ჩომახიძე გარდაიცვალა.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887-1900 წლებში სამსონ მათეს ძე ცაგარეიშვილი ჯიხაიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-17 წლებში ვასილ იოანეს ძე კახაძე ჯიხაიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1856

ტიპი: თანამდებობა

1856-69 წლებში სტეფანე ნიკოლოზის ძე კიკაჩეიშვილი ჯიხაიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1900

ტიპი: გარდაცვალება

1900 წლის 20 აპრილს ჯიხაიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი სამსონ მათეს ძე ცაგარეიშვილი გარდაიცვალა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ექვთიმე თედორეს ძე ლეჟავა ჯიხაიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900-08 წლებში სერაპიონ მათეს ძე ცაგარეიშვილი ჯიხაიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 11 ნოემბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოებაში გაიმართა თბილისის სახალხო კითხვებისა და წარმოდგენების გამმართველი კომისიის სხდომა მიტკევიჩის თავმჯდომარეობით.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 4 ოქტომბერს კავკასიის ექიმთა საზოგადო კრებამ მოისმინა ქუთაისის ექიმთა საზოგადოების წარმომადგენლის, დიმიტრი ნაზაროვის მოხსენება ამიერკავკასიაში ერობის შემოღების საჭიროების შესახებ და დაადგინა, მთავრობის წინაშე ეშუამდგომლა საერობო დაწესებულებათა შემოღების შესახებ, რადგან ეს იყო ერთადერთი გზა ხალხის ჯანმრთელობის საკითხის მოსაგვარებლად.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის ქიმიური ლაბორატორიის გამგე გიორგი ალიბეგოვი მერძევეთა კრებაზე გამოვიდა წინადადებით თბილისის მერძევეთა კავშირის დაარსების შესახებ. მისი მიზანი იყო რძის პირდაპირ მომხმარებელზე გაყიდვა, რაც სასარგებლო იქნებოდა როგორც გამყიდველისთვის, ისე მყიდველისათვის.