რეგისტრირებული ფაქტები82260
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წელს შორაპნის მაზრის სოფ. ალისუბანში გარდაიცვალა ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე, კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი, სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის სალაროში 81 038 მანეთი და 10 კაპიკი იყო. ოქმს ხელს აწერენ: ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე და წევრები – იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 1-ლი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების აბაშიძისეული მამულის ბალანსი 5000 მანეთი იყო. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 1-ლი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების საურთიერო ნდობის საზოგადოების ბალანსზე 100 მანეთი იყო. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სალაროს ნაშთი 81038 მანეთი და 10 კაპიკი იყო. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის მოქმედების მომავალი გეგმა იყო: 1) იაფფასიანი წიგნების გამოცემა; 2) სტამბის ფართო მასშტაბით გამოყენება; 3) შეძლებისდაგვარად ბიბლიოთეკა-სამკითხველოების დახმარება; 4) სპეციალური ტიპის სკოლების გახსნა; 5) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სკოლების გახსნა ქართველებისათვის; 6) წიგნის მაღაზიისა და საწყობის გახსნა. ხელს აწერს მდივანი კარპეზ ბერიძე.