საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82260

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წლის 30 იანვარს ფარცხნალის მაცხოვრის შობის ეკლესიის მღვდელი ქრისტეფორე შიოს ძე მაჭავარიანი გარდაიცვალა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი გვაზავას სტატია „დიდებული ქართველი მოცეკვავე“ (ელენე ჩერქეზიშვილი).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იპოლიტე ვართაგავას სტატია „ჩვენი ეროვნული რეპერტუარის სიღარიბე“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აპრილში ალექსანდრე სუმბათაშვილს ანგინის გამო ექიმებმა სცენაზე თამაში აუკრძალეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის წერილი „სადღეისო“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის თხზულება „ღია კარი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „ვერვის ვეტყვი...“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე ჭიჭინაძის ლექსი „ედემის კართან“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით კილოსანიძის სტატია „ოგიუსტ როდენი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის თხზულება „სიტყვა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „აღდგომის ღამე“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 აგვისტოს სურამში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ უნდა გამართულიყო წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ნატო გაბუნია-ცაგარლისა და კონსტანტინე ყიფიანი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 10 აგვისტოს „დროებაში“ დაიბეჭდა ნაპოლეონ ამატუნისა და ერთ-ერთი მალაკნის დიალოგი.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 10 აგვისტოს „დროებაში“ სიღნაღში გამართული საქველმოქმედო ღონისძიების შესახებ პეტრე ნაცვალოვის წერილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, უმაღლესმა მთავრობამ დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად დაამტკიცა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, სვიმონ ბეგიაშვილმა რუსული წიგნის „როგორ სცხოვრობენ ჩვენი გარდაცვალებულნი და როგორ ვიცხოვრებთ ჩვენ შემდეგ სიკვდილისა“ თარგმნა დაიწყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ქართულ-რუსული ლექსიკონის პირველი ტომი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 11 აგვისტოს „დროებაში“ ზაქარია ოქუაშვილის სტატია „ხიდისთავი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 13 აგვისტოს „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „აშოთან, თუ შოთა?“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 14 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ივანე მუხრანსკიმ თავად-აზნაურთა კრებაზე განიხილა საკითხი, როგორ დახმარებოდნენ გორის საქალებო სასწავლებელს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 14 აგვისტოს „დროებაში“ ვლადიმერ აღნიაშვილის სტატია „ბიბლიოგრაფიული წერილი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 14 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გრიგოლ ცერცვაძემ ოთხოქმედებიანი პიესა „ევგენი, ევგენიჩ ზანზალოვი“ დაწერა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 15 აგვისტოს „დროებაში“ სამსონ ყიფიანის სტატია „პატარა შენიშვნა ძველი სენაკიდან“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 აგვისტოს „დროებაში“ მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრის თაობაზე ალექსანდრე ჭიჭინაძის განცხადება დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 17 აგვისტოს „დროებაში“ დაიბეჭდა მღვდლის, კალისტრატეს (კირილე ჩიჩუას) წერილი ვარძიის მონასტრის შესახებ.