საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92944

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 მარტს ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოსა“ და სავაჭრო-სატრანსპორტო საზოგადოება „ვულკანს“ შორის ხელშეკრულება დაიდო. ტონაზე 95 ფრანკი ეძლეოდათ. სულ 5 000 ტონა აიღეს. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „ჩემოს“ კომიტეტის თავმჯდომარე გ. დ. ჟურულმა, კომიტეტის წევრებმა – ი. მენაბდემ და ბ. პაპავამ, ვულკანის წარმომადგენელმა როტერდამში ივან სპირიდონის ძე პერსინაკიმ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელი 29 მარტს დაიდო ხელშეკრულება „ჩემოსა“და სავაჭრო და სატრანსპორტო საზოგადოება „ვულკანს“ შორის. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „ჩემოს“ კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულმა და ვულკანის წარმომადგენელმა როტერდამში ივან სპირიდონის ძე პერსინაკმა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 29 მარტს თბილისში ელენე სიმონის ასული კლდიაშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 მარტს სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით სახელმწიფო თეატრში წარმოადგინეს სპექტაკლი „პიკის ქალი“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ვუკოლ ბერიძე განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძის განკარგულებით ვასილ ივანეს ძე კაჩალოვს და მის დასს თბილისში გადმოსაყვანად მეორე კლასის ერთი ვაგონი დაეთმოთ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 მარტს (3 აპრილს) მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ, მდივანმა გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკემ და საქმისმწარმოებელმა დ. მესხმა ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევისა, თავისი თხოვნის თანახმად, 1920 წლის 28 თებერვლიდან მასწავლებლის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ბათომის ოლქში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ავქსენტი აბესაძის წერილი „აჭარა“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 28 მარტს სოფელ ჭალაში ივანე ნიკოლოზის ძე გოგიტიძე დაკრძალეს.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 28 მარტს არმიის არტილერიის დივიზიონის ექიმი იოსებ (სოსო) ალექსანდრეს ძე სიმონიშვილი ხანმოკლე და მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ვლადიმერ ამაშუკელი ნიკოლოზ მურვანიშვილის სიძე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, იოსებ გუნცაძე ნიკოლოზ მურვანიშვილის სიძე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ბაბილინა მურვანიშვილი ნიკოლოზ მურვანიშვილის რძალი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ანასტასია მურვანიშვილი ნიკოლოზ მურვანიშვილის რძალი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ნადია მურვანიშვილი ნიკოლოზ მურვანიშვილის რძალი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მარიამ, ელენა და ეკატერინა მურვანიშვილები ნიკოლოზ მურვანიშვილის დები იყვნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სვიმონ მურვანიშვილი ნიკოლოზ მურვანიშვილის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ლუარსაბ მურვანიშვილი ნიკოლოზ მურვანიშვილის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, კოწია ნიკოლოზის ძე მურვანიშვილი ნიკოლოზ მურვანიშვილის ვაჟი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სოფიო ნიკოლოზის ასული მურვანიშვილი ნიკოლოზ მურვანიშვილის ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სოფიო ნიკოლოზის ასული მურვანიშვილი ნიკოლოზ მურვანიშვილის ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ნატო მურვანიშვილი ნიკოლოზ მურვანიშვილის დედა იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დაბა სურამში ნიკოლოზ (კოლა) მურვანიშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 28 მარტს ალექსანდრე ბადრიძეს საკუთარი სახლიდან (ჩერქეზიშვილის ქუჩა, აჯამეთის შესახვევი N6) გადაასვენებდნენ საბურთალოს წმინდა გიორგის ეკლესიაში და იქვე დაასაფლავებდნენ.