რეგისტრირებული ფაქტები82786
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში მირზა რეზა ხანმა ოლივერ უორდროპთან სტუმრობისას აღნიშნა, რომ ილუსტრაცია – ფირდოუსის „შაჰნამეს“ დასაწყისი – საკმაოდ იშვიათი და გაცილებით ღირებული იყო, ვიდრე მთელი დანარჩენი ხელნაწერი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ელ დეკემბერს ოლივერ უორდროპი შეხვდა ამერიკელ კონსულ დულითლს, რომელსაც ადრეც იცნობდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის სიმღერის კლასში მასწავლებლები იყვნენ: ა. ი. ჯაყელისა, გ. ი. კირილოვისა, რ. ნ. პოლიაევი, პროფესორი ე. კ. რიადნოვი, ო. ა. შულგინა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზუგდიდის მაზრის კომისარმა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს აცნობა, რომ 1919 წლის დეკემბერში დაიჭრნენ ყაჩაღები: ვარლამ და მელიტონ თოდრიები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ქალაქ რომში ფილოსოფიური წრის სხდომაზე პროფესორმა ნოვაროზემ წაიკითხა მოხსენება ამიერკავკასიაში მოგზაურობის შესახებ, სადაც დაწვრილებით განიხილა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა და აღნიშნა, რომ საქართველოს ესაჭიროებოდა პირველადი მოხმარების საგნები, მაშინ როცა მას უამრავი ნედლი მასალა მოეპოვებოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ქალაქ რომში ფილოსოფიური წრის თავმჯდომარე, ცნობილი გეოგრაფი პროფესორი რიკიერი სხდომაზე წრის სახელით მიესალმა ქართველ ხალხს და სიტყვა გადასცა პროფესორ ნოვაროზეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბრიტანული „თაიმსი“ წერდა, რომ 1919 წლის დეკემბერში შემდგარ აზერბაიჯანის ახალ მთავრობაში ზოგიერთი პარტია დამოუკიდებლობას ემხრობოდა, თუმცა იძულებული იყო თავისი პოლიტიკა პანისლამიზმისთვის შეესაბამებინა და ბოლშევიზმს მიმხრობოდა. აზერბაიჯანისა და საქართველოს გარდა დენიკინის წინააღმდეგი იყო დაღესტნის რესპუბლიკა. მასთან მეგობრულ დამოკიდებულებაში მხოლოდ სომხეთი რჩებოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ წერს, რომ 1919 წლის დეკემბერში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მიერ სამხედრო მინისტრის თანამდებობის აღდგენა სასურველი მოვლენა იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში იუსტიციის მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა თბილისის პირველი და მეორე ციხეები დაათვალიერა და იქ არსებული წესრიგით კმაყოფილი დარჩა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში საზავო კონფერენციის უმაღლესი კომისრის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რეიმ საზღვარგარეთ გამგზავრებამდე საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ინახულა. მათ დიდხანს ისაუბრეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში გზათა დეპარტამენტის დირექტორ ბესარიონ ჭიჭინაძის განკარგულებით მგზავრებისთვის მატარებლებში მოეწყო სასადილო სამზარეულოთი, N5 და N6 მატარებლებში (ბაქო-თბილისი) – ბუფეტი ცივი საჭმელებითა და ჩაით.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 30 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიამ გორის სამაზრო ერობას გაუგზავნა მიმოწერა კომისარ გასიევის მიერ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლიდან წაღებული ტყის მასალის დაბრუნების შესახებ. ხელს აწერენ დირექტორი ი. ვ. აფაქიძე, განყოფილების უფროსი, საქმისმწარმოებელი დ. ბოკუჩავა. (ფანქრით მიწერილია თარიღი 3 დეკემბერი.)
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 30 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მთელი თავისი ცხოვრება სამუშაოთი იყო მოცული, ყოველდღე უამრავ წერილს იღებდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ი. ვართაგავა, ი. გიორგობიანი, ს. იაშვილი, ნ. ნაკაშიძე, მ. კაკაბაძე, შ. დედაბრიშვილი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გეგმის პროექტი წიგნის აგენტების შესახებ. გეგმის შედგენა მინდობილი ჰქონდა ვარლამ ბურჯანაძეს. გამგეობამ გადაწყვიტა, წარმოდგენილ ტექსტში შეეტანათ შესწორება და აღენიშნათ, რომ სახალხო საკითხავი წიგნები მიეცემოდათ აგენტებს საკომისიოდ და ფული განაღდებისთანავე ნაწილ-ნაწილ უნდა გადაეხადათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამტრედიის კიოსკის ყოფილი გამგისა და პასუხისმგებელი ნოქრის კოპალეიშვილის თხოვნა კუთვნილი სალიკვიდაციო ფულის (11928 მანეთი) მიღების შესახებ. გამგეობის ცნობით, სამტრედიის განყოფილებას ლიკვიდაციის შემდეგ წიგნების კიოსკი თავისი ქონებით ქალაქის გამგეობას გადაეცა, რომელიც ხელწერილის თანახმად მოვალე იყო დანიშნულ ვადაში გადაეხადა განყოფილების ვალები. 15 ნოემბერს გამგეობას უნდა გადაეხადა 20058 მანეთი 42 კაპიკი. აქედან კოპალეიშვილისთვის უნდა მიეცა 11928 მანეთი. გამგეობის განჩინებით გადაწყდა, განმეორებით მოეთხოვოს პასუხი ქალაქის გამგეობას, რა მიზეზით არ აკმაყოფილებდა კოპალეიშვილს კუთვნილი ფულით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ კანცელარიის თანამშრომელი ა. გძელიძე გიმნაზიისთვის მომზადებას იწყებდა. წიგნების შესაძენად მას 200 მანეთი სჭირდებოდა, რასაც ავანსად ითხოვდა. გამგეობამ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.