საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91155

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს შიო დედაბრიშვილი ვარშავიდან სთხოვდა თედო სახოკიას, ეზრუნა საქართველოში მყოფი ახალგაზრდების „საქართველოს განთავისუფლების ლიგაში“ გაწევრიანებაზე.

1938

ტიპი: ორგანიზაცია

1938 წელს მაყვალა მრევლიშვილი გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1927

ტიპი: ღონისძიება

მაყვალა მრევლიშვილმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1927 წელს.

1909

ტიპი: პირადი ინფორმაცია

მაყვალა ალექსანდრეს ასული მრევლიშვილი დაიბადა 1909 წლის 14 თებერვალს თბილისში.

1992

ტიპი: გარდაცვალება

მაყვალა მრევლიშვილი გარდაიცვალა 1992 წლის 5 სექტემბერს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1998

ტიპი: გარდაცვალება

გიორგი ნატროშვილი გარდაიცვალა 1998 წლის 21 ივნისს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს გამოქვეყნდა გიორგი ნატროშვილის მონოგრაფია „ალექსანდრე ყაზბეგი”.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წელს გამოქვეყნდა გიორგი ნატროშვილის „ლიტერატურული ეტიუდები”.

1894

ტიპი: ნასამართლეობა

1894 წელს თედო სახოკია შიო დედაბრიშვილთან მიმოწერის საფუძველზე თბილისში დააკავეს.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წელს გამოქვეყნდა გიორგი ნატროშვილის „ლიტერატურის მეცნიერებათა საკითხები”.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს გამოქვეყნდა გიორგი ნატროშვილის პირველი წიგნი „დავით კლდიაშვილის შემოქმედება”.

1932

ტიპი: განათლება

1932 წელს გიორგი ნატროშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს გიორგი ნატროშვილი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს გიორგი ნატროშვილმა დაამთავრა სიღნაღის პედაგოგიური ტექნიკუმი.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935-1937 წლებში გიორგი ნატროშვილი იკავებდა ჟურნალ „მნათობის” განყოფილების გამგის თანამდებობას.

1925

ტიპი: განათლება

1925 წლიდან გიორგი ნატროშვილი სწავლობდა სიღნაღის პედაგოგიურ ტექნიკუმში.

1953

ტიპი: თანამდებობა

1953 წლიდან გიორგი ნატროშვილი იკავებდა გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნების” პასუხისმგებელი რედაქტორის თანამდებობას.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943-1953 წლებში გიორგი ნატროშვილი მუშაობდა გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნების” პასუხისმგებელ მდივანად.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937-1941 წლებში გიორგი ნატროშვილი მუშაობდა გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს” რედაქტორის მოადგილედ.

1933

ტიპი: ორგანიზაცია

1933-1934 წლებში გიორგი ნატროშვილი ირიცხებოდა კურსანტად რკკკ რიგებში.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929-1930 წლებში გიორგი ნატროშვილი იკავებდა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის” ლიტმუშაკის თანამდებობას.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წელს გიორგი ნატროშვილი გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-1932 წლებში გიორგი ნატროშვილი პროლეტარ მწერალთა ასოციაციის ლიტკონსულტანტად მუშაობდა.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890-1894 წლებში თედო სახოკია ზესტაფონში შავი ქვის ცნობილ მრეწველ ნიკოლოზ ღოღობერიძესთან მუშაობდა უცხოეთთან ურთიერთობის კორესპონდენტად.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 23 მარტს გაზეთ „დროებაში“ ახალშობილთა დანიშვნის მავნე ტრადიციასთან დაკავშირებით ლაზარე დადუანის კორესპონდენცია „სვანეთიდამ, მარტის 10-ს“ გამოქვეყნდა.