რეგისტრირებული ფაქტები82889
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, ქუთაისში ეფროსინე ჭიჭინაძის ინიციატივით გახსნილ მოსამზადებელ სასწავლებელში სწავლის საფასური წელიწადში 45 მანეთი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, ვ. დერინგმა თბილისის წმ. ნინოს სახელობის სასწავლებელს 423.50 მანეთი შესწირა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, ფოთში ნიკო ჩიტაიას მაღაზია გატეხეს და 500 მანეთის ვერცხლისა და ოქროს ნივთები წაიღეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 ივლისის „დროების“ ცნობით, ს. დვალის ბოროტმოქმედების შესახებ გამომძიებელმა საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 27 ივლისის „დროების“ ცნობით, გიორგი წერეთელი სურათებიანი ჟურნალის გამოცემისთვის ნებართვას პეტერბურგიდან ელოდებოდა.
1815
ტიპი: თანამდებობა
1815-59 წლებში ლუკა ზაბახიძე სხვიტორის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1859
ტიპი: გარდაცვალება
1859 წლის 1-ელ მარტს სხვიტორის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი ლუკა ზაბახიძე გარდაიცვალა.
1859
ტიპი: თანამდებობა
1859-75 წლებში ბესარიონ ლუკას ძე ზაბახიძე სხვიტორის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875-83 წლებში პარმენ ფარსადანის ძე წერეთელი სხვიტორის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1883
ტიპი: თანამდებობა
1883-87 ლავრენტი გრიგოლის ძე წერეთელი სხვიტორის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1837
ტიპი: გარდაცვალება
1837 წელს სპეთის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი პეტრე დავაძე გარდაიცვალა.