რეგისტრირებული ფაქტები86252
სორტირება თარიღი კლებადობით
1949
ტიპი: თანამდებობა
1949-1952 წლებში ვლადიმერ გოლოევი საოლქო გაზეთ „კომუნისტის” პასუხისმგებელი რედაქტორი იყო ცხინვალში.
1948
ტიპი: ორგანიზაცია
1948 წლის დეკემბერში გაიოზ მაღლაკელიძემ გერმანიაში პრესის ბიურო “Евразисче Информатион“ დააარსა.
1948
ტიპი: ღონისძიება
1948 წლის დეკემბერში მღვდელი თარხნიშვილი შალვა მაღლაკელიძეს დაჰპირდა, რომ გაიოზ მაღლაკელიძის პრესის ბიუროსთვის მასალების მოძიებაში დაეხმარებოდა. თარხნიშვილი ბეირუთში იყო და მაღლაკელიძეს სირია-ლიბანის შესახებ მიაწვდიდა ინფორმაციას.
1948
ტიპი: ავტორობა
1948 წლის 27 ოქტომბერს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ამერიკელების ზეგავლენით ესპანეთში გერმანიიდან და იტალიიდან არავის უშვებდნენ. იქ მყოფი ცნობილი ფაშისტები და ნაციონალ-სოციალისტები სამხრეთ ამერიკაში გაგზავნეს. გადასახლების პროცესში ამერიკელებს ესპანელები დაეხმარნენ.
1948
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1948 წლის 27 ოქტომბერს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ საზოგადოება ხშირად განიხილავდა ომის საფრთხეს, თუმცა, მისი ვარაუდით, ორი წლის მანძილზე ცუდი არაფერი მოხდებოდა.
1948
ტიპი: გარდაცვალება
1948 წლის 26 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს კირიონ მაღლაკელიძის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა და სთხოვა, ჯანმრთელობაზე ეზრუნა.
1948
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1948 წელს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ თუ არგენტინაში „ტერმოლიტის“ საქმე არ გამოვიდოდა, ევროპიდან გადასახლებას რუპოლდინგში დარჩენა სჯობდა.