საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91155

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდა პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენელი ოსტროვსკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების მისალოცად შეხვდნენ კონსერვატორიის დირექტორი პროფესორი ნიკოლაი ჩერეპნინი და პროფესორი ზაქარია ფალიაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნესტორ ქარცივაძეს შეხვდა ბათუმიდან ჩამოსული სამაჰმადიანო საქართველოს მეჯლისის წევრი მ. გოგოლაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს შეხვდა მთიელთა რესპუბლიკის წარმომადგენელი ჯაბაღიევი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა მომღერალი ქალის, ო. ს. კალანდაძე-აგასოვას ბენეფისი, იდგმებოდა ვიქტორ დოლიძის კომიკური ოპერა „ქეთო და კოტე“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ მშობლები, ალექსანდრე გიორგის ძე და ოლიმპიადა ოტიას ასული ერისთავები იუწყებოდნენ, რომ მოსწავლე გოგუცა (მარიამ) ერისთავის წლისთავის წირვა გაიმართებოდა 20 იანვარს, 10 საათზე, ქუთაისში მთავარანგელოზის ეკლესიაში.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 20 იანვარს იაგორ (გიორგი) ალექსანდრეს ძე ვაჩნაძე გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 20 იანვარს სამტრედიაში დომნა სტურუას დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 20 იანვარს სოფელ ბახვში (გურია) ელისაბედ ლომთათიძისას დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 20 იანვარს თბილისში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ სოლომონ ივანეს ძე კურდღელაშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს სასოფლო-სამეურნეო ბანკის დარბაზში გაიმართა ქართული შრიფტის შემსწორებელი მცირე კომისიის კრება თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძის თავმჯდომარეობით.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 19 იანვარს ჟინვალში მოკლეს ყაჩაღთა მეთაური ვიდო პაპიაშვილი. ამით სრულიად მოისპო ყაჩაღთა ერთი ჯგუფი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 19 იანვარს, შუადღეს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, გზავნილში გაზეთები იყო მისთვის, ტომისთვის კი – წერილი და ეთქვა, რომ ამანათი საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოეტანა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 19 იანვარს, შუადღეს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ გამუდმებით ოჯახზე ფიქრობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 19 იანვარს, შუადღეს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ წიგნების ორი შეკვრა გამოეგზავნა, როგორც ადრე – რუსთაველი, „ვისრამიანი“, „წმინდა ნინოს ცხოვრება“, „განდეგილი“ და სხვა წიგნები, ინგლისური თარგმანით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 19 იანვარს, შუადღეს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მარჯორის ბოლოდროინდელი პორტრეტები გამოეგზავნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 19 იანვარს, შუადღეს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ ძალიან დაკავებული იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს დრამატული საზოგადოების წევრთა კრებამ მოქმედი წესდების შესაცვლელად აირჩია საგანგებო კომისია, რომლის წევრები იყვნენ: გიორგი ლასხიშვილი, შალვა დადიანი და კონსტანტინე ანდრონიკაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს დრამატული საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ივანე მაჭავარიანმა წევრთა კრებას აუწყა, რომ სარევიზიო კომისია იძულებული იყო მოეწვია საზოგადო კრება, რადგან გამგეობას სამი წლის განმავლობაში არ მოუწვევია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს ქართულ კლუბში გაიმართა დრამატული საზოგადოების წევრთა კრება, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს პავლე დავითის ძე საყვარელიძე, ხოლო მდივნად – არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს სასოფლო-სამეურნეო ბანკის დარბაზში თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით შედგა ქართული შრიფტის შემსწორებელთა კომისიის კრება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს ამერიკიდან თბილისში ჩამოვიდა ამერიკის გენერალური კონსული ჩარლზ მოზერი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს ბაქოდან თბილისში ჩამოვიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფატალი ხან ხოისკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს, 18 საათზე, ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის სხდომა იყო დანიშნული.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვარს კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ინიციატივით ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და დიმიტრი ყიფიანის პანაშვიდი გადაიხადა.