საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86258

1948

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1948 წლის 9 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იგი მკურნალობის მიუხედავად მაინც ავადმყოფობდა. ასევე სთხოვა, რომ დედას ბინის აშენებაში დახმარებოდა. შალვა იმედოვნებდა, რომ შვილსა და შვილიშვილს ოდესმე დიხაშხოში შეხვდებოდა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 9 ოქტომბერს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ „იაფრის“ ორგანიზაცია მიატოვა, რადგან ხელმძღვანელი არ მოსწონდა, დაწესებულება კი მისთვის უსარგებლო იყო.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 9 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ „იაფრის“ გარდა სხვა რუსულ ორგანიზაციებთანაც ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა. იგი უარყოფითად ახასიათებდა რუმინეთის მოსახლეობას.

1948

ტიპი: ღონისძიება

1948 წლის ოქტომბერში შალვა მაღლაკელიძეს გერმანიის საელჩოში „ტერმოლიტის“ საკითხთან დაკავშირებით ურჩიეს, რომ დახმარებისთვის მიუნხენიდან არგენტინის სავაჭრო სამინისტროსთვისაც მიემართა.

1948

ტიპი: გარდაცვალება

1948 წლის ოქტომბერში შალვა მაღლაკელიძის ძმიშვილი კირიონ მაღლაკელიძე გარდაიცვალა.

1948

ტიპი: ორგანიზაცია

1948 წლის ოქტომბერში შალვა მაღლაკელიძე რომში არსებულ ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაცია „იაფარში“ გაწევრიანდა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 12 სექტემბერს ნიკოლოზ მათიკაშვილს ბიძამ, დეკანოზმა ალექსი გულისაშვილმა, ვარშავაში მოკითხვის წერილი გაუგზავნა.

1948

ტიპი: თანამდებობა

1948 წლის სექტემბერში საქართველოს მწერალთა კავშირის თხოვნითა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დავალებით სიმონ წვერავა გაგზავნეს აფხაზეთში მწერალთა ორგანიზაციის ქართული სექციის თავმჯდომარედ.

1948

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1948 წლის 3 ივლისს იტალიიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ ვამეხ მაღლაკელიძეს დაბადების დღე მიულოცა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 9 ივნისს იტალიიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იგი ქართული ემიგრაციის მუშაობით უკმაყოფილო იყო, რადგან არც ისინი და არც საერთაშორისო ორგანიზაციები არაფერს აკეთებდნენ.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 9 ივნისს იტალიიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ არგენტინის ვიზის დროულად მისაღებად რუსებთან ჩაეწერა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 9 ივნისს იტალიიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იგი თავის სარჩენად სტუდენტებს რუსულს ასწავლიდა და გამომცემლობაში ბუღალტრად მუშაობდა.

1948

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1948 წლის 9 ივნისს იტალიიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ დედამისის რთული ხასიათის გამო არ ენერვიულა და სხვებთან მათი დაძაბული ოჯახური მდგომარეობის შესახებ არ ესაუბრა. 

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 28 მაისს ანდრო აბრამიშვილმა ქრისტინე შარაშიძეს თავისი დისერტაციის თეზისები გაუგზავნა და მათ შესახებ აზრი ჰკითხა.

1948

ტიპი: ღონისძიება

1948 წლის 26 მაისს ანდრო აბრამიშვილმა დისერტაცია დაიცვა. მისი ოპონენტები იყვნენ იოსებ ორბელი და დავით დონდუა. მას ფილოლოგიური მეცნიერების ხარისხი მიანიჭეს ფარული კენჭისყრის ერთიანი ხმის მიცემით.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 3 მაისს იტალიიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იგი ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი იყო და ცდილობდა, რომ საქმიანი შეხვედრები ქართული საქმისთვის სასარგებლოდ გამოეყენებინა.

1948

ტიპი: თანამდებობა

1948 წლის 15 მარტს ქრისტინე შარაშიძე აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის დირექტორის, ანდრია აფაქიძის ბრძანებით, სპეცსახსრებიდან გადაიყვანეს ძირითად შტატზე მუზეუმის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 9 თებერვალს იტალიიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იგი გამომცემლობის დაარსებას აპირებდა. შეატყობინა, რომ ირაკლი ბაგრატიონისგან პასუხს ელოდა და პარალელურად სხვადასხვა პირებს ხვდებოდა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 9 თებერვალს იტალიიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ კირიონ მაღლაკელიძისთვის მოკითხვის წერილი გაეგზავნა. შალვა მაღლაკელიძემ წერილში ვიქტორ ნოზაძეც ახსენა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 5 თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იტალიაში გამომცემლობის დაარსებას აპირებდა.

1948

ტიპი: ორგანიზაცია

1948 წლის 5 თებერვალს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ქართველებმა იტალიაში თავიანთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია დახურეს.

1948

ტიპი: ღონისძიება

1948 წლის თებერვალში შალვა მაღლაკელიძემ ირაკლი ბაგრატიონს სთხოვა, რომ იტალიაში მასთან სტუმრად მისულიყო.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს ანდრია აფაქიძის მიერ გაცემული დახასიათების მიხედვით, ქრისტინე შარაშიძე აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში 1941 წლიდან ხელშეკრულებით მუშაობდა, 1945 წლიდან კი შტატიანი თანამშრომელი იყო.