რეგისტრირებული ფაქტები82671
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ხონის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელი გიორგი სიმონის ძე ბახტაძე იმავე გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 1-ლ ოქტომბერს აკაკი გიორგის ძე აბულაძემ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს მისწერა, რომ საშუალო განათლების მიღების შემდეგ გაემგზავრა გერმანიაში და სწავლობდა კიოტინის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ორი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და სხვადასხვა მიზეზის გამო აღარ დაბრუნდა სწავლის დასასრულებლად.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელ ოქტომბერს აკაკი გიორგის ძე აბულაძემ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს მისწერა, რომ 1911, 1912, 1913 წლებში ერევანში კერძო პედაგოგად მუშაობდა და იმავე პერიოდში სახალხო დირექტორმა ბორის იაკობის ძე ვასილიევმა მასწავლებლად მიიწვია პროგიმნაზიაში, რომელიც მისი მფარველობის ქვეშ იყო. აბულაძის საბუთები ე. წ. „ლექციის წიგნი" ერევნის ოლქის სახალხო სკოლების დირექციაში ინახებოდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი ოქტომბრიდან ვერა ბენუა-მღებრიშვილი ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის ხატვის მასწავლებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი ოქტომბრიდან განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის ბრძანებით, მარგალიტა გიგინეიშვილი ზესტაფონის ქალთა გიმნაზიის უფროსი ქალის თანამდებობის აღმასრულებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
აკაკი გიორგის ძე აბულაძის პირადი საქმის მიხედვით, ბორის იაკობის ძე ვასილიევი იყო სახალხო დირექტორი და ერევანში პროგიმნაზიას ხელმძღვანელობდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის ოქტომბრიდან ტროფიმე ჯოხთაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების თავმჯდომარე აღარ იყო. ის გადავიდა სოხუმში, სადაც საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლ ოქტომბერს ოლივერ უორდროპი ბაქოდან თბილისში დაბრუნდა. მას საზეიმოდ მორთულ სადგურში უამრავი ადამიანი დახვდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბერში გზათა დეპარტამენტის დირექტორმა, ინჟინერმა ბესარიონ ჭიჭინაძემ ინახულა ბრიტანეთის ტრანსპორტის მთავარი გამგე გენერალი ბრაფი, რომელიც იმ დღეებში ტოვებდა საქართველოს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბერში მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ნუსხის თანახმად, სახელმწიფო თეატრში კვირაში ერთი წარმოდგენა გამართულიყო, რომ მუშებს, სახელმწიფო მოხელეებსა და სამსახურში მყოფ პირებს სპექტაკლებზე დასწრების საშუალება მისცემოდათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბერში მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ნუსხის თანახმად სახელმწიფო თეატრში კვირაში ერთი წარმოდგენა გამართულიყო, რათა მუშებს, სახელმწიფო მოხელეებსა და სამსახურში მყოფ პირებს სპექტაკლებზე დასწრების საშუალება მისცემოდათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბერში გზათა დეპარტამენტის დირექტორმა, ინჟინერმა ბესარიონ ჭიჭინაძემ ინახულა ბრიტანეთის ტრანსპორტის მთავარი გამგე გენერალი ბრაფი, რომელიც იმ დღეებში ტოვებდა საქართველოს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის თვითმმართველობის სხდომაზე სანიტარულმა ინსპექტორმა კაპიტონ მეუნარგიამ ქალაქში პარტახტიანი სახადის (ტიფი) და ქოლერას გავრცელებაზე ისაუბრა. პარტახტიანი სახადი ქალაქში პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნებულმა ჯარის ჯგუფებმა შემოიტანეს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 29 სექტემბერს განათლების სამინისტროს მთავარმა გამგემ გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ (საქმის მწარმოებელი კონსტანტინე აბაშიძე) ფინანსთა სამინისტროს საკრედიტო განყოფილებას ლეჩხუმის მაზრის სკოლების მასწავლებელთა ჯამაგირებით დაკმაყოფილების თხოვნით მიმართა. აპრილის ბოლოს მათთვის გადაგზავნილი 100 ათასი მანეთი ფოსტამ შეაჩერა და მასწავლებლებმა ხელფასები ვერ მიიღეს, რასაც შესაძლოა არასასურველი შედეგები მოჰყოლოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 სექტემბერს განათლების სამინისტრომ თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობა, რომ ნება დართეს, გიმნაზიის სპეციალური თანხიდან გიმნაზიის ყოფილი მასწავლებლის, ალექსანდრე ბარნოვისთვის ერთდროული დახმარების სახით 4 000 მანეთი გამოეწერათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის თხოვნა, ხსენებული გიმნაზიის ყოფილი მასწავლებლის, ალ. ბარნოვისთვის ერთდროულილ დახმარების სახით 4 000 მანეთის გამოწერის ნებართვის შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
სახალხო განათლების სამინისტრომ თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომელშიც იუწყებოდა, რომ ხსენებული გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებელი, ალ. ბარნოვი, დათხოვნილი იყო სამსახურიდან სხვა სამსახურში გადასვლის გამო.
1919
ტიპი: ღონისძიება
სახახლო განათლების სამინისტრო თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს სთხოვდა ეცნობებინა ხსენებული გიმნაზიის მასწავლებელი, ალ. ბარნოვი, რატომ თხოულობდა თანამდებობიდან განთავისუფლებას.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 29 სექტემბერს დეკანოზი კონსტანტინე მაქსიმეს ძე სუხიევი უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სწერს, რომ განჯის წმინდა ნინოს სახელობის რვაკლასიან სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად მუშაობდა. უთითებს მისამართს: თბილისი, ვაკე (მურვანიშილის სახლი).
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 სექტემბერს დეკანოზი კონსტანტინე მაქსიმეს ძე სუხიევი უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სწერდა, რომ თავისი სამსახურის აღწერაში არ იყო შეტანილი საღვთო სჯულის მასწავლებლობა განჯის წმინდა ნინოს სახელობის რვაკლასიან და ექვსკლასიან საქალაქო სასწავლებელში. ეს მონაცემები საჭირო იყო იმისთვის, რომ მისი ასული, თბილისის პირველი გიმნაზიის მე-4 კლასის მოსწავლე, ნინო სუხიშვილი, სწავლის საფასურის გადასახადისაგან გათავისუფლებულიყო.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 29 სექტემბერს დეკანოზი კონსტანტინე მაქსიმეს ძე სუხიევი უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სთხოვდა მოწმობას, სადაც აღნიშნული იქნეობდა, რომ ის 1904 წლიდან 1910 წლის პირველ სექტემბრამდე განჯის წმინდა ნინოს სახელობის რვაკლასიან და ექვსკლასიან საქალაქო სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად მუშაობდა. მოწმობა აუცილებელი იყო, რადგან გათავისუფლების საკითხი უნდა გადაეწყვიტათ.
1919
ტიპი: სტატუსი
1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის წევრმა და ყარაბაღის გენერალ-გუბერნატორმა ხოსროვ-ბეკ სულთანოვმა სრული კეთილგანწყობა გამოხატა თავისუფლებისთვის მებრძოლ ჩრდილოკავკასიელთა მიმართ და განაცხადა, რომ მათი თავისუფლების ხელყოფა უკვე ჩამოყალიბებულ, დემოკრატიული აზერბაიჯანსაც უქმნიდა საფრთხეს.