საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82671

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-1917 წლებში პლატონ იოაკიმეს ძე ჯინჭველაშვილი საყულიის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1893

ტიპი: გარდაცვალება

1893 წლის 26 სექტემბერს საყულიის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი ზაქარია ანტონის ძე სვანაძე გარდაიცვალა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის სექტემბერში სოფელ გოჩაჯიხაიშის ადგილობრივი შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბესარიონ ლევანის ძე ღოღობერიძემ დაადგინა, ბანკის 1901 წლის წმინდა მოგებიდან ამხანაგობისთვის დაერიგებინათ მხოლოდ 10%, დანარჩენი მოხმარებოდა საქველმოქმედო საქმეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ოქტომბერს კავკასიის მეღვინე-მევენახეების სხდომაზე უფროსი აგრონომის, ვლადიმერ სტაროსელსკის წინადადებით მიიღეს გადაწყვეტილება, კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებისთვის ეთხოვათ წარმომადგენლის დანიშვნა რუსეთის მეღვინე-მევენახეთა საერთო კრებაზე.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის სექტემბერში სოფელ გოჩაჯიხაიშში გამართული ადგილობრივი შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობის წევრთა კრების თავმჯდომარე იყო დავით ლევანის ძე ღოღობერიძე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ხმოსანმა ა. ს. ბაბოვმა ქალაქის სასწავლებელთა გამგე კომისიას წარუდგინა იმ შენობის პროექტი, რომელშიც უნდა განთავსებულიყო საიუბილეო დღესასწაულების სახსოვრად დაარსებული ქალაქის ორი პირველდაწყებითი სკოლა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ექიმმა ლუნკევიჩმა ქალაქის გამგეობას თხოვნით მიმართა, კლაკოვისა და შტაკმანისათვის 450 მანეთი მიეცათ ნატახტრის წყაროების გამოსაკვლევად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თბილისის გამგეობის წევრ ხოსროევს მომდევნო წლის დეკემბერში უთავდებოდა სამსახურებრივი ვადა, ამიტომ გამგეობამ დასვა საკითხი, ხოსროევის მაგივრად გამგეობის ახალი წევრის არჩევნები მომავალი წლისთვის გადადებულიყო.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს ზ. ტყეშელაშვილი ყოველდღიურ პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთის „ახალი გზა“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს დარია ხრამელაშვილისა ყოველდღიური პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთის „სახალხო გაზეთი“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 4 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი პლებეიშვილის წერილი 26-27 ივნისს ხონში გამართული წარმოდგენების შესახებ.

1848

ტიპი: თანამდებობა

1848 წელს სვიმონ ალექსის ძე აბრამიშვილი საჩხერის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1862

ტიპი: თანამდებობა

1862 წელს სვიმონ ალექსის ძე აბრამიშვილი საჩხერის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1911

ტიპი: გარდაცვალება

1911 წლის 30 ოქტომბერს საჩხერის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი ეპიფანე სვიმონის ძე აბრამიშვილი გარდაიცვალა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911-15 წლებში ლუკა თევდორეს ძე ტყემალაძე საჩხერის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911-14 წლებში პახუმ ეპიფანეს ძე აბრამიშვილი საჩხერის წმ. ნინოს ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-17 წლებში სერგი ილარიონის ძე მაჭარაშვილი საჩხერის წმ. ნინოს ეკლესიის მღვდელი იყო.

1800

ტიპი: თანამდებობა

1800 წელს იოანე ღამბაშიძე საწაბლის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1829

ტიპი: თანამდებობა

1829 წელს იოანე ღამბაშიძე საწაბლის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1847

ტიპი: თანამდებობა

1847 წელს გრიგოლ (გიორგი) პავლეს ძე მაღლაკელიძე საწაბლის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888-1917 წლებში ისიდორე იოსების ძე სვანაძე საყულიის (ქვედა) მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1810

ტიპი: თანამდებობა

1810 წელს პეტრე ვასილის ძე კვინიკაძე საღვინის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს მელიქ ბახტამიანცმა ქალაქის გამგეობას სთხოვა, ნებართვა მიეცათ ერევნის მოედანზე სარძევე პავილიონის დადგმისა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 26 ივნისს ხონში გამართულ სპექტაკლში „ხალხი“ ვალერიან შალიკაშვილმა გაკოტრებული ვაჭრის, მოკეის, როლი შეასრულა, შალვა გოგოლაშვილმა – მარკელის, ბუდუ მდივანმა – გარადოვის-კუდინოვის, თამარა გოგოლაშვილმა – ემილიასი და ნატალია ჯავახიშვილმა ითამაშა მართა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ფოთის საბჭოს სხდომაზე განიხილეს ქალაქის სასწავლებლის ქვის შენობის გეგმა და ხარჯთაღრიცხვა, შედგენილი ქალაქის ინჟინრის, მ. ა. არციმოვიჩის მიერ.