რეგისტრირებული ფაქტები91155
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 იანვარს თბილისის სახელმწიფო თეატრში სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით იდგმებოდა ოპერა „ქეთო და კოტე“.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 16 იანვარს პარიზში ინგლისელი მუშების წინამძღოლმა არტურ ჰენდერსონმა ფრანგულ გაზეთებში განაცხადა, რომ თუ დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ დათანხმდებოდა საბჭოთა რუსეთის საზავო წინადადებას და ინგლისს ომში ჩაითრევდა, მუშათა პარტია უარს იტყოდა სამხედრო-პოლიტიკური ვალდებულებების შესრულებაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საკრედიტო დაწესებულებათა წარმომადგენლების ყრილობათა საბჭომ საქართველოს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკის საქმეების გამო ალექსანდრე ასათიანი სოხუმში, ფოთში, ზუგდიდსა და სენაკში გაგზავნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საკრედიტო დაწესებულებათა წარმომადგენლების ყრილობათა საბჭომ საქართველოს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკის საქმეების გამო დ. ჩხეიძე კახეთში გაგზავნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საკრედიტო დაწესებულებათა წარმომადგენლების ყრილობათა საბჭომ საქართველოს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკის საქმეების გამო დავით კალანდაძე ბათუმში გაგზავნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საკრედიტო დაწესებულებათა წარმომადგენლების ყრილობათა საბჭომ საქართველოს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკის საქმეების გამო პართენ გოთუა ოზურგეთის მაზრაში გაგზავნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საკრედიტო დაწესებულებათა წარმომადგენლების ყრილობათა საბჭომ საქართველოს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკის საქმეების გამო პართენ გოთუა ქ. ქუთაისში გაგზავნა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 15 იანვარს სამუელ სტოლერმანმა რევოლვერით მოკლა ცოლი ალექსანდრა სტოლერმანისა.
1920
ტიპი: თანამდებობა
ივანე ბერიაშვილი ავადმყოფობის გამო ითხოვდა თანამდებობიდან გათავისუფლებას. 1920 წლის 15 იანვრიდან ის გაათავისუფლეს.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 15 იანვარს, დღის 5 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საჩუქრების გაგზავნა სურდა მისთვის, მაგრამ ჩასალაგებლად დრო ვერ გამონახა. დიდ სიყვარულს უძღვნიდა მეუღლესა და შვილებს.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 15 იანვარს, დღის 5 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, მისი გაგზავნილი ვერცხლეული, რომელიც ნაკლებად მოსწონდა შეეძლო საჩუქრად გაეცა. ასევე, უხაროდა ენდრიუსა და ჯეიმსს სკოლაში რომ აქებდნენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 15 იანვარს, დღის 5 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ერთი სული ჰქონდა მის მიერ გამოგზავნილ ცისფერ პიჯაკს როდის ნახავდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 15 იანვარს, დღის 5 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ხატისიანი ესტუმრა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 15 იანვარს, ღამის 2 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო ხელისუფლების აღიარებით წარმატებას მიაღწია და ვერც ერთი მარცხი, რომელიც შესაძლო იყო მომავალში განეცადა, ვერ წაშლიდა მის ტრიუმფს. თავისუფლად შეეძლო ეთქვა, რომ ამაოდ არ უცხოვრია.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 15 იანვარს, ღამის 2 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, იმედოვნებდა არ იეჭვიანებდა, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მინისტრთა კაბინეტთან გამართულ ვახშამზე რამდენიმე ქალბატონი გამოუტყდა, რომ ყოველთვის მოსწონდათ, მას შემდეგ კი, რაც მისი დამსახურებით საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარეს, აღმერთებდნენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 15 იანვარს, ღამის 2 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საქართველოს და სხვა ქვეყნების მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ვახშმის დასასრულს, ნოე ჟორდანიამ მისი ჯანმრთელობის სადღეგრძელო შესვა და გულთბილად გაიხსენა მათი ძველი შეხვედრები ჟენევასა და ჩისლეჰარტში.

