რეგისტრირებული ფაქტები91155
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 იანვარს, 20:00-23:00 საათზე, დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ოლივერ უორდროპმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო საზეიმო წვეულება გამართა.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქ თბილისში მეოთხე რაიონის კომისარმა და მისმა თანაშემწემ ქურდების დაჯგუფების წევრები: მამადი ჯაფარა მამედ-ოღლი, მირჰუსეინ მირ მამედ-ოღლი, ასამ მამედ-ოღლი, მამედ ალი ალაჰკარ-ოღლი, მამედ მახმუდ-ოღლი, ჰუსეინ აბას-ოღლი, აბას კული ალაჰკერ-ოღლი, აბასა კაფარ-ოღლი, სისაკ ჩაჩიანცი, სოინა ალი-ოღლი და ერვანდ ბაღიროვი დააპატიმრეს და პირველ საგუბერნიო ციხეში მოათავსეს.
1920
ტიპი: ავტორობა
ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე მითაიშვილმა სახალხო სკოლების მთავარგამგეს 1920 წლის 13 იანვარს მისწერა, რომ ლეჩხუმის ერობაში საჭიროა კურსების მოწყობა. კურსები უნდა დაარსებულიყო დაბა ლაილაშშიც; თუ შესაძლებელი იქნებოდა ჩასულიყო კაცი სანიმუშო გაკვეთილების ჩასატარებლად. მასწავლებლებისთვის საჭირო იქნებოდა ბინა და სურსათი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ოპერის თეატრში შესვენების დროს შამპანური მიირთვა პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ევგენი გეგეჭკორთან და სხვებთან ერთად.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ოპერის თეატრის ლოჟაში ესტუმრნენ პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და სხვები.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ოპერაში იყო წასული, სადაც „აბესალომ და ეთერის“ წარმოდგენა სახელდახელოდ შეცვლილი დახვდა სხვა ნაკლებად საყურადღებო ქართული სპექტაკლით, რომელშიც ერთ-ერთი პრიმადონა განასახიერებდა საქართველოს – ტახტზე იჯდა, სცენიდან მაღლა იყო აწეული და გარს მთელი დასი ეხვია.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანთან მოსაკითხად იყო წასული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანთან ერთად იყო წასული მთავრობის სასახლეში, სადაც ნოე ჟორდანია საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების აღსანიშნად იღებდა სტუმრებს.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 13 იანვარს, საღამოს 6 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატიასიანი ესტუმრა და ბოლოდროინდელ მოვლენებზე – დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ბევრი ისაუბრეს.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 13 იანვარს, საღამოს 6 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ძალიან ენატრებოდა და იმედოვნებდა დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ოცნება აუხდებოდა და აღდგომას ოჯახთან შეძლებდა შეხვედრას.

