საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90018

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვასილ ლუარსაბის ძე ზედგინიძე ლეიტენანტ ივანე ვასილის ძე ზედგინიძის მამა იყო.

1921

ტიპი: მფლობელობა

1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დეკანოზი ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძე ფლობდა ბინას მისამართზე: იზმაილოვის ქუჩა N11.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე იაკობის ძე ნიკოლაძე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის დეიდაშვილი იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 10 თებერვალს ნინო ზაალის ასულ ჩიკოიძეს პეტრე-პავლეს ეკლესიაში გადაასვენებდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბარბარე ზაალის ასული ონიკაშვილისა ნინო ზაალის ასულ ჩიკოიძის დისშვილი იყო.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ნიკოლოზ ალექსის ძე ხუდადოვმა ნაძალადევში მიწის იჯარის მაღალი საფასურის პროტესტის ნიშნად გამგეობაში საჩივარი შეიტანა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე აბაშელის ლექსი „აკაკის“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გაგრძელება შალვა დადიანის სტატიისა „ხელოვნების მოკლე ისტორია“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახუშტი კოტეტიშვილის სტატია „ბ. ახოსპირელი და მისი სიმღერა“.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანა ივანეს ასული ზედგინიძისა ლეიტენანტ ივანე ვასილის ძე ზედგინიძის დედა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ალექსი ვასილის ძე ზედგინიძე ლეიტენანტ ივანე ვასილის ძე ზედგინიძის ძმა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნატალია ვასილის ასული ზედგინიძე ლეიტენანტ ივანე ვასილის ძე ზედგინიძის და იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრა ნიკოლოზის ასული ზედგინიძისა ლეიტენანტ ივანე ვასილის ძე ზედგინიძის რძალი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრა ნიკოლოზის ასული ზედგინიძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ალექსი ვასილის ძე ზედგინიძის მეუღლე იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იაგო ტეტუნაშვილის ლექსი „გამოსალმება“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 14 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობა პროცენტის გადაუხდელობის გამო ალექსანდრე ბურდულოვის მამულს ყიდდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 14 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობა პროცენტის გადაუხდელობის გამო მაია ზახაროვისას მამულს ყიდდა.

1878

ტიპი: მფლობელობა

1878 წლის 14 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობა პროცენტის გადაუხდელობის გამო სარქის ბაბოვის მამულს ყიდდა.

1878

ტიპი: მფლობელობა

1878 წლის 14 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობა პროცენტის გადაუხდელობის გამო მიხეილ ფირადოვის მამულს ყიდდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის საზაფხულო თეატრში წარმოადგინეს ზურაბ ანტონოვის „ტივით მოგზაურობა“ და მოლიერის „ცოლის შერთვევინება“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 მაისის „დროებაში“ პავლე თუმანიშვილის სტატია „პასუხი უ. ა. ჭიჭინაძესა“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 მაისის „დროების“ ცნობით, ქუთაისში, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში ბარბარე ჯორჯაძის შედგენილი ქართული წიგნი „სამზარეულო“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 17 მაისის „დროების“ ცნობით, ბარბარე ჯორჯაძემ ქართული წიგნი „სამზარეულო“ შეადგინა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 14 მაისს ქუთაისის ბანკის კრებაზე ირაკლი ლორთქიფანიძემ მოითხოვა ახალი კომისიის დანიშვნა, რომელიც ბანკის ანგარიშებს დაწვრილებით განიხილავდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 14 მაისს ქუთაისის ბანკის კრებაზე დავით აბდუშელიშვილმა განაცხადა, რომ თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ბანკის მოქმედებებში, მათ ეს საკითხი ზედამხედველობის კომიტეტთან უნდა გაერკვიათ.