საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82566

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 აგვისტოს ბენუა-მარი ლანჟენიემ პაპს წერილობით სთხოვა, რომ აღმოსავლეთში არსებულ ლათინელ კათოლიკეთა დაწესებულებებზე მფარველობა გაეძლიერებინათ. ლანჟენიემ პაპისგან დადებითი პასუხი მიიღო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით ბორჩალოს მაზრის სოფელ აშკალის მცხოვრები გაბრიელ ბაბიკას ძე ფალიაშვილი ბაშკიჩეთის მომრიგებელი მოსამართლის მდივნად დაინიშნა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 4 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს: ალექსანდრე სარაჯიშვილი, ივანე რატიშვილი, იაკობ ღულაძე, ნიკოლოზ ელიავა და ივანე გომართელი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გაიმართა გამგეობის წევრების არჩევნები. სარევიზიო კომისიის წევრებად: აირჩიეს ანდრია ღულაძე, ნიკოლოზ გოგიტიძე, ვასილ სულხანიშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას, რომლის თავმჯდომარე იყო ილია ჭავჭავაძე, 118 წევრი ესწრებოდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის ნოემბერში ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის კომიტეტის კრებაზე არქიტექტორმა ლეოპოლდ ბილფელდმა კრებას წარუდგინა თავისი შედგენილი ქაშვეთის ახალი ეკლესიის ასაშენებელი გეგმა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სახალხო სკოლის დირექციამ დაამტკიცა საქალაქო სკოლების მასწავლებლები. ქანანოვი კუკიის პირველი სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

1901

ტიპი: თანამდებობა

მთავრობის განკარგულებით 1901 წელს თბილისის სახაზინო პალატის ბუღალტრის თანაშემწე ტიტულოვანი მრჩეველი გურამიშვილი პალატის მაგიდის უფროსად დაინიშნა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის სტატიის „დასავლეთ-ევროპული მოდერნიზმის ძირითადი მოტივები“ 1-ელი ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „ფარვანა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა „უკვდავება“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის წერილის „დრამატიულ მოღვაწეობის ასპარეზზე“ მე-4 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილისადმი მიძღვნილი სიმონ ბესარიონის ძე ბადურაშვილის ლექსი „სვე სანეტარო, შვება, განცხრომა,...“.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სახალხო სკოლის დირექციამ დაამტკიცა საქალაქო სკოლების მასწავლებლები. გროზმანი დიდუბის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ნიკოლოზის ძე ბოჭორიშვილის ლექსი „მდინარევ“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის მოთხრობა „ერთხელ მაინც...“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ ტარუაშვილის ერთმოქმედებიანი დრამის „მტარვალის ბედი“ 1-ელი ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლიდია დიმიტრის ასულ მგალობლიშვილის ლექსი „შავო ფიქრებო...“.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892-95 წლებში ვლადიმერ სპირიდონის ძე აბრამიშვილი სავანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892-1917 წლებში სევასტი იოსების ძე ქავთარაძე სავანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ წიგნად გამოსცა ალექსანდრე სიმონის ძე გარსევანოვის ორმოქმედებიანი კომედია „ცოლები დავკარგეთ“.

1817

ტიპი: თანამდებობა

1817-51 წლებში გიორგი იოვანეს ძე საცერაძე საზანოს მაცხოვრის ფერისცვალების (ალავიძეების) ეკლესიის მღვდელი იყო.

1851

ტიპი: თანამდებობა

1851 წლის აგვისტოში საზანოს მაცხოვრის ფერისცვალების (ალავიძეების) ეკლესიის მღვდელი გიორგი იოვანეს ძე საცერაძე გარდაიცვალა.