საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82260

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვარს წყალკურთხევის დღეს თელავში მკვლელობა მოხდა. გვარდიელი ფეიქრიშვილი თოფით შეიარაღებული შევიდა ალექსა ღონიაშვილის დუქანში და ესროლა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს გაიმართა საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის ორი კრება. დილის სხდომას გრიგოლ ვეშაპელი თავმჯდომარეობდა, საღამოს − ალექსანდრე ასათიანი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის კრებაზე შალვა ქარუმიძემ წაიკითხა მოხსენება სასოფლო მეურნეობის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის კრებაზე ტიტე მარგველაშვილმა ვაჭრობა-მრეწველობის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის კრებაზე კოტე აფხაზმა წაიკითხა მოხსენება ფინანსების შესახებ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციის კრებაზე შალვა ქარუმიძის, ტიტე მარგველაშვილის, კოტე აფხაზის და სხვათა მიერ წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდებოდა გაზეთ „საქართველოში“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნიკოლოზ მიხეილის ძე სოსელია 1915 წელს დაარსებული დიდი ჯიხაიშის უმაღლესი დაწყებთი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: განათლება

ვახტანგ გურგენიძე 1918/19 სასწავლო წელს სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის მეორე განყოფილებაში სწავლობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

შალვა მაღლაკელიძის ავტობიოგრაფიული ჩანაწერების მიხედვით, 1918-1921 წლებში იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ადმინისტრაციის ინსპექტორი და აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისის გენერალ-გუბერნატორი იყო.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 28 მაისს ანდრო აბრამიშვილმა ქრისტინე შარაშიძეს თავისი დისერტაციის თეზისები გაუგზავნა და მათ შესახებ აზრი ჰკითხა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ მხარდასაჭერად ქართული კლუბის მიერ გამართულ სალიტერატურო, სამუსიკო და საცეკვაო საღამოში მონაწილეობდნენ: გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, იოსებ გრიშაშვილი, შალვა დადიანი და სხვ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში გზათა დეპარტამენტის დირექტორ ბესარიონ ჭიჭინაძის განკარგულებით მგზავრებისთვის მატარებლებში მოეწყო სასადილო სამზარეულოთი, N5 და N6 მატარებლებში (ბაქო-თბილისი) – ბუფეტი ცივი საჭმელებითა და ჩაით.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 7 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აღალო თუთაევის წერილი „მცირე შენიშვნა ნიკოლოზ ავალიშვილის „ჩვენი თეატრის მატეანიდან“-ის გამო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 მარტს ქართულ თეატრში წარმოადგინეს მიუზიკლი, რომელშიც ივანე სარაჯიშვილმა „მგოსნის სიმღერა“ შეასრულა დიმიტრი არაყიშვილის ოპერიდან „თქმულება შოთა რუსთაველზე“.

1786

ტიპი: თანამდებობა

1786 წელს ბართლომე გიორგის ძე გამეზარდაშვილი რცხილათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1817

ტიპი: თანამდებობა

1817 წელს პეტრე იოანეს ძე გამეზარდაშვილი რცხილათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1880

ტიპი: გარდაცვალება

1880 წლის 20 მარტს რცხილათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ონისიმე დავითის ძე გოგსაძე გარდაიცვალა.

1829

ტიპი: თანამდებობა

1829 წელს პეტრე იოანეს ძე გამეზარდაშვილი რცხილათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ალექსანდრე გიორგი ჯაბადარი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873-76 წლებში ლავრენტი ავქსენტის ძე რობაქიძე რცხილათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869-73 წლებში ონისიმე დავითის ძე გოგსაძე რცხილათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ბართლომე გიორგის ძე გამეზარდაშვილი რცხილათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს ვალერიან შალიკაშვილმა თარგმნა „კეისარი და კლეოპატრა“ და იაკობ გორდინის „სატანა“.