საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91155

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პირველ მსოფლიო ომში დაღუპული ლადო ქარცივაძე ოზურგეთში ჩამოასვენეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 თებერვალს სახალხო სახლში გამართულ ღონისძიებაზე გივი ჟორდანიამ წაიკითხა ლექცია „ჩვენი ადათ-ჩვეულებანი“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 7 ივლისის „დროებაში“ თეოფილე კანდელაკის ფელეტონის „მგზავრის შენიშვნები“ დასასრული დაიბეჭდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველ კულტურის მოყვარეთა საზოგადოების კრებაზე ია კარგარეთელს უნდა წაეკითხა მოხსენება „ქართული ენის სიმდიდრე სამუსიკი ტერმინებით“.

1916

ტიპი: მფლობელობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნესტორ გლახუას ძე სიხარულიძე სასტუმრო „ნოეს“ მფლობელი იყო.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოეტი ალექსანდრე აბაშელი სამკურნალოდ სოხუმის სანატორიუმში უნდა წასულიყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვალს ავლაბრის თეატრში წარმოადგინეს „ღალატი“ ნ. დავარაშვილისა და ვალერიან გუნიას მონაწილეობით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 იანვარს სახალხო სახლში ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით უნდა წარმოედგინათ ელო ანდრონიკაშვილის მიერ ფრანგულიდან ნათარგმნი პიესა „ტაიფუნი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ კირვალიძის წერილი აკაკი წერეთლის ჯანმრთელობის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 14 იანვარს ანჩისხატის ტაძარში აკაკი წერეთლის ჯანმრთელობისთვის დეკანოზმა მ. თალაკვაძემ წვრილ ვაჭართა თაოსნობით პარაკლისი გადაიხადა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დავით ერემის ძე ანთაძე, რომელიც I მსოფლიო ომში გარდაიცვალა, წერდა მოთხრობებსა და მინიატურებს.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 3 თებერვალს ლადო ქარცივაძე აზრუმთან ბრძოლაში დაიჭრა და მეორე დღეს გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ღონისძიება

ლადო ქარცივაძე I მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 3 დეკემბერში თბილისში გამართულ საბჭოს სხდომაზე ლომბარდის რევიზიის ჩასატარებლად ალექსანდრე ბებუთოვი და გეინი აირჩიეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 11 იანვარს ნაძალადევის თეატრში წარმოდგენილ „ღალატში“ შალვა შარაშიძემ სულეიმან-ხანის როლი შეასრულა, ალექსანდრე ყალაბეგიშვილმა ითამაშა ოთარ ბეგი, ელენე ციმაკურიძემ – რუქაია, ნარაკიძემ – გაიანე, შავშიშვილმა – ყარა-უსუფი, ეფემია მესხმა – ზეინაბი, ელისაბედ ჩერქეზიშვილმა – ისახარი და ა. შ.

1915

ტიპი: გარდაცვალება

I მსოფლიო ომში დაღუპული ისაკ ზ. მჭედლიშვილი 1915 წლის 13 იანვარს კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის იანვარში ალექსანდრე კვასხვაძემ ჯუნჯუათის უფასო სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ნიკოლოზის ძე სალარიძის წერილი „ამონაკვნესი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ბოჭორიშვილის თხზულება „აგონია“.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 29 დეკემბერს იოსებ (სოსო) ნაცვლიშვილი ოსმალეთთან ბრძოლაში მოკლეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ლადო ქარცივაძე მასწავლებელი იყო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 14 დეკემბერს ქალთა უფასო სასწავლებლის მოწაფეთა სასარგებლოდ გაიმართა წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ ტასო აბაშიძე, ვასილ აბაშიძე და ვლადიმერ მესხიშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 12 იანვარს სახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ სახალხო სახლში წარმოადგინა გაბრიელ სუნდუკიანცის „პეპო“ ვიქტორ გამყრელიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ნიკო გოცირიძის, გრიგოლ ანაშვილის, ალექსი მეტრეველის, ვ. ნინიძის, სოსო რომანიშვილის, ე. მატარაძის და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვარს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ზურაბის ძე აბაშიძის წერილი ნაძალადევის თეატრში 11 იანვარს წარმოდგენილი „ღალატის“ შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 26 იანვარს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობას მიხეილ ქორელის რეჟისორობით ხუთმოქმედებიანი დრამა „ედმონდ კინი“ უნდა წარმოედგინა.